"სანამ ვინმეზე დაქორწინებას გადაწყვეტთ, აუცილებელია წინასწარ ფსიქოლოგიური შემოწმება, საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება..." - რას ურჩევს ქალებს ილია თოფურიას ყოფილი ცოლი - მშობლები

"სანამ ვინმეზე დაქორწინებას გადაწყვეტთ, აუცილებელია წინასწარ ფსიქოლოგიური შემოწმება, საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება..." - რას ურჩევს ქალებს ილია თოფურიას ყოფილი ცოლი

2026-11-18 11:43:52+04:00

ილია თოფურიას ყოფილმა ცოლმა ჯორჯინა უზკატეგუიმ, სოციალურ ქსელში გამომწერების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. მათ შორის შეკითხვას:"რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც დაქორწინება სურთ? რას უნდა მიაქციონ ყურადღება?"

"სანამ ვინმეზე დაქორწინებას გადაწყვეტთ, ახლა უკვე მიმაჩნია, რომ აუცილებელია სათანადო წინასწარი შემოწმება:

  • ფსიქოლოგიური შეფასება;

  • მომავალი შვილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გენეტიკური სკრინინგი;

  • წარსულისა და რეპუტაციის შემოწმება;

  • საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება;

  • ტვინის სკანირება პიროვნული აშლილობების დიაგნოსტიკისთვის ან ნარკოტიკების მოხმარების ისტორიის დასადგენად.

ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა თქვენს ცხოვრებაში.სიყვარული მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური სტაბილურობა, პატიოსნება, გულწრფელობა და თქვენი მომავალი შვილების დაცვაზე ზრუნვა. ნდობა უნდა დაიმსახურო და არა უბრალოდ ივარაუდო."

ჯორჯინამ, რომელიც ცნობილი ქართველი მებრძოლის ცოლი იყო და მასთან ქალიშვილიც ჰყავს, ცოტა ხნის წინ პოდკასტ El Cafetal-ში ისაუბრა განქორწინებაზე.მან გაიხსენა, რამდენად მძიმე აღმოჩნდა ქორწინების დასრულება, როგორ იმოქმედა მასზე მედიის ყურადღებამ და რა სირთულეების გადალახვა მოუხდა მცირეწლოვან შვილზე ზრუნვის პარალელურად.

topuria-1764155585-1794989611.jpg

30 წლის ჯორჯინას თქმით, განქორწინება მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო."ეჭვგარეშეა, განქორწინება“, - ასე უპასუხა მან კითხვას, თუ რა იყო მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გამოცდილება. მისი თქმით, დაშორება განსაკუთრებით მტკივნეული იყო იმის გამოც, რომ ქორწინებას მთელი ცხოვრების გადაწყვეტილებად აღიქვამდა და მომავალს სწორედ ამ ურთიერთობას უკავშირებდა.

მიუხედავად სირთულეებისა, ჯორჯინა მიიჩნევს, რომ განქორწინება სწორი გადაწყვეტილება იყო. "ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მარტივი არასდროს არის და არც თავად პროცესია ადვილი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რისი მიღებაც შემეძლო“, – აღნიშნა მან. "ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავდა, რომ საკუთარ თავთან ისეთ კომპრომისზე წავსულიყავი, რომელსაც ვერ მივიღებდი“, – განაცხადა მან. ჯორჯინას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი გზები გაიყარა, ილია თოფურიას მიმართ "ცუდი სურვილები" არ აქვს. იხილეთ ვრცლად

მანამდე კი მან კიდევ ერთ ესპანურენოვან პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა ვრცლად დედობაზე, მარტოხელა დედის გამოწვევებზე და წარმატებაზე. "მთელი ცხოვრება დედობაზე ვოცნებობდი. ბავშვობის უამრავი ფოტო მაქვს, სადაც ჩემს წარმოსახვით პატარასთან ერთად ვარ. სულ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი პირველი ქალიშვილი ჯორჯინა იქნებოდა... ჯერ კიდევ დაორსულებამდე და, ფაქტობრივად, ჩემი შვილის მამის გაცნობამდე ორი წლით ადრე ვთქვი: „მინდა, დედობისთვის მოვემზადო. მინდა ორგანიზმი გავწმინდო და მოვამზადო, რათა ბავშვს საუკეთესო პირობები შევუქმნა“. ეს სურვილი ყოველთვის მქონდა. ამისთვის ბევრი ვემზადებოდი..." - ამბობს ჯორჯინა.

time-reveals-whats-conce-1794989633.jpguzkat-1794989633.jpg

ჩემი შვილის მამის გაცნობამდე ორი წლით ადრე ვთქვი... ძალას მაინც პოულობ, რადგან შენს შვილს სჭირდები... ძალიან მეხმარებიან ბებია, დედა, დეიდა... - ჯორჯინას გულახდილი ინტერვიუ დედობაზე
ჩემო ჰუგიტო, ვფიქრობ, რა იგრძენი, როცა მიყურე, როგორ ვეცემი... გახსოვდეს, ცხოვრებაში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ... ჩემპიონია, ვინც ყოველთვის პოულობს წამოდგომის მიზეზს... ხასიათი არის ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს - ილია თოფურიას ემოციური წერილი შვილს
განქორწინებამ ის მასწავლა, რომ დედას უნდა დავუჯერო... დედებს ინტუიცია აქვთ და ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ - ილია თოფურიას მოულოდნელი აღიარება