"თითქმის 50 კილოგრამამდე მოვიმატე ორსულობის დროს... მერე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ისევ ვიმატებდი... სარკეში იყურები და ხვდები, რომ ეს ის სხეული არ არის... ძალიან რთულია..." - მარიამ სანოგო - მშობლები

"თითქმის 50 კილოგრამამდე მოვიმატე ორსულობის დროს... მერე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ისევ ვიმატებდი... სარკეში იყურები და ხვდები, რომ ეს ის სხეული არ არის... ძალიან რთულია..." - მარიამ სანოგო

2026-10-30 23:41:21+04:00

მშობლების პოდკასტში სტუმრობისას მოდელმა და ტელეწამყვანმა მარიამ სანოგომ ისაუბრა ორსულობაზე, ფიზიოლოგიურად მშობიარობის გადაწყვეტილებაზე, დედობაზე, რომლისთვისაც მთელი ორსულობა ემზადებოდა და კითხულობდა უამრავ ლიტერატურას. ასევე მშობიარობის შემდეგ განწყობებზე, ჰიპერაქტიური ზუკას აღზრდის მეთოდებზე და ა.შ. განსაკუთრებით საინტერესო იყო გამოცდილება, თუ როგორ მოიმატა ორსულობის დროს თითქმის 50 კილოგრამი.

- პირველი რამდენიმე თვე მქონდა ტოქსიკოზი, დაახლოებით პირველი სამი თვე. ოღონდ ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ უბრალოდ ვერ ვჭამდი, ვერ ვიღებდი საკვებს, მეშინოდა, ცუდად არ გავმხდარიყავი. მუდმივი შეგრძნება მქონდა, რომ გავხდებოდი ცუდად. ამიტომ პირველი ორი-სამი თვე ფაქტობრივად ვაშლით გავატარე. მწვანე ვაშლი მომწონდა მაშინ ძალიან, თონის პური და ძალიან მცირე რაოდენობით საკვები... თუმცა სამი თვის შემდეგ ტოქსიკოზი დასრულდა და დავიწყე კვება. მართალია, ყველაფერს ჯანსაღს ვჭამდი, მაგრამ გაძლიერებულად... ხილი, ბოსტნეული, დაბალანსებული კვება, არ ვიცი... ხაჭო — აი, ყველაფერს ვიღებდი, რაც აუცილებელი იყო ორსულისთვის. თუმცა ვიღებდი ძალიან დიდი რაოდენობით. მოვიმატე თითქმის 50 კილომდე, უზარმაზარი ვიყავი... აღმოჩნდა, რომ არაჩვეულებრივი მადა მქონდა და ორსულობა, კარგად თუ მახსენდება, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი პერიოდი იყო, გემრიელი იყო იმ დროს განსაკუთრებულად საკვები.

იცი, რა არის? ძალიან უცნაური პერიოდია ორსულობა. ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავს გვერდიდან ვერ აღვიქვამთ ისე, როგორც რეალურად ვართ. მე საერთოდ ვერ აღვიქვამდი ჩემს თავს. ვერ ვგრძნობდი ამ წონის მატებას, გარდა იმისა, რომ როდესაც კიბეზე ავდიოდი, ზოგჯერ უკვე მეხუთე სართულზე მუხლები მტკიოდა.თუმცა იმდენად აქტიური ვიყავი, არც წონა მაბრკოლებდა, არც მაწუხებდა და არც მამძიმებდა. თავს კარგად ვგრძნობდი, ენერგიულად.

...ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მეშინოდა. ცხოვრებაში, თუ რამე იყო, რისიც მეშინოდა, ეს მშობიარობა იყო. თუმცა ორსულობის დროს ბევრ სხვადასხვა ინფორმაციას გავეცანი და საბოლოოდ ეს არჩევანი გავაკეთე.

მშობიარობის მერე მალევე არ დამიკლია. საკმაოდ დიდხანს, როცა გავაჩინე ბავშვი, კიდევ ვიმატებდი, იმიტომ, რომ ბუნებრივ კვებაზე მყავდა დაახლოებით შვიდი თვე. მინდოდა მეტიც, თუმცა უბრალოდ აღარ მქონდა რძე და ვეღარ ვკვებე ბუნებრივად.მთელი ეს პერიოდი, როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა, კვლავ ვიმატებდი, იმიტომ რომ გარკვეული კვების გრაფიკი მქონდა. კონკრეტულ საკვებს ვიღებდი, რომ რძე მქონოდა. და იცი, როგორი პროცესიც არის — ნამდვილად არ არის მარტივი პროცესი.

...როცა უკვე სარკეში ჩავიხედე და მივხვდი, რომ, მარიამ, ეს ის სხეული არ არის, რასაც მიჩვეული ხარ... 23 წელი ყოველთვის რაღაცნაირად ძალიან ნავარჯიშები, გამხდარი და კარგ ფორმაში ვიყავი. სულ ასე ვიყავი და უცებ სარკეში იყურები და ხვდები, რომ არც ერთი კუნთი და არც ერთი წერტილი იმ ადგილას აღარ არის, სადაც ადრე იყო. რთულია ემოციურად, ძალიან რთულია. ამას როცა ემატება პოსტსამშობიარო დეპრესია, კიდევ უფრო მეტად რთული ხდება...

