მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ნოე სულაბერიძის გადაცემაში სტუმრობისას მამის გარდაცვალებაზე ისაუბრა:
- ხათუნას ამბებმა სევდიანი გამხადა... თანაც, ასაკი რომ მემატება, ძალიან განვიცდი, რომ მამაჩემს იგივე ვერ გავუკეთე, რაც ხათუნას, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთი წამიც არ მიბრძოლია. პირველად ვამბობ ამას შენს გადაცემაში... ბევრს ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ჩემს თავს ვერ ვპატიობ და ხშირად სასაფლაოზე რომ მივდივარ, ამისთვის ბოდიშს ვუხდი და ვთხოვ, მაპატიოს... მაშინ გამოუცდელი ვიყავი, თან პატარა ვიყავი და... ზოგადად მეგონა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე არ ვიბრძოლე საკმარისად მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ალბათ, ეს განცდები გზრდის, ბევრ რაღაცას ვსწავლობთ. ის ნინი, რომელიც იყო ცოტა უფრო აფექტური, ცოტა უფრო მხიარულიც, ახლა ნაკლებად ვარ ასეთი. ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ძალიან არ გამიფუჭდეს ხასიათი, მაგრამ უფრო მშვიდი ვარ, ყველაფერს უფრო სხვანაირად ვუყურებ, ბევრს ვფიქრობ, გადაწყვეტილებას აღარ ვიღებ ადვილად. ადრე უფრო რისკიანი ვიყავი, შემეძლო, ბევრი რაღაც გამერისკა, ახლა მაქსიმალურად ბევრს ვფიქრობ და გადაწყვეტილებას მერე ვიღებ. ცოტა შევიცვალე.
ადამიანები გადავაფასე პირველ რიგში... აი, ამ პერიოდში ისეთი ადამიანები დავინახე და ისეთმა ადამიანებმა აჩვენეს თავისი სახე, კარგადაც და ცუდადაცაც... მეგობრებმაც, სხვათა შორის, საკმაოდ გაიცხრილა ჩემი სამეგობრო... მაგრამ იცი, რა არის, მე მეგობარს უფრო არ ვეძახი, ყველა ჩემი მეგობარი არის ჩემი ოჯახის წევრი და ეს არის ჩემი ერთი დიდი ოჯახი. ადრე თუ ჩემთვის პრიორიტეტი არ იყო, რომ სახლში ჩემს საყვარელ ადამიანებთან, ჩემს მეგობრებთან ბევრი დრო გამეტარებინა, ახლა სხვანაირად არის, ძალიან დიდ დროს ვუთმობ დედაჩემს, ზურას, ანასტასიას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველი წამი მათთან გატარებული, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ჩვენ სიკვდილს ვაჯობეთ, დავამარცხეთ სიკვდილი.
ნინიმ ასევე გააკეთა კომენტარი ოჯახის დანგრევაზე:
- არ მაქვს პრობლემა, თამამად ვსაუბრობ ამ თემაზე... მაგრამ ერთი რასაც გეტყვი, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ეს ქორწინება... მაგრამ ასევე მივიღე ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება... ორ წელიწადზე მეტია განქორწინებული ვარ...
