გრიგორი ლეპსის ყოფილი საცოლე აზერბაიჯანის პრეზიდენტის დისშვილიშვილზე თხოვდება - ძვირად ღირებული ქორწილის დეტალები - მშობლები

გრიგორი ლეპსის ყოფილი საცოლე აზერბაიჯანის პრეზიდენტის დისშვილიშვილზე თხოვდება - ძვირად ღირებული ქორწილის დეტალები

2026-11-13 11:00:59+04:00

გრიგორი ლეპსის ყოფილმა საცოლემ, ავრორა კიბამ, როგორც ჩანს, პირადი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი რჩეული 36 წლის რუსტამ გაჯიევია, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დისშვილი. წყვილის ქორწილი 13 ნოემბერს, ბაქოშია დაგეგმილი.

ჯერ კიდევ გასულ წელს ავრორა გრიგორი ლეპსთან ქორწინებას აპირებდა, თუმცა 2026 წლის დასაწყისში მათი ურთიერთობა დასრულდა. დაშორებიდან მალევე კიბას ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა.

რუსული არსების ცნობით, ქორწილა თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტიც უნდა დაესწროს.

868x1200-1-683e1de8beaaf167d495f53308679007926x1280-0xfqeszei0-8865674034157570123-1794553855.jpg.webp

როგორ გაიცნო ავრორა კიბამ ახალი რჩეული

გავრცელებული ინფორმაციით, ავრორა და რუსტამი ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს კარნავალზე შეხვდნენ ერთმანეთს. კიბა იქ მეგობარმა მიიწვია, რომელიც რუსტამის ძმაზეა დაქორწინებული. სწორედ ამ მოგზაურობის დროს დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

მოგვიანებით ავრორამ მათი შეხვედრა საბედისწეროდ შეაფასა.

წყვილი ურთიერთობას არ მალავდა, თუმცა არც ზედმეტ საჯაროობას ცდილობდა. ისინი ერთად მოგზაურობდნენ, ავრორას სოციალურ ქსელებში კი რომანტიკული ფოტოები ჩნდებოდა — კოცნა იახტაზე, ერთობლივი გასეირნებები და ფოტოსესიები.

2026 წლის ივლისში წყვილი პირველად გამოჩნდა ერთად საჯარო ღონისძიებაზე — ბაქოში გამართულ მუსიკალურ ფესტივალ DREAM FEST-ზე.

კიბა ახალ ურთიერთობაზე აღფრთოვანებით საუბრობდა:

„ჩემი საყვარელი ადამიანი უბრალო, ყოველდღიური რაღაცებით მახარებს — კეთილი სიტყვებით, კომპლიმენტებით, ყურადღებით. ყოველ დილით ვიღვიძებ სიტყვებით: „დილა მშვიდობისა, ჩემო დედოფალო, ჩემო საყვარელო“.

ავრორას თქმით, ასეთი სიყვარულით სავსე ურთიერთობა მან პირველად განიცადა.

umbrlqb4aqo5unpnbht4yjs9yrxx1wvx0dfaakkwtyf6kfum-ybg2ianzuqzfo4jdz7lj9ehxrix0naaxau8mznlkxmgoqckxzpgbqhm5rayy1p5ts3hz5awoqurvwplvjchnvfcjvo4neq7hiviykfs-3mlx3muf-tyix4zn2extexxxiyac3fq5ftwgvuc-1794553872.jpeg

„თუ მინდა ბედნიერი ქალი ვიყო და დიდი ოჯახი მქონდეს, რაღაცებზე უარი უნდა ვთქვა“

ახალ ურთიერთობას კიბას ცხოვრებაში პრიორიტეტების ცვლილებაც მოჰყვა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ იმდენად ბედნიერია, საკუთარი შოუს, „კიბალენდის“, გადაღებებისთვის დროც აღარ რჩება.

„თუ მინდა ბედნიერი ქალი ვიყო და დიდი ოჯახი მქონდეს, ისეთ რაღაცებზე უნდა ვთქვა უარი, როგორიც საჯაროობაა“, — განაცხადა მან.

ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეყვარებული არაფერში ზღუდავს და ეს მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

კიბა კარიერის დასრულებას არ აპირებს. მომავალში საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის შექმნას გეგმავს და სურს, ამ საქმეში მეუღლეც მონაწილეობდეს.

900x1200-1-e6b4758b2283ef5228d631a0c63d07eb1440x1920-0x5qyxdotk-8907711494549644293-1794553882.jpg.webp

ვინ არის რუსტამ გაჯიევი — ავრორას ახალი რჩეული

რუსტამ გაჯიევი 36 წლის აზერბაიჯანელი ბიზნესმენია. მედიის ცნობით, ის 2012 წლიდან ხელმძღვანელობს მსხვილ სააგენტოს. მისი მამა, რაუფ გაჯიევი, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეა, დედა კი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კათედრას ხელმძღვანელობს.

