სუპერმოდელმა ირინა შეიკმა ჰელოუინი, ტრადიციისამებრ, ქალიშვილ ლეასთან და ყოფილა ქმართან, ბრედლი კუპერთან ერთად აღნიშნა. ოჯახი პაპარაცებმა სადღესასწაულო კოსტიუმებში ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დიდი ხანია ერთად აღარ არის, სხვადასხვა დღესასწაულს ერთობლივად აღნიშნავენ.



40 წლის ირინა შეიკი, 51 წლის ბრედლი კუპერი და ცხრა წლის ლეა მანჰეტენზე ერთად გამოჩნდნენ.
შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ოთხი წლის განმავლობაში იყვნენ ერთად და 2019 წელს დაშორდნენ.

იმ დროს მათი ქალიშვილი ლეია ორი წლის იყო. მოდელი და მსახიობი ნიუ-იორკში ცხოვრობენ და მშობლის მოვალეობებს თანაბრად ინაწილებენ და დღესასწაულებსაც ერთად აღნიშნავენ.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ბრედლი კუპერი მოდელ ჯიჯი ჰადიდს ხვდება, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილი უკვე დაქორწინებულია. დაშორების შემდეგ შეიკს ხანმოკლე რომანი ჰქონდა ჟიზელ ბუნდჰენის ყოფილ ქმართან, ტომ ბრედისთან, რომელიც ამჟამად კენდის სვეინპოლს ხვდება. მათმა ურთიერთობამ სვეინპოლს, შეიკსა და ჯოან სმოლსს შორის უთანხმოება გამოიწვია, რომელსაც ასევე რომანი ჰქონდა ბრედისთან.