რიანასა და A$AP Rocky-ს 3 წლის ვაჟი ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, ბრილიანტების კოლექციით და მდიდრული სამოსით - მშობლები

რიანასა და A$AP Rocky-ს 3 წლის ვაჟი ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, ბრილიანტების კოლექციით და მდიდრული სამოსით

2026-11-14 11:21:38+04:00

რიანასა და A$AP Rocky-ს (ნამდვილი სახელი რაკიმ მაიერსი) შუათანა ვაჟის დებიუტი ჟურნალ Arena Homme+-ის გარეკანზე შედგა. სამი წლის რიოტი 2027 წლის ზამთარი/გაზაფხულის ნომრის ექვს ლუქშია წარმოდგენილი, რომლის ფოტოც ოლივერ ჰედლი პირჩმა გადაიღო.

ბიჭმა რამდენიმე მდიდრული ლუქი მოირგო: Chanel-ის ტვიდის ქურთუკი, Chopard-ის ბრილიანტისა და ლალის ყელსაბამი, ნაქარგი ჯინსის ნაკრები და მუქი ლურჯი პალტო თეთრი ტურნეკითა და ბერეტით. ერთ-ერთ ფოტოზე რიოტი ასევე პოზირებს ვერცხლისფერ Louis Vuitton-ის ჩემოდანზე. რიანა ასევე მონაწილეობდა ფოტოსესიაში: ერთ-ერთ კადრში 38 წლის მომღერალი სიმბოლურ სამოსშია გამოსახული.

original-2-1794641969.webp

original-5-1794641969.webporiginal-4-1794641969.webporiginal-3-1794641969.webp

აღსანიშნავია, რომ პატარა ასაკის მიუხედავად, რიოტს უკვე აქვს სამოდელო გამოცდილება. 2024 წელს მან მამასთან და უფროს ძმასთან, რიზასთან ერთად Bottega Veneta-ს „მამობის პორტრეტების“ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მოგვიანებით დედასთან ერთად Savage X Fenty-ის სადღესასწაულო რეკლამაში. გასულ შემოდგომაზე ბიჭი კვლავ გამოჩნდა ბრენდის კამპანიაში, ამჯერად ძმასთან და უმცროს დასთან, როკი აირიშთან ერთად.

images-3-1794642174.jpeg

rihanna-kids-savage-fenty-103024-9353572c1da141eba298be30c7fc7bbc-1794642174.jpgoriginal-1-1794642174.webp

ამრიგად, ცნობილი წყვილის სამივე შვილი უკვე გამოჩნდა მოდის წამყვანი გამოცემების გარეკანებზე: RZA (ახლა ოთხი წლის) მშობლებთან ერთად პოზირებდა ბრიტანული Vogue-სთვის 2023 წლის დასაწყისში, ხოლო ერთი წლის Rocky Irish-მა თავისი ბრწყინვალე დებიუტი 2026 წელს W Magazine-ის გვერდებზე შეასრულა.

online20vogue20march20cover-1794642328.webp

w-3-2026-thepopissue-rihanna-1-1794642328.webp

შეგახსენებთ, რომ რიანა და 37 წლის რეპერი A$AP Rocky დაახლოებით ხუთი წელია ერთად არიან. ვრცელდება ჭორები, რომ წყვილი უკვე დაქორწინებულია, მაგრამ ამის გასაჯაროება არ სურთ.

gettyimages-1252518170-e6b4ab7d7d234c65978f171fe7e84088-1794642442.png

inside-rihanna-and-asap-rocky-relationship-timeline-gettyimages-2244964977-1794642442.webpimages-1794642460.jpeg

rihanna-asap-rocky-kids-092826-70e8136ca18540e68937e2fe93181f56-1794642460.jpg

რიანა ცნობილია თავისი ჩაცმულობის სტილით, თუმცა განსაკუთრებით, საორსულე ლუქებით და ერთ-ერთი პირველია ცნობილ ადამიანებს შორის, რომელმაც მუცელი საჯაროდ გამოაჩინა ორსულობის დროს და ეს მდგომარეობა შთაგონების წყაროდ აქცია სხვადასხვა შთამბეჭდავი ლუქისთვის.

images-2-1794642493.jpeg

rihanna-gucci-show-february-25-2022-1794642493.webp

images-1-1794642492.jpeg

rihanna-at-giorgio-baldi-last-night-wearing-alaia-fall-2025-v0-fdsf50a8ivcf1-1794642493.webp

რიანას გულშემატკივრები მოუწოდებენ, დაშორდეს მოღალატე ქმარს, რომელიც მისი სამი შვილის მამაა... - რით განარისხა ამჯერად რეპერმა საზოგადოება?
საყოველთაო კრიტიკის ფონზე, არიანა გრანდემ კარიერაში პაუზა აიღო - უკიდურესად გამხდარ მომღერალს ვეღარ ცნობენ, ის კი ამბობს, რომ კარგადაა