რუსული გამოცემების ინფორმაციით, სწორედ გაჯიევმა დააფინანსა ავრორას 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული მდიდრული წვეულება.საინტერესოა, რომ ავრორას რუსტამთან ნიშნობის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს. მას არც ნიშნობის ბეჭედი უჩვენებია და არც ქორწინების შეთავაზების დეტალებზე უსაუბრია. ამიტომ ქორწილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მისი გამომწერებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

რუსტამთან შეხვედრამდე ავრორა კიბას გრიგორი ლეპსთან ჰქონდა რომანი. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 44 წელი იყო. მაშინ ავრორა 18 წლის გახლდათ, ლეპსი კი 62 წლის. ამ გარემოებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრს ურთიერთობის სერიოზულობაში ეჭვი ეპარებოდა, თუმცა წყვილი ქორწინების გეგმებზე ღიად საუბრობდა.

კიბა ამტკიცებდა, რომ ასაკობრივი სხვაობა ხელს არ უშლიდა და მომღერალთან მომავალს სერიოზულად განიხილავდა. ის დიდი ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზეც საუბრობდა. ლეპსიც არ მალავდა, რომ ახალგაზრდა რჩეულზე დაქორწინება და მასთან შვილების ყოლა სურდა.

900x1200-1-90450117173a973a86172cdab40fe9271440x1920-0x5yxzsgfu-0094763777330627043-1794553902.png.webp

„წლის ქორწილი“ თუ ერთი თვე მალდივებზე — რას ამბობდა ავრორა

ლეპსთან ურთიერთობის დროს ავრორა გრანდიოზული ქორწილის იდეასაც განიხილავდა. სხვადასხვა ინტერვიუში საუბრობდა მასშტაბურ ზეიმზე, ასობით სტუმარზე და იმაზე, რომ ქორწილის განმავლობაში სულ მცირე სამი კაბის გამოცვლა სურდა.

თუმცა მოგვიანებით უფრო მოკრძალებული და რომანტიკული ვარიანტიც აღწერა:

„ბავშვობიდან ქორწილზე არ მიოცნებია. საერთოდ, ჩემთვის საუკეთესო ქორწილი საჯარო ღონისძიება კი არა, ის იქნებოდა, მეუღლესთან ერთად ერთი თვით მალდივებზე გავფრენილიყავი და არავის შევეწუხებინეთ. ან მხოლოდ ახლობლებისთვის მოგვეწყო ქორწილი — ნათესავებისა და უახლოესი მეგობრებისთვის“.

ლეპსი კი ქორწილის გადადებას ფინანსური საკითხებითაც ხსნიდა. მომღერლის განცხადებით, მის მიერ წარმოდგენილი მასშტაბის ზეიმს დაახლოებით 300 მილიონი რუბლი დასჭირდებოდა.

ynkacj9whgy7cpi80w-xlw-c-e2cp0t5et9ntgaxeisgelikfutvrjadfeyupooybqkuid1-1e-s1ihwjk-dexpnlnlt1vydy8oqsmutsdnqqliooklsdh3-v181-vvqkzeu-j80kxbomb-uhyhwmroqphvk8gmpjytasyav1v2jrurr6zqnnf3igtg5ah-1794553913.jpeg

რატომ დაშორდნენ ლეპსი და კიბა

მიუხედავად ქორწინების გეგმებისა, ურთიერთობა ქორწილამდე ვერ მივიდა.

2026 წლის 25 იანვარს ავრორამ სოციალურ ქსელში ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომღერალს დაშორდა.

„ჭორების, ხმებისა და ცრუ ვარაუდების თავიდან ასაცილებლად გეტყვით, რომ ოფიციალურად წყვილი აღარ ვართ. ერთად ბევრი კარგი, თბილი და სასიამოვნო რამ გამოვიარეთ. ეს ისტორია მადლიერებითა და ურთიერთპატივისცემით სრულდება. არანაირი დრამა. ჩვენ ერთმანეთისთვის ყოველთვის ახლობელ ადამიანებად დავრჩებით, მაგრამ ახლა თითოეული მზად ვართ, საკუთარი გზით გავაგრძელოთ ცხოვრება“, — დაწერა მან.

მოგვიანებით კიბამ განმარტა, რომ დაშორება ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ ყოფილა:

„ეს რთული, გააზრებული, ერთობლივი და ძალიან ზრდასრული გადაწყვეტილება იყო, რომელიც ერთ დღეში არ მიგვიღია“.

დაშორების კონკრეტული მიზეზი წყვილს საჯაროდ არ დაუსახელებია.

b0kcxajqvwhcm6fktwwef5wfyluws4wkj0qr6-q20oxcerio7ucn5oneztkjbvuclyvlp5o2qe-nu-ujj4pxkgr0lbyo-yjbwgg52-8x80-evrk993abjhoflv1w9hwbx-5w1yovwtodee8r7ocjvootwkd0l7qjthebfa-ek4goaqwjzyveojpsuruaq-05-1794553945.jpeg
სოჭში დავიბადე... მშობლები საქართველოდან არიან... დედა სვანია... ცოლთან დაშორება ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა - გრიგორი ლეპსის აღიარება ბავშვობაზე და ოჯახზე
20 წლის გოგონასთან დაშორების შემდეგ, 63 წლის გრიგორი ლეპსი ახალ რომანზე საუბრობს -„ის მშვენიერი გოგოა...“
600-კაციანი მდიდრული ინგუშური ქორწილი, რომელზეც ფილიპ კირკოროვმა და გრიგორი ლეპსმა იმღერეს - 20 წლის პატარძალმა ყველა მონუსხა