შეიძლება თუ არა ყავის უზმოზე დალევა და შველის თუ არა დიეტა შეკრულობას — გასტროენტეროლოგის განმარტებები - მშობლები

შეიძლება თუ არა ყავის უზმოზე დალევა და შველის თუ არა დიეტა შეკრულობას — გასტროენტეროლოგის განმარტებები

2026-11-05 12:50:44+04:00

რამდენჯერ უნდა ვიკვებოთ დღეში, რატომ შეიძლება გააუარესოს საკვების შეზღუდვამ შეკრულობა და რამდენად საზიანოა დილით, უზმოზე ყავის დალევა? ამ საკითხებზე გადაცემაში „ოთარი ექიმო“ გასტროენტეროლოგმა გიგა სორდიამ ისაუბრა. ექიმმა კვებასთან დაკავშირებული გავრცელებული მიმთები განიხილა და განმარტა, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა პროდუქტი კუჭისა და ნაწლავების მუშაობაზე.

რატომ არ არის შეკრულობის დროს შიმშილი გამოსავალი?

„ზოგი პაციენტი მეუბნება: „გიგა ექიმო, ყაბზობა მაქვს და ახლა დავდექი დიეტაზე, მაინც არ მიშველა“. ეს პირიქით არასწორია. პირიქით იწვევს.

ამისთვის რაღაც მასა უნდა იყოს და ეს მასა რომ მიაწვება, პერისტალტიკა უნდა განვითარდეს. უნდა შევჭამოთ ისეთი საკვები, რომელიც არ მოინელება და ენერგეტიკულად მნიშვნელოვანი არ არის. მაგალითად, ბოჭკო - ხორბლის ქერქი, ქლიავი, ნებისმიერი მარცვლოვანი პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული.

...ბევრ ორცხობილას რომ ჭამ, რატომ? იმიტომ, რომ იმის 100% შეწოვა ხდება. ერთი კილო რომ შეჭამო ეგ ორცხობილა, ძალიან მცირე იქნება ფეკალური მასა იმიტომ, რომ სრულად რაფინირებული ნახშირწყლებია. ნახშირწყლები ვაშლშიც არის, ხომ? მაგრამ ის ზომიერად არის და დანარჩენი ნაწილი არის, რომელიც პერისტალტიკას გიძლიერებს. შესაბამისად, ტრანზიტიც გაიზრდება და ბევრად უფრო კარგია“. - ამბობს გიგა სორდია.

შეიძლება თუ არა ყავის დალევა უზმოზე?

გადაცემაში საუბარი შეეხო დილით, საუზმემდე ყავის დალევის ჩვევასაც. წამყვანი დაინტერესდა, რამდენად ვნებს ეს კუჭს.

„ყავის წინააღმდეგი არა ვარ, როგორც პროდუქტის, ოღონდ ერთი დათქმით და ერთი პირობით. თუ ჩვენ არ გვაქვს ჰიპერსეკრეციით მიმდინარე დაავადებები. ყავა სეკრეციას ასტიმულირებს. მაგალითად, გასტრიტი, მაგალითად, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ანუ გულძმარვით რომ მიმდინარეობს, კუჭის წვა. ბუნებრივია, ეს გამოიწვევს სეკრეციის ზრდას, რაც მერე კლინიკურად სიმპტომებზე აისახება“.

ექიმმა ასევე ისაუბრა იმაზე, რატომ მიიჩნევს დილით საკვების მიღებას მნიშვნელოვნად.

„რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? დილით, მიუხედავად იმისა, რომ ღამე ჩვენ გვძინავს, კუჭის წვენი ცოტა მაინც გამოიყოფა. დილით რომ ვიღვიძებთ, კუჭი არის სავსე წვენით და ელოდება, როდის ჩავასხამთ ამას.

კუჭის წვენი, როგორც ვიცით, მაღალი სიმჟავით არის და ბევრ ხანს რომ ყოვნდება ეს მაღალი სიმჟავე, იწვევს გაღიზიანებას, ძირითადად. როცა აღიზიანებს, მერე ვითარდება გასტრიტი, ანუ ანთება.

ახლა რას აკეთებს საჭმელი და რატომ ავიჩემეთ ეს ექიმებმა, რომ დილით უნდა ჭამო? იმიტომ, რომ ამ დროს საჭმელს რომ გადავყლაპავთ, ეს საჭმელი, როგორც ღრუბელი, ასე შეიწოვს ამ სიმჟავეს და დაიწყებს მონელებას. მერე ცოტა ხანში, საჭმელს გააჩნია, 40 წუთიდან ორ-სამ საათამდე, გადავა თორმეტგოჯა ნაწლავში და ეს თავის სიმჟავიანად წაიყვანს. ახლა როდესაც კუჭის წვენი ასეა და ელოდება და ამ დროს ჩვენ დავლევთ ყავას.. "გაგიჟდა" კუჭი, გამოყო ეს ბევრი წვენი. საჭმელი არაა, არის ყავა ისევ და ყავამ კიდევ უფრო მეტი წვენი გამოყო..."

რას ამბობს ექიმი ყავის გავლენაზე ღვიძლზე?

გიგა სორდიას თქმით, ყავას ღვიძლისთვის სასარგებლო თვისებებიც აქვს.

„ყავა ძალიან კარგია ღვიძლისთვის, ნაღველმდენია... და ბოლო კვლევები ძალიან კარგია. ოღონდ ყავის ხარისხს გააჩნია“.

ექიმის განმარტებით, ყავის შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც მისი შესაძლო სასარგებლო თვისებები, ისე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებული სიმპტომები.

ძალიან კარგია ტვინისთვის. ხასიათზეც მოვყავარ, მანაყრებს კიდეც და იმ შფოთვასაც, ტვინში რომ არის ჩართული და ნამცხვარს რომ გთხოვს, მაგას თიშავს ძალიან კარგად - რით ანაცვლებს ნუცა სურგულაძე ტკბილეულს
ყავა ტვინს კი არ კვებავს, ის დაღლილობის სიგნალს ბლოკავს დროებით... მხნეობას მალევე მოჰყვება ჩამოშლა - ქართველი პროფესორი ყავის სწორად მიღებას გასწავლით
7 ნიშანი იმისა, რომ ყავა ზედმეტი მოგდით