გუშინ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე 25 წლის გახდა. იუბილე ცნობილმა დედამ სოციალურ ქსელში მიულოცა ფოტოებით ოჯახური არქივიდან.









მოგვიანებით კი ვიდეო ატვირთა, თუ რა საჩუქარი გაუკეთა ქალიშვილს იუბილეზე:
- დღეს არის ევას დაბადების დღე. ევა ხდება 25 წლის და მინდა, რომ საჩუქრად გადავცე ბინა... გადავწყვიტე, სამკაულის ყუთში მოვათავსო. ვნერვიულობ და ხელები მიკანკალებს, არ დამიწეროთ კომენტარებში, რატომ გიკანკალებს ხელებიო...
იმ დროს, როცა ფეისბუქმა დამაშორა ქმარს, მე ვარემონტებდი ბინას. არასდროს დაიჯეროთ, რაც იწერება სოციალურ ქსელში...
ევას დაბადების დღე და 25 წლის იუბილე ოქროსფერი იყო - ოქროსფერი კაბა ეცვა იუბილარს და ტორტიც ასეთივე ჰქონდა. რა თქმა უნდა, გვერდს უმშვენებდა რჩეული, რომელიც ბოლო პერიოდია სულ მის გვერდით არის.

