მეგან მარკლის მამა, თომას მარკლმა საჯარო კომენტარი გააკეთა მძიმე ბრალდებაზე, რომელიც შვილმა წაუყენა - თომას მარკლ უფროსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მას ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვაში ადანაშაულებენ.
„შოკირებული, გულნატკენი და უზომოდ განაწყენებული ვარ, რომ ჩემი შვილი ამ ბრალდებებს მიყენებს. მე ვერასდროს გავაკეთებდი იმას, რაშიც მადანაშაულებენ. ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაშიც შეიძლება ვინმემ დამადანაშაულოს. ეს სრული სისულელე და ტყუილია. ეს ამაზრზენია. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ცდილობს ტომი ამ ტყუილებით ჩემს განადგურებას“, - განაცხადა 82 წლის თომას უფროსმა Daily Mail-თან ინტერვიუში.
ასევე გამოეხმაურა მის ოჯახთან დაკავშირებულ სკანდალს მეგან მარკლი. ბრალდებების გამოქვეყნების შემდეგ პირველ პირად კომენტარში მარკლმა პირდაპირ განაცხადა, რომ იცოდა, რომ მამამისის „შემაშფოთებელი და საშიშია“ და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ მისი და პრინც ჰარის ორი შვილი მისგან იზოლირებულიყო.
„2018 წელს წერილი გაიგზავნა მეტროპოლიტენის პოლიციის სამსახურსა და ტახტის დაცვის სააგენტოში. ეს წერილი შემდგომში მე გადმომცეს. ის შეიცავდა მამაჩემის წინააღმდეგ შემაშფოთებელ და საგანგაშო ბრალდებებს და დამარწმუნეს, რომ ძიება მიმდინარეობდა“, - განაცხადა მეგანმა თავის განცხადებაში (ციტირებულია The Telegraph-ის მიერ).
სასექსის ჰერცოგინიამ მამასთან კონტაქტის შეწყვეტა ოჯახის დაცვის სურვილს დაუკავშირა. „ვიმედოვნებ, ახლა ნათელი გახდა, წლების განმავლობაში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული დამახინჯებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, რომ ჩემსა და მამაჩემს შორის ნებისმიერი დისტანცია და ჩემი გადაწყვეტილება, არ მიმეცა მისთვის ჩვენს შვილებთან კონტაქტის საშუელება, მხოლოდ ერთი მიზეზით იყო განპირობებული: მათი დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.
მარკლმა ასევე განაცხადა, რომ „შოკირებულია ბოლო 24 საათის განმავლობაში გავრცელებული ამბებით“ და დასძინა, რომ მისი ფიქრები „იმ ბავშვებთანაა, რომლებსაც შესაძლოა ზიანი მიადგათ“. მან აღნიშნა, რომ 2018 წელს ის ოფიციალურ ხელისუფლებას ეყრდნობოდა და „სჯეროდა“, რომ ისინი სხვა ოჯახებისთვისაც იგივეს გააკეთებდნენ, რაც მან თავისი ოჯახისთვის გააკეთა.
დასკვნის სახით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა გამოვლენილი მოვლენების მასშტაბი „უფრო საზარელი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა“, მისი უდიდესი იმედი სამართლიანობის გამარჯვებაა და „უდანაშაულო ბავშვების უსაფრთხოება და დაცვა“ ყველას აბსოლუტურ პრიორიტეტად უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ 82 წლის თომას მარკლ უფროსის წინააღმდეგ გამოძიება ადრე გამოცხადდა. საქმის მასალების თანახმად, გამოძიება დაიწყო მისი შვილის, თომას მარკლ უმცროსის საჩივრის შემდეგ. როგორც ამბობენ, მან აღმოაჩინა ყუთები, რომლებიც შეიცავდა არასრულწლოვნების სექსუალურად გამოკვეთილი სურათების „წარმოუდგენელ რაოდენობას“ მათ საერთო სახლში, ფილიპინების ქალაქ სებუში, სადაც ისინი 2025 წლის იანვარში გადავიდნენ საცხოვრებლად. აკრძალული მასალები იპოვეს კომპიუტერის მყარ დისკებზეც.როგორც ამბობენ, მყარ დისკზე აღმოჩენილ ფაილებში 10 ან 11 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები, ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვები არიან ასახული, ზოგი 1-დან 3 წლამდე ასაკისაც კი. ისინი გამოსახულნი იყვნენ შიშვლები ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. მეგანის ძმამ ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთ სურათზე გამოსახული იყო ლეპტოპი, რომლის ფონზეც მან ამოიცნო ოთახი მამამისის ძველ სახლში, მექსიკაში.
თომასმა თავისი აღმოჩენის შესახებ FBI-ის ცხელ ხაზს 10 ივლისს აცნობა. FBI ემზადება საკუთარი გამოძიების დასაწყებად შეერთებულ შტატებში, სადაც მარკლ-უფროსი მაისში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა სისხლის შედედების გამო.

ამასობაში, მარკლის უფროსი ქალიშვილი, სამანტა მარკლი, რომელიც ამჟამად მამასთან ცხოვრობს და მას უვლის, უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას და თავის ძმას ამბის შეთხზვაში ადანაშაულებს. ინტერვიუში მან თქვა: „ამ ამაზრზენ ბრალდებებში სიმართლის ნატამალიც არ არის; ჩემმა ძმამ მოიგონა ისინი. მას ჩვენი მამის განადგურება სურს. სირცხვილი მას“.