86 წლის ალ პაჩინო 32 წლის რჩეულთან ერთად გამოჩნდა, რომელმაც 2 წლის წინ შვილი გაუჩინა - მშობლები

86 წლის ალ პაჩინო 32 წლის რჩეულთან ერთად გამოჩნდა, რომელმაც 2 წლის წინ შვილი გაუჩინა

2026-11-17 11:32:07+04:00

ცნობილი წყვილი სულ ახლახან ლეონარდო დიკაპრიოს 52-ე დაბადების დღის დახურულ წვეულებაზე გამოჩნდა. 86 წლის ალ პაჩინოს მისი ორი წლის ვაჟის, რომანის დედა, 32 წლის ნურ ალფალაუმშვენებდა გვერდს.

1690x2366-0xy2vxol8n-0888226313198054297-1794901289.jpg

2333x3500-0xbcvsumu1-8902183418312334962-1794901290.jpg

მანამდე ისინი კიდევ ერთ წვეულებაზე შენიშნეს ერთად,რაც შესაძლო რომანტიკული ურთიერთობების ხელახლა გაჩაღების შესახებ ჭორებს ამყარებს.

შეგახსენებთ, რომ ალ პაჩინოსა და ნურ ალფალას, რომელიც იმ დროს 29 წლის იყო, რომანი საჯაროდ 2022 წლის აპრილში გახდა ცნობილი, თუმცა მათი ურთიერთობა რეალურად 2020 წელს დაიწყო. ასაკობრივი სხვაობა წყვილს არ აწუხებდა და 2023 წლის ივნისში მათ ვაჟი, რომანი, შეეძინათ. თუმცა, ბავშვის დაბადების შემდეგ, ისინი დაშორდნენ, „უბრალოდ მეგობრების“ სტატუსზე გადავიდნენ და შვილის ერთად აღზრდაზე გაამახვილეს ყურადღება, ცალ-ცალკე ცხოვრების პარალელურად.

original-1773998289.webporiginal-3-1773998289.webp

მიუხედავად ამისა, თავად ალფალა არაერთხელ უსვამს ხაზს მათ ახლო ურთიერთობას. გასული წლის ოქტომბერში მან ალ პაჩინოს „ყველაზე მაგარი მამაკაცი“ უწოდა და აღიარა, რომ ისინი ყოველდღე ერთად ატარებენ დროს.

ნურისთვის, ქუვეითში დაბადებული პროდიუსერისთვის, ასეთი ურთიერთობები სიახლეს არ წარმოადგენს - ის ცნობილია მასზე გაცილებით უფროს მამაკაცებთან ურთიერთობით. პაჩინომდე 82 წლის მიკ ჯაგერთან და 64 წლის მილიარდერ ნიკოლას ბერგრუენთან იყო დაკავშირებული.

თავად ალ პაჩინოს, რომანის გარდა, სამი ზრდასრული შვილი ჰყავს: 36 წლის ქალიშვილი ჯულია და 25 წლის ტყუპები ანტონი და ოლივია. საინტერესოა, რომ როდესაც ალ პაჩინომ შეიტყო, რომ ნური მის შვილს ელოდებოდა, მას არ დაუჯერა: გოგონას გენეტიკური ტესტის გაკეთება დასჭირდა, რომ დაედასტურებინა პაჩინოს მამობა.

original-4-1773998289.webporiginal-1-1773998289.webporiginal-2-1773998289.webp

მოდელებით სავსე მინივენი, მილიარდერები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და საიდუმლო წვეულება... - კადრები ლეონარდო დიკაპრიოს 52-ე დღეობიდან
83 წლის რობერტ დე ნირომ 3 წლის ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა - მიყვარს შენი მამობა, ჯია