ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე 54 წლის გახდა. დღეობას ოჯახის უახლოეს წევრებთან ერთად შეხვდა - ქალიშვილთან და დედასთან. ვიდეო, რომელზეც ოჯახური კადრებია ასახული, ნანიკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
- ტორტს უარვყოფ ყოველ წელს და უკან ვატან დედაჩემს... და წელს დამხვდა ლიმონი და ლიმონზე სანთელი. ასეთი დაბადების დღის დილა მაქვს... ესეც 54... ჟეკო ლილუ მე...
როგორც ცნობილია, დღესდღეობით ნანიკო ხაზარაძე ოფიციალურად არც ერთ ტელევიზიაში არ მუშაობს. "იმედიდან" მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ წამოვიდა. ცნობილ ტელეწამყვანს ერთი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. შვილზე, რომელიც უნდა დაბადებულიყო, თუმცა ექიმის დაუდევრობას შეეწირა, არაერთხელ ისაუბრა საჯაროდ:
„მთელი ცხოვრება მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. სულ წარმოვიდგენდი, როგორ დავალაგებდი სახლს, შემდეგ შემოვარდებოდა ოთხი ბავშვი და გადაუვლიდა ყველაფერს. ასე წარმომედგინა ჩემი ცხოვრება. დავორსულდი მეორედ. ამ ამბით ძალიან გახარებულმა სამსახურში წასვლის წინ ექოსკოპიაზე შევირბინე. მივედი ძალიან ცნობილ ინსტიტუტში, ძალიან ცნობილ ექიმთან... დამადო აპარატი და ცოტა ხანში ატყდა ქაოსი, სასწრაფო საოპერაციო ხარ, თორემ მოკვდებიო. აქედან რომ ადგე, სანამ მანქანამდე მიხვალ სისხლისგან დაიცლები და მოკვდებიო... გამიკეთეს ოპერაცია, ნარკოზის შემდეგ ეს ექიმი მეუბნება, რაც არ უნდა გაგიკვირდეს, შენ არაფერი გჭირსო. ორმოცი წუთი გათვალიერეთ და ვერ ვიპოვეთ ნაყოფიო... ანუ სულ ტყუილად გამიკეტეს ორსულ ქალს ოპერაცია. ის ადამიანი დღესაც ძალიან ცნობილი ექიმია. მე მას ამდენი წელია შევუნახე ნამუსი, არ ვასახელებ. იმედი მაქვს ძალიან წუხდება იმის გამო, რაც გამიკეთა. დღეს აღარ მყავს ის პარტნიორი, ვისგანაც შვილს ველოდებოდი, გაფუჭდა ჩვენი ურთიერთობა, მე ცალკე დავიძაბე, შვილიც ვერ გავაჩინე... ამის შემდეგ კიდევ დავორსულდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ისე ვიყავი დასტრესილი, ნაყოფმა შეწყვიტა განვითარება. უკვე დიდი ორსული ვიყავი, როცა აღმოაჩინეს, რომ ბავშვი მკვდარი იყო. ამის მერე შვილი ვეღარ გავაჩინე“ - ყვება ნანიკო ხაზარაძე.