40 წლის რუსმა სუპერმოდელმა ირინა შეიკმა, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო Victoria's Secret-ის შოუში. მან სოციალურ ქსელში გაავრცელა თავისი ლუქის ფოტოები, სადაც ის და საცვლების ბრენდი რუსეთის „მხარდაჭერისთვის“ გააკრიტიკეს.

ფოტოებზე გამოსახულია ირინა შეიკი, რომელიც Victoria's Secret-ის შოუს კულისებში თეთრი ფრთებით მაქმანებიან საცვლებში პოზირებს. მოდელის რუსეთისადმი სიყვარულზე კომენტარებში განათავსეს მისი ფოტო ლეონიდ მლეჩინის წიგნით „პუტინი“, „რუსული სალათი“ (2022 წელს შეიკმა გამოაქვეყნა რუსული სალათის ფოტო წარწერით „Russianzz on Wednaday“. ასო „Z“ იმ პერიოდში რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერ სიმბოლოდ გამოიყენებოდა, ამიტომ მას პუტინის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი...შეიკმა მოგვიანებით განმარტა: „Sometimes a salad is just a salad“ („ზოგჯერ სალათი უბრალოდ სალათია“) და უარყო, რომ პოსტს ფარული პოლიტიკური გზავნილი ჰქონდა). ბევრი მიიჩნევს, რომ ირინა მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტს და მის პოლიტიკას, რადგან საჯაროდ არ გამოხატავს თავის პოლიტიკურ პოზიციას.
„ირუს, რატომ არა გლორია ჯინსი?“, „VS-ის შოუზე „რუსული სალათი“ მიირთვეს?“, „სირცხვილი შენ, Victoria Secret!“, „ანგელოზი თუ პუტინის მხარდამჭერი?“, „Victoria's Secret სრული ჩავარდნაა. ეს ქალი რატომ გამოგყავთ? ის ხუმრობდა რუსეთ-უკრაინის ომის მხარდასაჭერად. თქვენ კი გადაწყვიტეთ, რომ ის თქვენი ბრენდის საუკეთესო სახე იქნებოდა?“, „რამდენ ხანს გაჩუმდებით?“ - წერენ ისინი ონლაინ.
ჩელიაბინსკის რეგიონში დაბადებული ირინა შეიკი მრავალი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, მაგრამ რუსეთისადმი სიყვარულს არ მალავს. ხშირად აქვეყნებს ფოტოებს რუსეთიდან ჩამოტანილი ტკბილეულით, დადის რუსულ აბანოში და მასპინძლობს რუსული სამზარეულოს წვეულებებს. ცოტა ხნის წინ სან-რემოს კინოფესტივალის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს“, ხოლო 2024 წელს თქვა, რომ „ერთი წამითაც ვერ წარმომიდგენია რუსეთში დაბრუნება“.

შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი ჰოლივუდის მსახიობ ბრედლი კუპერს ხვდებოდა, რომელთანაც 2017 წელს ქალიშვილი ლია შეეძინა. წყვილი 2019 წელს დაშორდა. მანამდე შეიკი ხუთი წლის განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუს ხვდებოდა.