საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეხბურთელს ოჯახის წევრები და ახლობლები ემოციური წერილებით ემშვიდობებიან. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ისინი ნემსაძეს სიყვარულით იხსენებენ და მის გარდაცვალებას მძიმე დანაკარგად აფასებენ.გიორგი ნემსაძის მეუღლის, რუსუდან ჩირგაძის ინფორმაციით, პანაშვიდები ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება, დაკრძალვა კი შაბათს შედგება.
"ჯერ ძალიან ადრე იყო გია შენი წასვლა! მადლობა, რომ შვილად მიმიღე, მადლობა ყველა სიკეთისთვის, მადლობა მხარში დგომისთვის, მადლობა მზრუნველობისთვის, მადლობა ყოველი წუთისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. მიყვარხარ, მუდამ მეამაყები, ძალიან მენატრები და ძალიან მენანები…გემშვიდობები“, - წერს გიორგი ნემსაძის რძალი, მისი შვილის მეუღლე მზიკა მხეიძე.