კაცი, რომლის გამოც ცნობილმა მოდელებმა იჩხუბეს - მის გამო ირინა შეიკი, ჯოან სმოლსი და კენდის სვეინპოლი სამუდამოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს - მშობლები

კაცი, რომლის გამოც ცნობილმა მოდელებმა იჩხუბეს - მის გამო ირინა შეიკი, ჯოან სმოლსი და კენდის სვეინპოლი სამუდამოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს

2026-10-25 12:16:53+04:00

თითქოს ყველაზე ლამაზები, წარმატებულები და მდიდრები არიან, მაგრამ მაინც ერთი კაცის გამო იჩხუბეს და სამუდამოდ დაშორდნენ...

უკვე თვეებია, ინტერნეტში ირინა შეიკის და ჯოან სმოლსის შესახებ აჟიოტაჟია, რომლებიც 15-წლიანი მეგობრობის შემდეგ კენდის სვეინპოლს დაშორდნენ. თემა კვლავ წამოიჭრა Victoria's Secret-ის შოუს შემდეგ, რომელშიც სამივე მონაწილეობდა. წლების წინ ისინი კულისებიდან ერთად აქვეყნებდნენ ფოტოებს, მაგრამ ამჯერად არა...კიდევ ერთი დასტურია სოციალურ ქსელებში გამოწერის გაუქმება. როგორც ვიცით, ეს დღეს ბევრ რამეზე მეტყველებს...

864x1080-0xzg3a1ztp-0482387590521073084-1792917702.jpg
ჯოან სმოლსი, კენდის სვეინპოლი და ირინა შეიკი

1488x1860-0xm638enc6-2433606767597759073-1792917702.jpg

რა მოხდა? რატომ გამოჩნდა სიტყვა „ღალატი“ ქალების იშვიათ კომენტარებში? ვინ ვის უღალატა? - ახლა პირველი დეტალები იკვეთება. ამ ამბავში მამაკაცი ფიგურირებს. მისი სახელია ტომ ბრედი - ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა და კიდევ ერთი ცნობილი მოდელის - ჟიზელ ბუნდჰენის ყოფილი ქმარი...

images-2-1792917778.jfif

63b1a809f1f2b4d3552ed17304e1ac23-cropped-510x640-1792917777.webp

წყვილი 2009 წლის თებერვალში დაქორწინდნენ. ორი შვილი შეეძინათ და ათ წელზე მეტხნიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ - მიზეზი ბრედის კარიერა იყო, რომელიც, ჟიზელის თქმით, მან ოჯახზე წინ დააყენა. არადა, ჟიზელმა ფაქტობრივად მოდელობაზეც უარი თქვა ამ ქორწინების გამო.

741x744-0xac120003-9930113411560285595-1792917777.jpg

Deuxmoi-ს ცნობით, ჯოან სმოლსი ტომს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა. ეს მოხდა ჟიზელთან განქორწინების შემდეგ მალევე. კენდის სვეინპოლი, რომელიც მეგობრის - ჟიზელ ბიუნდჰენის გამო ღელავდა, ჯოან სმოლსის ქმედებებს ღალატად მიიჩნევდა...

images-1792918001.jfif
ჯოან სმოლსი

როგორც ამბობენ, გარკვეული დროის შემდეგ, კენდისს თავად შეუყვარდა ტომი და სწორედ ამის შემდეგ დაწერა ჯოანმა სოციალურ ქსელში ღალატის შესახებ კომენტარი, რომელიც მალევე წაიშალა: „ზოგიერთ ადამიანში „გოგონების კოდი“ არ არსებობს.“ წარმოუდგენელია, როგორი უპატივცემულობითა და ზიზღით გექცევიან. უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ზოგიერთ ადამიანს თავმდაბლობა და მორალური პრინციპები აკლია. ის, თუ როგორ გაიძულებენ საკუთარ გრძნობებში ეჭვი შეიტანო, მოგატყუონ და გააბათილო ისინი, 15-წლიანი მეგობრობის შემდეგ ყველაზე მტკივნეული დარტყმაა ზურგში. არც სიტყვიერი და არც წერილობითი „ბოდიში“.

original-1792918040.webp
კენდის სვეინპოლი

რა შუაშია ამასთან ირინა შეიკი?

ცნობილია, რომ ირინასაც ჰქონდა გრძნობები ბრედის მიმართ. ძნელი სათქმელია, რამდენად სერიოზული იყო მათი ურთიერთობა, მაგრამ წყვილი რამდენჯერმე ერთად შენიშნეს და პაპარაცებმა ირინა ტომის ბინის მახლობლადაც დააფიქსირეს.

images-1-1792918150.jfif

ძნელი სათქმელია, მართალია თუ არა ეს ყველაფერი, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს... შესაძლოა, ერთ დღეს ამ სასიყვარულო ოთხკუთხედის ერთ-ერთი მონაწილე ალაპარაკდეს.

tom-brady-1-16x9-1-1792917778.webp

„სირცხვილი შენ, Victoria Secret! ეს ქალი რატომ გამოგყავთ! - Victoria's Secret-ის შოუში მონაწილეობის შემდეგ ირინა შეიკს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს
ნამდვილი შეურაცხყოფაა იმ მოდელებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ - კაილი ჯენერმა Victoria’s Secret-ის შოუზე 50-მილიონდოლარიანი ბიუსტჰალტერი მოირგო, რასაც კრიტიკა მოჰყვა