"თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს ეძახდა, მაგრამ მერე დაიკარგა ხმა... 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო...“ - რას ჰყვებიან ახლობლები? - მშობლები

"თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს ეძახდა, მაგრამ მერე დაიკარგა ხმა... 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო...“ - რას ჰყვებიან ახლობლები?

2026-11-20 10:32:52+04:00

ენითაუწერელია ქვემო ფონიჭალაში დღეს დატრიალებული ტრაგედიის შედეგები. სამწუხაროდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. უდიდესია ის ტკივილი, რასაც ახლა მათი ოჯახები და სრულიად საქართველო განიცდის. როგორც ცნობილია, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა დაკეტილი იყო და მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა ბათუმიდან. ის ამ დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა, როცა ეს უბედურება მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის ხუთი სართული მთლიანად ჩაინგრა. ორი სადარბაზო საცხოვრებლად უვარგისია და ამ კორპუსის 28 მაცხოვრებელი მერიამ სასტუმროებში გაიყვანა.

მთელი დღის განმავლობაში მთელ საქართველოს ჰქონდა მოლოდინი და იმედი, რომ გმირი მაშველები ნანგრევებიდან უვნებლად გამოიყვანდნენ დაკარგულ ადამიანებს. ეს იმედი განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, როცა 8-საათიანი უწყვეტი სამძებრო სამაშველო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში 3 წლის თაია ცოცხალი იპოვეს. სასწაულად გადარჩენილი პატარა გოგონა სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და მას კვლევები უტარდება. ამოყვანის მომენტში ბავშვი კონტაქტური იყო და მას გარეგნული დაზიანებები არ ჰქონდა.

"ამ ეტაპზე, ერთი შეხედვით და დათვალიერებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ველოდებით პასუხებს. რასაც ვაკვირდებით, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ანი დალაქიშვილმა.

სამწუხაროდ, ხალხის მოლოდინი არ გამართლდა და ამ ამბიდან მალევე მაშველებმა ნანგრევებში ჯერ დედა-შვილის ცხედარი იპოვეს, მალევე კიდევ ერთი ქალბატონის ცხედარი აღმოაჩინეს, მოგვიანებით კიდევ ერთი იქ მაცხოვრებელი გარდაცვლილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
  • კორპუსში აფეთქებას და ამით გამოწვეულ ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მინისტრმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილებს შორის არიან 3 წლის თაიას დედა და 7 წლის და.

როგორც ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ახალგაზრდა ქალი, ნინო ჭელიძე 5 შვილის დედა იყო.

როგორც ჩანს, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ნინოს სამი შვილი საჯარო სკოლაში წავიდა და ბავშვების წასვლიდან მალევე კორპუსი აფეთქდა. ამ დროს სახლში იყვნენ ნინო, მისი 3 წლის თაია და 7 წლის ნუციკო. მთელი ქვეყანა ლოცულობდა, რომ როგორმე ყველა დაკარგული ადამიანი გადარჩენილიყო. საუბედუროდ, ასე არ მოხდა. განაგრძეთ კითხვა

უმძიმესი ტრაგედიის მსხვერპლი 6 ადამიანი - ფონიჭალაში აფეთქებისას გარდაცვლილების ვინაობა

“აღარ მყავს არც და, და არც დის შვილი... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის“ - ცნობილი ხდება ტრაგედიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი დედა-შვილის ვინაობა
ნინოს სამი შვილი სკოლაში წავიდა და მალევე კორპუსი აფეთქდა... მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა ბათუმიდან და ამ დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა - ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები