"ათი წელია ერთად ვართ... ალექსი ძალიან მეოჯახეა და ძალიან მიდგას გვერდში... მუცელი რომ მომეშალა, ისეთ რაღაცებს შეეხნენ, რასაც ადამიანი არ უნდა შეეხოს..." - ნინორე გიორგობიანი პირადზე - მშობლები

"ათი წელია ერთად ვართ... ალექსი ძალიან მეოჯახეა და ძალიან მიდგას გვერდში... მუცელი რომ მომეშალა, ისეთ რაღაცებს შეეხნენ, რასაც ადამიანი არ უნდა შეეხოს..." - ნინორე გიორგობიანი პირადზე

2026-11-09 23:59:29+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში სტუმრობისას ბლოგერმა და ინფლუენსერმა ნინორე გიორგობიანმა პირად ცხოვრებაზე ისაუბრა ვრცლად, იმაზე, თუ როგორ მიიღო საზოგადოებამ მისი ქორწინება 10 წლით უმცროს მამაკაცზე, როგორ გაუმკლავდა ბულინგს და ასევე იმ ბოლოდროინდელ ტრავმაზე, რაც ორსულობის ნაადრევად შეწყვეტას მოჰყვა.

- ბოლო უსიამოვნო ამბავი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მუცლის მოშლას უკავშირდება... ნესის დაბადების დღე იყო 6 რიცხვში, 4-ში გადავუხადეთ, მე კი 3 ოქტომბერს გავიგე, რომ რაღაც ისე არ იყო. ანალიზების პასუხები კარგი არ მქონდა, თუმცა ორშაბათს, ანუ 5 რიცხვში, ხელახლა უნდა გადამემოწმებინა... რა თქმა უნდა, ძალიან განვიცადე, თუმცა არავის არაფერი ვუთხარი, რადგან მინდოდა, ნესის დაბადების დღე ფერადი და ისეთი ყოფილიყო, როგორიც მას ეკუთვნოდა...

ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო... ზოგადად, ცუდად ყოფნის მიზეზი ხშირად ის არის, რომ რაღაცებს სხვანაირად წარმოიდგენ, იმედებს სხვაგვარად ალაგებ, სხვა დასასრულს ელოდები და ამ დროს ისეთი რამ ხდება, რაც შინაგანად განგრევს. ზუსტად ეს დამემართა. ხუთი კვირის ორსული ვიყავი და ალექსს უკვე ვეკითხებოდი: „ვის უნდა მოვანათლინოთ?“ იმდენად შორს წავედი ფიქრებში, რომ საერთოდ არ ველოდი ასეთ დასასრულს... ადრე, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ არ ვიცოდი, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი და ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი. ამჯერად კი ამისთვის მზად არ აღმოვჩნდი. სწორედ ამან დამანგრია შინაგანად მთლიანად...

გარდა ამისა, იყო რეაქციები, კომენტარები... ისეთ რაღაცებს შეეხნენ, რასაც, მგონია, ზოგადად ადამიანი არ უნდა შეეხოს. მაგალითად, როდესაც დავდე ვიდეო, სადაც ვამბობდი, რომ მუცელი მომეშალა, იყო კომენტარები, რომ ეს ჩემი ცანცარისა და ცხოვრების სტილის გამო დამემართა... საბედნიეროდ, ასეთი კომენტარები ძალიან ცოტა იყო, მაგრამ ძალიან მომხვდა გულზე. იმ პერიოდში ისედაც დიდი სტრესი მქონდა და ამ ყველაფერმა განსაკუთრებით იმოქმედა ჩემზე... ალბათ, ეს იყო ის წითელი ხაზი, რომელიც გადმოკვეთეს.

თუმცა ყოველთვის ვცდილობ, ცხოვრებაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენაში რაღაც დადებითი დავინახო და მისგან სარგებელი მივიღო. რაც ამ გამოცდილებიდან დავინახე, ის არის, რომ ახლა უფრო მეტად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც კომენტარებზე ძალიან მძიმედ რეაგირებენ და სხვისი ბულინგის გამო რთულ პერიოდს გადიან. რაღაცნაირად, მოტივაციაც მომეცა, რომ ამ თემაზე უფრო მეტი ვიდეო ჩავწერო...

მოხდა, რა ვქნა? ძალიან ცუდი რამ მოხდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ძალიან სენსიტიური და მტკივნეული თემაა, თუმცა...

mshoblebi-mtavari-1794254848.png735193445-37868987419355127-941282304936211986-n-1794254848.jpg

... ჩვენ პირველი შვილი ექვსი წლის თავზე გაგვიჩნდა. მე და ჩემმა მეუღლემ ძალიან დიდი გზა გავიარეთ. იყო პერიოდი, როდესაც დონორზეც კი ვფიქრობდით. იმ დროს ძალიან დიდი წონა მქონდა და წონის გამო იმდენი პრობლემა არსებობდა, რომ ახლა, როცა წონაში დავიკელი, მეგონა, ეს ყველაფერი უკან მოვიტოვე და ამჯერად ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა.

496104803-30506031712317438-8749254197651064190-n-1794254847.jpg473696088-29125159733737983-833406609542833439-n-1794254847.jpg

ამიტომ ეს ამბავი ჩემთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდა. არ ველოდი.

ზოგადად არ ვარ დეპრესიული ადამიანი, თუმცამსგავს სიტუაციებში დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლაში ჩემი მეუღლის როლიც ძალიან დიდია. რაღაცნაირად, თითქოს საკუთარი თავის საზღვრებს სცდება და ცდილობს, ჩემი მდგომარეობა გაიგოს. ძალიან მიდგას გვერდში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრაგედია ორივეს გვეხებოდა და მხოლოდ ჩემი არ იყო, ის მთლიანად ჩემს მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული. მეუბნებოდა, რომ არა უშავს, ყველაფერი ხდება. ჩემი ქმარი ყოველთვის ჩემი მთავარი მოტივატორია.

9834b8ef-0361-4dc2-96b5-fee4cde1c879-1778144174-1794254847.jpg

ათი წელია ერთად ვართ... 23 წლის იყო, როცა გავიცანი, მე კი — 33-ის. ორივე მხრიდან იყო გარკვეული კითხვები და შიშები. ჩემი მშობლების მხრიდან, მაგალითად, ასეთი დამოკიდებულება არსებობდა: მე უკვე ჩამოყალიბებული ქალი ვიყავი, ის კი კარიერასა და ცხოვრებას ახლა იწყებდა.

მამაჩემის ფრაზა მახსოვს: „მა, შენ მზად ხარ ამ ტვირთისთვის?“

ჩემს შემთხვევაში ეს საკითხი უფრო მარტივად გადაწყდა, რადგან ჩვენ აქ ვცხოვრობდით და ჩემმა მშობლებმა ალექსი მალევე გაიცნეს. ისეთი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, რომ შემდეგ უკვე წინააღმდეგობა აღარ ყოფილა.

რა თქმა უნდა, მეორე მხრიდანაც არსებობდა გარკვეული შიში — ის ჯერ პატარა იყო და შესაძლოა, ამისთვის მზად არ ყოფილიყო...

მგონია, ჩვენი ურთიერთობა იმიტომ დალაგდა, რომ ორივე მხარის შიშს ობიექტურად ვუყურებდი. ჩემთვის ორივე მხარის პოზიცია მისაღები იყო, რადგან ყოველთვის ასე არ სრულდება ხოლმე ყველაფერი. რა თქმა უნდა, როცა თავად ხდები მშობელი, ცდილობ, შვილს დაანახო, რა იქნება მისთვის უკეთესი, რადგან გარკვეულ ასაკამდე ჩვენ, მშობლებს, გვგონია, რომ უკეთ ვიცით, რა არის ჩვენი შვილებისთვის კარგი.

... ჩემთვის ასაკობრივი სხვაობა საერთოდ არ არის პრობლემა. ალექსი რაღაცნაირად თავის ასაკთან შედარებით უფრო დიდია — ძალიან მეოჯახეა. მისთვის ოჯახი ყოველთვის პრიორიტეტული იყო. ახლაც მე უფრო ის ვარ, ვისაც გაქცევა და სიახლეები უნდა, ის კი უფრო ოჯახზეა ორიენტირებული...

მიუხედავად იმისა, რომ მე და ალექსს ძალიან განსხვავებული ხასიათები გვაქვს და ბევრი რამ ერთმანეთში დღემდე მიუღებელია, ხშირად გვაქვს ასეთი მომენტები: „ეს როგორ შეგიძლია? როგორ შეიძლება ასე ფიქრობდე?“თუმცა ერთმანეთის აზრს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილური ურთიერთობისთვის.

ვიცოდი, პატარას გავყვებოდი, თუ საერთოდ გავთხოვდებოდი... დედამთილი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო... ორივემ ვიცით, რომც დავიშალოთ, არ დაიქცევა ქვეყანა... - ნინორე გიორგობიანი
ნათესავები ამბობდნენ, რომ არ ვარ კახას შვილი, არადა 100%-ით ვგავარ, დნმ-ის ტესტიც კი არ არის საჭირო... დღემდე არ მაქვს მათთან ურთიერთობა და ეს მაწუხებს... კახამ თავიდან უარი თქვა ჩემზე, თუმცა ის უფრო მაინტერესებს, რატომ დაუმალა ყველას... - ანასტასია ბენდუქიძე
ამხელა წონა კი დავიკელი, მაგრამ მუცელი მქონდა და საბოლოოდ, მაინც არ მეტყობოდა. ვერ ვიცვამდი იმას, რაც მინდოდა... - ინფლუენსერი, რომელმაც დიეტით 80 კილოგრამი დაიკლო