ცნობილი რუსი მოდელი შეყვარებულის მკვლელობისთვის დააპატიმრეს... - მისი ახლობლები ამტკიცებენ, რომ გოგონა მართალია - მშობლები

ცნობილი რუსი მოდელი შეყვარებულის მკვლელობისთვის დააპატიმრეს... - მისი ახლობლები ამტკიცებენ, რომ გოგონა მართალია

2026-10-23 11:51:55+04:00

ტრაგედია 21 წლის მოდელის, იულია პრიხოდკოს მოსკოვში მდებარე ბინაში მოხდა. ის სახლში იმყოფებოდა, როდესაც მისი ყოფილი შეყვარებული, 22 წლის ვადიმი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში, ალკოჰოლის ბოთლით ხელში, მივიდა მასთან, რათა შერიგებოდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ პრიხოდკოს აზარტული თამაშების გამო დაშორდა. ახალგაზრდა მამაკაცი კართან ელოდა და პრიხოდკოს სთხოვდა, შეეშვა, რაც მან მალევე გააკეთა. მათი შეხვედრის ფოტო, რომელიც სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის Telegram არხზე გამოქვეყნდა.

original-2-1792742819.webp

გამომძიებლების თქმით, მოდელმა ბინაში შესული ახალგაზრდა მამაკაცი დანით სასიკვდილოდ დაჭრა.

Mash-ის ცნობით, საცხოვრებელი კომპლექსის დაცვის თანამშრომელმა ახალგაზრდებს შორის ხმამაღალი კამათის ხმები გაიგონა და ბინაში მივიდა. სასწრაფო დახმარების მანქანა რამდენიმე წუთში გამოჩნდა და ვადიმი ერთი საათის შემდეგ გარდაიცვალა.

original-6-1792743229.webp

StarHit-ის ცნობით, მოდელის ნათესავები აცხადებენ, რომ ის „წელს რამდენჯერმე დაშორდა“ შეყვარებულს. კონფლიქტები, სავარაუდოდ, ვადიმის აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებამ და ვალებმა გამოიწვია. მათ აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ერთხელ იულიას სეიფიდან 500 000 რუბლი მოიპარა და აზარტულ თამაშებში დახარჯა. ამის შემდეგ წყვილი რამდენჯერმე დაშორდა და შეურიგდა ერთმანეთს. ახლობლები ამტკიცებენ, რომ გოგონა არ არის დამნაშავე, ის თავს იცავდა ან იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო, რადგან ბიჭი მას თავს არ ანებებდა...

7-ahh1ow1-1792743316.webp

იულია 2005 წლის 18 მარტს დაიბადა გუბკინსკში. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა, სადაცგლამურულ ცხოვრებას ეწეოდა. ფოტომოდელობის გარდა, გავრცელებული ვერსიების თანახმად, შესაძლოა, ესკორტ-მოდელად და ვებკამერის მოდელადაც მუშაობდა და ამით საკმაო ფულს შოულობდა. ხშირად აზიარებდა უზარმაზარი თაიგულების და ძვირადღირებული რესტორნების ფოტოებს. ის ძვირად ღირებული უცხოური მანქანებით, იახტებით და კურორტებზე დაჰყავდათ.

461x600-1-cafefc0b938cf838551aa9eb3f611a6f593x771-0xvl92wkd6-7699857948449652956-1792743316.png.webp

original-5-1792743316.webporiginal-4-1792743316.webp

2023 წლის სექტემბერში გამოჩნდა Subbota! ტელეარხის შოუს „შოპინგის ქალღმერთის“ მესამე სეზონში. თავი წარმოაჩინა, როგორც „ფეხბურთელის ცოლი“, რასაც დასცინოდნენ შოუს ექსპერტები მარია მინოგაროვა და რომან კაგრამანოვი. იქ ყვებოდა, რომ ფეხბურთელის ცოლი იყო, რის გამოც ბევრმა დასცინა - ისე ამბობს, თითქოს ბექჰემის ცოლი იყოსო. თუმცა რეალურად,არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დადასტურება იმისა, რომ პრიხოდკო ოდესმე რეალურად დაქორწინებული იყო ფეხბურთელზე.

original-3-1792743316.webp

ფეხბურთელი ქმარი იყო თუ შეყვარებული, უცნობია. თუმცა ფაქტია, ბოლო პერიოდში ვადიმ შიტოვს ხვდებოდა. სოციალური მედიის ცნობით, ისინი ორივე ერთი ქალაქიდან იყვნენ და მშობლიურ ქალაქშივე დაიწყეს შეხვედრები. მოგვიანებით, როცა გოგონა დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, გარკვეული დროის შემდეგ ვადიმი მას გაჰყვა.

ვადიმი ნავთობკომპანიაში მუშაობდა, მაგრამ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების გამო სამსახური დაკარგა. მეგობრების თქმით, ხშირად სესხულობდა ფულს ნაცნობებისგან და ხარჯავდა მას ტოტალიზატორში. წყაროების ცნობით, ახალგაზრდებს არასტაბილური ურთიერთობა ჰქონდათ. ყოველ კვირა კამათობდნენ და რიგდებოდნენ. მათი საბოლოო დაშორება ტრაგედიამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოხდა...

სილიკონი რომ გათავდა, სახეში ზეთის შეყვანა დაიწყო - მოდელი, რომელსაც სილამაზისკენ სწრაფვამ სახე დაუმახინჯა და წარმატებული ქალი ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა
მილიონერი მოდელის და 4 შვილის დედის წამებით მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო... - ის ყოფილის ქმრის ოჯახმა მოკლა, რომელთაც თავად არჩენდა
თუ ჩემი არ იქნები, ვერც სხვას შეხვდები... - ცნობილი მოდელის შეცვლილი ცხოვრება, ერთი უარის გამო