ვახო ბიჭიკაშვილის ახალი ცხოვრება მარტვილის სოფელში, სადაც ცოლ-შვილთან ერთად დასახლდა - "დიდხანს ვფიქრობდით და გადავწყვიტეთ... ბავშვებისთვისაც აქ უკეთესია..." - მშობლები

ვახო ბიჭიკაშვილის ახალი ცხოვრება მარტვილის სოფელში, სადაც ცოლ-შვილთან ერთად დასახლდა - "დიდხანს ვფიქრობდით და გადავწყვიტეთ... ბავშვებისთვისაც აქ უკეთესია..."

2026-11-13 00:10:33+04:00

გვანცა დარასელიას პოდკასტი "კომედი შოუს" ცნობილ მსახიობს, ვახო ბიჭიკაშვილს მარტვილში ესტუმრა. ვახო 4-წლიანი ამერიკული ემიგრაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა თბილისში აღარ დარჩენილა - ის და მისი მეუღლე, სოფო რევია, ორ შვილთან ერთად, მარტვილის სოფელში დასახლდნენ, საიდანაც სოფოა წარმომავლობით, თუმცა იქ არ დაბადებულა და არ გაზრდილა. მაგრამ ამბობს, რომ ისიც და მისი მეუღლეც იქ აპირებენ დაბერებას.

ვახოს და სოფოს დიდი გეგმები აქვთ - დიდ ეზოში, რომელიც აქვს სახლს, აპირებენ სოფლის ტურიზმის განვითარებას, ვახოს ამერიკული, კულინარიული გამოცდილების გამოყენებით. აქ ვახო თავად უმასპინძლებს ტურისტებს, გაუზიარებს კულინარიულ გამოცდილებას და მოამზადებს სხვადასხვა კერძს. გარდა ამისა, ვახო აქტიურად ჩაერთო ადგილობრივ კულტურულ ცხოვრებაში და კულტურული ჰაბის მოწყობას გეგმავს.

vaxo3-1794517062.png

vaxo38-1794517064.pngvaxo4-1794517063.png

vaxo44-1794517065.png

ცოლ-ქმრის თქმით, დიდი ხანი ფიქრობდნენ ამ თემაზე, თბილისური ხმაურის, საცობებში დაკარგული დროის გამოც, და იმის გამოც, რომ შორიდან რთული იყო სახლ-კარისა და მეურნეობისთვის თვალყურის დევნება. თუმცა მთავარი მაინც შვილების აზრი იყო, რომელთაც ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგად მიიღეს და ამბობენ, რომ სოფელში ბევრად უკეთ გრძნობენ თავს.

vaxo47-1794517066.png

სოფო:

- ბავშვები, თორემ, ჩვენ უკვე ისეთ ასაკში ვართ, რომ სადაც გვინდა, წავალთ, მაგრამ მაინც ბავშვების განვითარებისთვის, სწავლის მხრივ... ეს ძალიან მადარდებდა და მანერვიულებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სანერვიულო სულაც არაფერი ყოფილა — პირიქით, უფრო მომწონს, რითაც არიან ბავშვები დღის განმავლობაში დაკავებულები. თბილისში - სკოლა, მერე ცურვა, მერე ფეხბურთი, მერე მუსიკა, მერე ეს, მერე ის — და სულ საცობი, მუდმივი საცობი, მანქანაში ყოფნა, ჭამა მანქანაში, გამოცვლა... აქ კი მოვდუნდით, ეს ყველაფერი აღარ არსებობს.

დავდივართ, რა თქმა უნდა, ყველგან. მუსიკალური სკოლაც არაჩვეულებრივია, ფეხბურთზეც დადიან. სკოლაც გადასარევია. აი, ჩვენს ჭიშკარს უყურებს — შესვენებაზე გადმოდიან, ჭამენ და გარბიან. სკოლის ზარიც სახლში მესმის...

რეალურად, თუ ვინმე თავს იკავებს სოფელში წასვლისგან იმის გამო, რომ მცირეწლოვანი შვილები ჰყავს და ფიქრობს, იქ რამე დააკლდებათო, არა — არაჩვეულებრივი პედაგოგები არიან. კიდევ ერთი დიდი პლუსი ის არის, რომ ანდრიას კლასში, რომელიც ახლა მეცხრე კლასშია, ექვსი ბავშვია. ფაქტობრივად, ინდივიდუალური მიდგომაა... ზაფხულში წამოვედით.

ვახო:

- მეც ვნერვიულობდი ამაზე. ეს გადაწყვეტილება პირველად რომ გავაჟღერე, სოფოს ვუთხარი, ჯერ ბავშვებს ვკითხოთ, როგორ შეეგუებიან ამ ამბავს-მეთქი. იმიტომ, რომ ბავშვებისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო — მათი აზრი ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო.

და, პრინციპში, სიმართლე რომ ვთქვა, გულის სიღრმეში რაღაცნაირი განცდა მქონდა, რომ არც არაფერი არ დაგვაკლდებოდა. ყოველდღიური საუბრები გვქონდა და ყოველთვის ვსაუბრობდით ამაზე, ეს ჩამოსვლის ამბავი ერთად დავგეგმეთ.

ოჯახური ტრიო... თუ მოგწონთ, გავაგრძელებთ - თამუნა ლეკვეიშვილი ქმარ-შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს
9 წელი ყოველდღე დავდიოდით თერაპიებზე, ჩემთვის არ არსებობდა ძილი... იყო პერიოდი, როცა დილის 5-6 საათამდე ქუჩაში მეძინა... - თათია სულუაშვილი შვილის დიაგნოზზე და განვლილ რთულ გზაზე
15-16 წლის ვიყავი, მამა რომ ამერიკაში წავიდა, 10 წლის მერე ვნახე პირველად... რაღაც ასაკში ძაან გამიჭირდა და მინდოდა მამა გვერდით... პირველად რომ ჩავედი, მეგონა, რომ უცხო ადამიანთან მივდიოდი... ახლა ძმაკაცებივით ვართ... - დათუნა ტატულაშვილის ემოციური მოგონება მამაზე