"მიოპია აქვს ჩემს ორივე შვილს... ერეკლეს მასწავლებელმა შეამჩნია სკოლაში, რომ ვერ ხედავდა და დამირეკა... მეგონა, ბავშვებისთვის ლინზები არ შეიძლებოდა... ლინზა ძალიან კარგი გამოსავალია" - გვანცა დარასელია მშობლებისთვის აქტუალურ თემაზე - მშობლები

"მიოპია აქვს ჩემს ორივე შვილს... ერეკლეს მასწავლებელმა შეამჩნია სკოლაში, რომ ვერ ხედავდა და დამირეკა... მეგონა, ბავშვებისთვის ლინზები არ შეიძლებოდა... ლინზა ძალიან კარგი გამოსავალია" - გვანცა დარასელია მშობლებისთვის აქტუალურ თემაზე

2026-11-17 18:11:22+04:00

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ექიმისა და ბლოგერის, თამარ ობგაიძის პოდკასტში სტუმრობისას საუბრობს დედობაზე, სპორტსმენ ვაჟზე, რომლის რეჟიმს ერგება ოჯახი, მის არჩევანზე - თუ როგორ აირჩია ფეხბურთი მიუხედავად იმისა, რომ მამამისი წარმატებული მორაგბე იყო, და ასევე იმაზე, თუ როგორ აღმოაჩნდათ მის შვილებს მხედველობის პრობლემები.

- ერეკლე ლინზებს ხმარობს უკვე სამ წელზე მეტია. სხვათა შორის, ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. მეგონა, რომ ბავშვებისთვის ლინზები არ შეიძლებოდა. რატომ მეგონა ასე, არ ვიცი...ძალიან წვალობდა, იმიტომ რომ, წარმოიდგინეთ, ბავშვს მინუს ორი რომ აქვს თვალში (მაშინ მინუს ორი ჰქონდა, ახლა უკვე მინუს სამი აქვს), რამდენად უჭირს მას, მაგალითად, ღამით თამაში, საღამოს საათებში და ა.შ.

სხვანაირად დაიწყო თამაში მას შემდეგ, რაც უკვე მოედანზეც ლინზით შეძლო გასვლა. ძალიან დიდი განსხვავება იყო.. რა თქმა უნდა, მისთვის სტრესიც იყო, სათვალით მოედანზე გასვლა ძალიან სარისკოა, არ შეიძლებოდა... ამიტომ, მოკლედ, ეს ლინზა ძალიან კარგი გამოსავალია.

მიოპია აქვს ორივე ჩემს შვილს. ლილეს ნაკლები, ერეკლეს დაახლოებით მინუს სამი.კარგი ის არის, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში-ორ წელიწადში ძალიან მცირე ზრდა ჰქონდა. სულ ვაკონტროლებთ, ექვს თვეში ერთხელ დავდივართ ოფთალმოლოგთან.

სხვათა შორის, ერეკლეს მასწავლებელმა შეამჩნია ეს სკოლაში. რამდენად კარგი მასწავლებელი იყო და როგორ ადარდებდა ყველაფერი! ძალიან, ძალიან მადლობელი ვარ...მანამდე რამდენჯერმე მქონდა შემჩნეული, რომ სახლში ტელევიზორთან რაღაცას რომ უყურებდა, ახლოს მიდიოდა. რაღაცნაირად მშობლებს ხშირად გვგონია, რომ ეს უბრალოდ ბავშვური ჩვევაა — ეკრანთან ახლოს ყოფნა — და რატომღაც ყურადღებას არ ვაქცევთ...მერე დამრიგებელმა დამირეკა და მითხრა: „მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შორს ვერ ხედავსო“.

მივიყვანეთ ექიმთან და ბავშვს მინუს ერთ-ნახევარი ჰქონდა.

  • ექიმი თამარ ობგაიძე:- მე მინდა ჩვენს მაყურებელს ვუთხრა, როგორ მივიტანოთ ეჭვი იმაზე, რომ ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება: ახლოს ხომ არ მიდის ეკრანთან, ახლოს ხომ არ მიაქვს, ვთქვათ, წიგნი;ძალიან ხშირად კითხვის დროს სტრიქონები ეკარგებათ ხოლმე;კიდევ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი: ხანდახან საგანს გვერდულად უყურებენ, თვალებს ხშირად ჭუტავენ.და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი — თავის ტკივილი.თუ თქვენს ბავშვს ხშირად აქვს თავის ტკივილი, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, გარდა იმისა, რომ რეჟიმი უნდა მოაწესრიგოთ, აუცილებელია, მიმართოთ ოფთალმოლოგს, იმიტომ რომ თავის ტკივილი შეიძლება სწორედ მხედველობის დარღვევებით იყოს გამოწვეული.