რამდენიმე თვეში მომიწია ეკრანზე დაბრუნება. ეს იყო უდიდესი რაღაცის გადალახვა ჩემს თავში, რომ აღმექვა ჩემი ახალი რეალობა. ეკრანზე ყოველთვის ვიცოდი, როგორ ჩამეცვა, როგორ შემეფუთა ჩემი თავი. ეს ჩემი პროფესიის ნაწილია — რაღაცები უფრო ლამაზად შევფუთოთ და უკეთესად წარმოვაჩინოთ, ვიდრე სინამდვილეში არის. და კი, ამას ძალიან კარგად ვფუთავდი...

რთულია ამ ახალი რეალობის მიღება. შენ გაქვს გარკვეული მოცემულობა და ძალიან რთულია ამ დროს ნებისყოფის მოკრება, მით უმეტეს, თუ ბავშვი პრობლემურია და არ იძინებს. პრობლემური რა — ბავშვია უბრალოდ, რომელსაც შეიძლება ღამე არ ეძინოს და ეს ნორმალურია. თუმცა ამას დრო სჭირდება. საკუთარ თავს უნდა მისცე დრო...

გარკვეული პერიოდი მეც მივეცი ჩემს თავს რამდენიმე თვე. ვთქვი, რომ ნუ რა ვქნათ, ვიმატებ, ჯერ ვერ ვვარჯიშობ, იმიტომ რომ არც ფიზიკურად და არც ემოციურად არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ ახლა დავიწყო იმაზე ფიქრი, რამდენი კილო უნდა დავიკლო, როცა პატარა ბავშვი მყავს სახლში... მგონია, რომ ყველამ უნდა მივცეთ საკუთარ თავს საშუალება, გვქონდეს დრო და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ნელ-ნელა დავიწყოთ.

ეს არ ხდება ერთ დღეში, ორ დღეში. რამდენიმე წელი დამჭირდა იმისთვის, რომ იმ ფორმაში მოვსულიყავი, რომელიც მინდოდა.

772433257-18612956548047256-8973064452403055786-n-1793392253.jpg

772604252-18612956584047256-7055963069460826912-n-1793392254.jpg

still-glowing-after-this-specia-1793392303.jpg

დღემდე ბევრად მეტი ვარჯიში მჭირდება, ვიდრე მაშინ, როცა, მაგალითად, 19 წლის ვიყავი.თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისყოფის გამომუშავება გვიწევს და დედობასთან ერთად გარკვეულ საკითხებში მეტი ძალისხმევაც გვჭირდება. მაგრამ ეს შეუძლებელი არ არის და არ უნდა აღვიქვათ კატასტროფად.ეს ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი პროცესია. ასაკთან ერთად სხეული იცვლება, მით უმეტეს, როცა შენმა სხეულმა ახალი სიცოცხლე შექმნა. რა წონაზე ვსაუბრობთ? თვითონ მშობიარობის პროცესი, რომლის დროსაც მართლა სიკვდილთან ძალიან ახლოს გადიხარ, და ამის შემდეგ უცებ რაღაც წონაზე წუწუნი... კი მესმის და ყველაზე კარგად მე მესმის, თუმცა იცი რა? მოდი, საკუთარ თავთან რეალისტები ვიყოთ.უნდა მივცეთ საკუთარ თავს დრო და საშუალება. გარემომაც უნდა მოგვცეს ამის საშუალება, რომ არ არსებობდეს მოლოდინი, თითქოს ბავშვს რომ გავაჩენთ, ერთ თვეში ისევ ისეთ ფორმაში და ისეთივე მიმზიდველები ვიქნებით, როგორიც ერთი წლის წინ ვიყავით.

  • მარიამ სანოგოს და მის მეუღლეს გიორგი ლაშქარაძეს ერთი ვაჟი ჰყავთ - ზუკა, რომელიც უკვე სკოლის მოსწავლეა და პატარაობიდან პოპულარულია მარიამის გამომწერებს შორის.

2023-06-02-23-41-18-491690-1793392302.jpgmariam66-1793392303.jpg

მარიამი ნახევრად აფრიკელია. მამამისი ლამინ სანოგოა, დედა - თინა დავითაშვილი. "მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი წარმოშობით აფრიკელია, კონკრეტულად კი ბურკინაფასოდან, მე ქართველი ვარ, რადგან 17 წელია, აქ ვცხოვრობ. დედამ და მამამ ერთმანეთი საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს, მეც იქ დავიბადე, მაგრამ წლი-ნახევრის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედით. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. დედა პატარაობაშივე მიყვებოდა მის შესახებ, სად გაიცნო, როგორ დაიწყეს ურთიერთობა და ა.შ. მამა დედას ურეკავდა, ინტერესდებოდა ჩემი სწავლით, საქმიანობით, მოკლედ, ინფორმაციას ჩემ შესახებ დედასგან იღებდა. მე კი ფრანგული კარგად არ ვიცოდი და ვერ ვესაუბრებოდი", - იხსენებდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

mariam-1793392302.jpg
მარიამი დედასთან, დედამთილთან და მეუღლესთან ერთად

ლიზი ქონიაძე მეორე შვილს ელოდება - როგორ ამცნო მეგობრებს სიახლე? ემოციური ვიდეო
ისიც არ მახსოვს, რატომ დავშორდი... ნატალია სამი წლისაც არ იყო... ოჯახთან არ მქონია უსიამოვნება, კონკრეტულად - გიორგისთან... დღეს ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, გიორგისთანაც - კრისტი ყიფშიძე
ოჯახს თუ ქმნი, ის უნდა იყოს მყარი და აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყო შენს არჩევანში... მჯერა, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი - ნინო გაჩეჩილაძე პირადზე