"ვახოში ნამდვილად ძალიან გამიმართლა... მადლიერი ვარ ღმერთის, იღბლის, სამყაროსი, რომ ვახო არსებობს ჩემს ცხოვრებაში... ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია, რომ ფანტასტიკური ოჯახი მყავს - მოვიაზრებ ოჯახში ვახოსაც და გიორგის, მარიამს და თაკოსაც..." - მარიამ როინიშვილი - მშობლები

"ვახოში ნამდვილად ძალიან გამიმართლა... მადლიერი ვარ ღმერთის, იღბლის, სამყაროსი, რომ ვახო არსებობს ჩემს ცხოვრებაში... ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია, რომ ფანტასტიკური ოჯახი მყავს - მოვიაზრებ ოჯახში ვახოსაც და გიორგის, მარიამს და თაკოსაც..." - მარიამ როინიშვილი

2026-11-02 01:00:10+04:00

"პირველი სტუდია" და ტელეწამყვანი ეკა ჩხეიძე მომღერალსა და მსახიობ მარიამ როინიშვილს მასპინძლობდა. მარიამმა ისაუბრა იმ ბედნიერებაზე, რაც არის მისთვის გია როინიშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში გაზრდა, მუსიკითა და ცეკვით გაჯერებულ ბავშვობაზე, იმაზე, თუ როგორ სურს, იყოს საუკეთესო შვილი და დააფასოს ის ამაგი, ზრუნვა და სიყვარული, რაც მშობლებმა გაუზიარეს. ასევე ისაუბრა ნაადრევად - 20 წლის ასაკში შექმნილ ოჯახსა და ნაადრევ დედობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ არასოდეს უნანია ეს ნაბიჯი. გარდა იმისა, რომ ამ ქორწინებამ აჩუქა მათ ელენე, მარიამის თქმით, ეს დაშორება მისთვის, დიდ ტკივილთან ერთად, დიდი გაკვეთილიც იყო, რომელმაც ის პიროვნულად გაზარდა. და დღეს ის და გიორგი ძალიან მეგობრობენ.

- ელენე ძალიან პატარა იყო, როდესაც მე და გიორგი ერთმანეთს დავშორდით, ჯერ ორი წლისაც არ იყო. რა თქმა უნდა, ის მთავარი მოქმედი პირია ჩემსა და გიორგის ურთიერთობაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ახლანდელი ურთიერთობა ორივეს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი იყო, რამაც, რა თქმა უნდა, გაამართლა.

unnamed-1778613759-1793567917.png

მთავარ როლში, რა თქმა უნდა, ელენეა, თუმცა დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ გიორგი ისეთი გულშემატკივარია ჩემი, როგორც მე — მისი. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს.იცი, ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად რა მიმაჩნია? ის, რომ ფანტასტიკური ოჯახი მყავს. ჩემს ოჯახში მოვიაზრებ ვახოსაც და, რა თქმა უნდა, გიორგის, მარიამს და თაკოსაც (გიორგი მახარაძის მეუღლე მარიამს და ვახო კანდელაკის ყოფილ მეუღლე თაკოს - რედ.). ეს არის ჩემი ძალა — დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პერიპეტია გავიარეთ და ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდი გვქონდა, როგორც ყველას ცალ-ცალკე, ისე ერთად, ჩემი გამარჯვება და ჩემი ძალა სწორედ ის ურთიერთობებია, რომლებიც დღეს ჩვენს შორის არსებობს.

mariam3-1793567264.png

...ვახო, ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორ დროს გამოჩნდა — მაშინ, როდესაც მზად ვიყავი, მიმეღო ისეთი, როგორიც არის. და ის არაჩვეულებრივია.არ ვიცი, მე ვერც მივალ მასთან ახლოს იმ საოცარი თვისებებით, რომლებიც მას აქვს და რომლებიც მე, მაგალითად, არ გამაჩნია. რაღაცებში ყოველთვის მაგალითია ჩემთვის. საოცარი მაგალითია ადამიანობის. არის საოცარი მამა, საოცარი მეგობარი და ფანტასტიკური მეუღლე. არ ვიცი, საოცარი ადამიანი შემხვდა ცხოვრებაში. მართლა ძალიან მადლიერი ვარ, რომ ვახო არსებობს ჩემს ცხოვრებაში.

ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის, იღბლის, სამყაროსი, რომ ვახო არსებობს ჩემს ცხოვრებაში... არ ვიცი, ვახოს გაუმართლა თუ არა ჩემში, მაგრამ მე ვახოში ნამდვილად ძალიან გამიმართლა.ნამდვილად ბედნიერებაა ვახოსთან ერთად ყოფნა. მეც სულ ვცდილობ, ისევე როგორც თვითონ, ყველაფერში მისი საყრდენი ვიყო, როგორც ის არის ჩემი საყრდენი.

mariam-1741095687.png

2026-03-07-22-08-36-001983-1024x576-1793567916.jpg

vaxo-1793568147.jpg

ფანტასტიური მამაა. ვიცოდი, რომ კირასთვის ფანტასტიკური მამა იქნებოდა, იმიტომ, რომ ვხედავდი, როგორი მამა იყო ერეკლესთვის.ამ კუთხით ჩემთვის ეს ნაკლებად იყო აღმოჩენა.

მე ელენესთან უფრო თამრიკოსნაირი დედა ვიყავი — უფრო დაფეთებული, ყველაფერზე ვნერვიულობდი. კირას ხშირად ვეუბნები, რომ ძალიან გაუმართლა, ისეთი დაღვინებული და თავშეკავებული დედა რომ ხვდა წილად. უკვე სხვანაირი მარიამი ვარ, უკვე გათვითცნობიერებული ვარ რაღაცებში და ვიცი, რაღაცები როგორ ვმართო... ელენე ჩემთვის კიდევ სხვა არის, იმიტომ, რომ მე და ელენე ერთად გავიზარდეთ. ერთად გავიარეთ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპები. რთულია, ელენეს სხვანაირი დედა სჭირდება, კირას — აბსოლუტურად სხვანაირი.კირასთვის აბსოლუტური მასხარა ვარ, ელენესთვის კი — დედა, მეგობარი, ყველაფერი. აქაც ყველაფერი სხვანაირია...რთულია, ძალიან რთულია, მაგრამ მაგარია.

ძალიან პატარები ვიყავით... ახლა სულ სხვანაირად ვფიქრობ... ელენე უნდა მოვლენილიყო ჩვენს ცხოვრებაში, ეს ღირდა ყველაფრად... გავიზარდეთ, ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს ყველას... - ყოფილი ცოლ-ქმრის გულახდილი ინტერვიუ
21 კილო მქონდა მომატებული ორ თვეში. ეს იყო კატასტროფა, მაგრამ იმ პერიოდში ვერაფერი გავაკეთე, ვერ დავიკელი - თამრიკო ჭოხონელიძე ჯანმრთელობის პრობლემებზე
რძალმა რომ დედამთილს დედა უნდა დაუძახოს, ჩემთვის მიუღებელი ტრადიციაა... მე ანისთვის ვერასდროს ვიქნები დედა... ჩვენ ვმეგობრობთ და ძალიან გამიმართლა, რომ ანი ასეთია.... - თამრიკო ჭოხონელიძე და ანი იმნაძე რძალდედამთილობაზე