გვანცა:

- ერეკლესთან ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. მე ვფიქრობდი: ღმერთო, ახლა სკოლაში რომ მივა, ბავშვისთვის სტრესი იქნება-მეთქი.შემდეგ დამრიგებელს დავურეკე და ვკითხე, რამდენი ბავშვი ატარებდა სათვალეს კლასში.მითხრა, რომ ორი-სამი ბავშვი ატარებდა. თვითონ დამრიგებელსაც სათვალე ეკეთა... ძალიან განვიცდიდი, მაგრამ საერთოდ არ ყოფილა მისთვის პრობლემა. აბსოლუტურად! ამ თაობისთვის ეს საერთოდ არაფერია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი ატარებს სათვალეს. ცოტა „ქულ“ ამბავიც არის, რომ სათვალით იყო...

ლინზაზეც მერე ცოტა დრამატული მომენტი იყო, რადგან ლინზა ადამიანმა თვითონ უნდა ჩაისვას. შეუძლებელია, სხვამ გაგიკეთოს.ცოტა ვინერვიულეთ პირველი ორი დღე, მაგრამ ახლა უკვე სარკის გარეშეც, უბრალოდ მანქანაში, ავტომატურ დონეზე აქვს მიყვანილი. ხელს დაიდეზინფიცირებს და ასე ისვამს, ისე, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს...

ჩემი რჩევაა სხვა მშობლებისთვის, რომ მთავარია, ექიმთან ვიზიტი დროულად მოხდეს. ამისთვის აუცილებელი არ არის, მშობელი სიმპტომების გამოვლენას დაელოდოს.მაინცდამაინც სიმპტომს ნუ დაველოდებით. ზოგადად, ისედაც გარკვეული პერიოდულობით გვჭირდება ჯანმრთელობის ცნობა — ხან სპორტისთვის, ხან სხვა მიზეზით.ეს ცნობა მხოლოდ ერთი ცარიელი ფურცელი არ არის. მის შემადგენლობაში შედის ჩექაფი, რომელიც ბავშვს ისედაც უნდა ჩაუტარდეს გეგმურ აცრებთან ერთად, რაც ძალიან კარგია.ეს შეიძლება მოიცავდეს გულის გამოკვლევას, თვალის გამოკვლევას და ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.

რასაც ვურჩევ მშობლებს, არის ის, რომ ეს დრამატიზმი უბრალოდ მოიხსნან. თუ მხედველობის პრობლემა არსებობს, მთავარია, ის დროულად გამოვლინდეს და არ იყოს ისეთი სერიოზული ცვლილებები თვალში, რომლებსაც, მაგალითად, ქირურგიული ჩარევა ან სხვა ძალიან სერიოზული მკურნალობა სჭირდება. თუმცა ასეთ შემთხვევებსაც ეშველება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ვურჩევდი, რომ ბავშვი ჩართონ სათვალის არჩევის პროცესში, ანუ გაათვიცნობიერონ ბავშვიც, რასთან აქვს საქმე და თვითონ გააკეთებინონ არჩევანი. დღეს სხვა მხრივ ეს ადაპტაციის პრობლემები სათვალეზე ბავშვებს აღარ აქვთ, როგორც ადრე. მოსწონთ კიდე და საერთოდ არ არის პრობლემა. ერთადერთი ის არის, რომ სულ შეამოწმეთ, რაღაცა არ გაგეპაროთ. სამედიცინო პერიოდული შემოწმებები აუცილებელია როგორც ბავშვებისათვის, ისე დიდებისთვის.

საკმარისია, ჩემს მეუღლესთან ერთად დავდო 10-წამიანი ვიდეო, 350 ათას ნახვას აგროვებს ერთ ღამეში... - გვანცა დარასელია
პირველად რომ ამოვედი ვახოს მშობლების გასაცნობად, ძალიან ვნერვიულობდი... დედამთილს სახელით ვერ ვეძახი... ჩემი მამამთილი ჩემი საუკეთესო მეგობარია... - გვანცა დარასელიას სტუმრობა დედამთილ-მამამთილთან
ყველა ადამიანი, ვინც მხვდება, მეუბნება: ვაიმე, რა გამხდარი ხარ!, შენ კიდევ გახდი? წონის დეფიციტს განვიცდი, იმიტომ, რომ ეს სულ სალაპარაკო თემაა ჩემ ირგვლივ... - გვანცა დარასელია