ბავშვის აღზრდა და მოვლა ორივე მშობლის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, თუმცა პრაქტიკაში ამ თემის ირგვლივ მრავლად ჩნდება შეკითხვები. რა არის ზოგადად ალიმენტი და რა შემთხვევაში ხდება მისი გამოყენება საჭირო, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მშობელი ალიმენტს არ იხდის - თემაზე გადაცემაში "დილის LIVE" იურისტი ნინო ანდრიაშვილი საუბრობს:
- მარტივად რომ ავხსნათ, ალიმენტი არის თანხა, რომელსაც იხდის ის მშობელი, რომელიც არ ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად. მისი გადახდის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც მეუღლეები ან პარტნიორები შორდებიან ერთმანეთს და ბავშვი ერთ-ერთ მშობელთან რჩება.
- რა თქმა უნდა, ბევრმა არ იცის ამის შესახებ და ხშირად ალიმენტის საკითხს არ აყენებენ, რადგან უცნობია ერთი დეტალი: თუ პარტნიორები დაშორდნენ, განქორწინების ოფიციალურად რეგისტრაციის შეწყვეტა სავალდებულო არ არის იმისათვის, რომ სასამართლოს ალიმენტის მოთხოვნით მიმართონ. ეს მცდარი მიდგომაა. თუ დაშორება მოხდა და მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მშობელს, რომელთანაც ბავშვები არიან, სასამართლოსთვის ალიმენტის მოთხოვნით მიმართვის სრული უფლება აქვს.
- სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა არ ადგენს კონკრეტულ თანხას ან მაქსიმალურ ზღვარს. თუმცა, არსებობს საარსებო მინიმუმი, რომელიც მამას იმ შემთხვევაშიც ეკისრება, თუ მას ოფიციალური შემოსავალი არ უფიქსირდება. ამისათვის მშობელმა, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ, სასამართლოს უნდა მიმართოს იმ რაიონში, სადაც ბავშვებთან ერთად ფაქტობრივად იმყოფება. მაგალითად, თუ მეუღლესთან ერთად გორში ცხოვრობდა, ხოლო დაშორების შემდეგ თბილისში გადმოვიდა, ბუნებრივია, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო წესით და ალიმენტის დაკისრების საკითხი დააყენოს.
- როგორც აღვნიშნე, კონკრეტული კანონიერი ზღვარი დადგენილი არ არის. მიუხედავად ამისა, არსებობს პრაქტიკა: თუ მამა არ არის დასაქმებული და შემოსავალი არ აქვს, მას მაინც ეკისრება საარსებო მინიმუმი, რადგან ის ვალდებულია, ფინანსურად უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილის რჩენა და კეთილდღეობა. ხოლო თუ მამა დასაქმებულია და შემოსავლების სამსახურით ოფიციალური შემოსავალი უდასტურდება, მას გაცილებით მეტი თანხა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ბავშვის რეალურ ყოველთვიურ საჭიროებებსა და ხარჯებს სასამართლოში დაასაბუთებს.
- სწორედ ამიტომ არ ვამბობ კონკრეტულად „დედას". მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მშობელთან დადის ბავშვი შაბათ-კვირას; ალიმენტი ეკისრება იმას, ვინც ბავშვთან ერთად მუდმივად არ ცხოვრობს. რადგან ბავშვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ერთ-ერთი მშობლის სახლია განსაზღვრული, მეორე მშობელს რჩენის ვალდებულება მუდმივად უნარჩუნდება.
- ამ შემთხვევაშიც ალიმენტი ეკისრება იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი ოფიციალურად არ ცხოვრობს. თუმცა, მსგავსი გრაფიკის არსებობისას სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად ზრუნავს მეორე მშობელი ბავშვზე ყოველდღიურად, აფინანსებს თუ არა მის განათლებასა და კვებას, და ამის მიხედვით განსაზღვრავს თანხის ოდენობას.
- საქართველოში ძალიან ხშირია პრაქტიკა, როდესაც ალიმენტის სარჩელში ბავშვის რეალური საჭიროებები დასაბუთებული არ არის. მაგალითად, თუ ბავშვი დადის წრეებზე, ცურვაზე, ცეკვაზე, ინგლისურზე, ესაჭიროება ჯანმრთელობის მოვლა, ან სწავლობს კერძო ბაღში ან სკოლაში, ამ ყველაფრის წარდგენა მტკიცებულებებით აუცილებელია. ხშირად მშობელი უბრალოდ მიუთითებს, რომ ბავშვს ხარჯები აქვს და ამით მთავრდება, მაგრამ სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რა არის რეალურად დასაბუთებული. თანხა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს.
- კი ბატონო. თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ შეიცვალა ბავშვის საჭიროებები ან მშობლის ფინანსური მდგომარეობა, შესაძლებელია სასამართლოსთვის მიმართვა. მაგალითად, თუ ალიმენტის გადამხდელი ოფიციალურად დასაქმდა, მეორე მშობელს უფლება აქვს, ალიმენტის გაზრდა მოითხოვოს. თუმცა, თუ არსებული თანხა სრულად ფარავს ბავშვის საჭიროებებს, თანხა ავტომატურად არ გაიზრდება. მთავარია, რომ ხარჯები რეალურად იყოს დასაბუთებული.
- თუ მშობელს მანამდე არ მიუმართავს სასამართლოსთვის, მაგრამ არსებობს მტკიცებულებები (მაგალითად, წერილობითი შეტყობინებები ან აუდიოჩანაწერები), რომლითაც დასტურდება, რომ მეორე მშობელს ალიმენტი მოსთხოვა და მან უარი თქვა, შესაძლებელია გასული სამი წლის პერიოდის ალიმენტის მოთხოვნა. ხოლო თუ ამის შესახებ არასდროს მიუმართავს და სამი წელი ისე გავიდა, ალიმენტი მხოლოდ იმ დღიდან დაითვლება, რა დღიდანაც სასამართლოში სარჩელი შევა.
- როგორც წესი, ალიმენტი სრულწლოვანებამდე - 18 წლამდეა. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ბავშვი არის შრომისუუნარო ან აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. ამ შემთხვევაში მშობელი ვალდებულია, ალიმენტის გადახდა გააგრძელოს.
- ალიმენტის გადამხდელები ხშირად ცდილობენ, სასამართლოს წარუდგინონ ცნობები სხვა ვალდებულებების შესახებ - მაგალითად, რომ ჰყავთ ახალი ოჯახი, სხვა მცირეწლოვანი შვილები ან ხანდაზმული მშობლები. ასეთ დროს სასამართლომ შესაძლოა, შეამციროს ალიმენტის ოდენობა. თუმცა, ეს არ უნდა ლახავდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რადგან კანონმდებლობა პირველ ადგილზე სწორედ ბავშვის კეთილდღეობას აყენებს.
- თუ სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ბიუროს წარმოება უშედეგო აღმოჩნდება და ოფიციალური შემოსავლები არ იძებნება, კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ასეთ დროს მშობელს უფლება აქვს, სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს. გარდა ამისა, სააღსრულებო ბიუროს აქვს უფლება, ყადაღა დაადოს მოვალის ქონებას და მისი რეალიზაციით დაფაროს დაგროვილი ალიმენტი.
- რეგისტრირებული ქორწინება სავალდებულო არ არის. მთავარია, რომ ბავშვის დაბადების მოწმობაში მამა ოფიციალურად იყოს მითითებული და ეს გრაფიკა ცარიელი არ იყოს.