კანიე უესტის ტანსაცმლის ბრენდმა Yeezy ლოს-ანჯელესში რამდენიმე წლის შემდეგ პირველი ჩვენება გამართა. ღონისძიებას 49 წლის რეპერი, მისი 31 წლის მეუღლე ბიანკა ცენსორი, ვესტის ოთხი შვილი (კიმ კარდაშიანთან ქორწინებიდან) და სხვა სტუმრები დაესწრნენ.
ბიანკა, როგორც ყოველთვის, ნახევრად შიშველი წარდგა: დეკოლტე კომბინიზონით. ბიანკა ქმრის 13 წლის ქალიშვილთან, ნორთ უესტთან ერთად პოზირებდა. კანიეს სხვა შვილებიც, 10 წლის სეინტი, რვა წლის ჩიკაგო და შვიდი წლის ფსალმი, ასევე მოვიდნენ მის მხარდასაჭერად.






Yeezy Season 01-ის ჩვენება ლოს-ანჯელესში, Yeezy-ს ახალ ფლაგმანურ მაღაზიაში გაიმართა და ბრენდის პირველი ფიზიკური მაღაზიის გახსნას დაემთხვა.

