უმძიმესი ტრაგედიის მსხვერპლი 6 ადამიანი - ფონიჭალაში აფეთქებისას გარდაცვლილების ვინაობა - მშობლები

უმძიმესი ტრაგედიის მსხვერპლი 6 ადამიანი - ფონიჭალაში აფეთქებისას გარდაცვლილების ვინაობა

2026-11-20 10:49:20+04:00

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას, კორპუსში აფეთქებას და ამით გამოწვეულ ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვინ არიან გარდაცვლილები?

ნინო ჭელიძე და მისი შვიდი წლის შვილი, ნუციკო ფხალაძე - ნინო ტრაგედიას გადარჩენილი სამი წლის თაიას დედაა. ის ხუთი შვილის დედა იყო. არსებული ინფორმაციით, სამი შვილი სკოლაში გაუშვა, მეუღლე სამსახურში იყო, აფეთქებისას ნინო, ნუციკო და თაია იყვნენ სახლში.

ვერიკო ვანიშვილი - აფეთქებას არასრულწლოვან შვილთან, არიანასთან ერთად ემსხვერპლა. ტრაგედიის შესახებ მისმა ძმამ, დავით ვანიშვილმა დაწერა: "აღარ მყავს არც და და არც დისშვილი, არიანა... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის..."

ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი - ახლობლების ინფორმაციით, ფილოლოგი და კერძო რეპეტიტორი იყო. პირველ სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების დროს, სახლში მისი ტყუპი გოგონებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც შენობიდან გამოსვლა შეძლეს. მეგობრის მონათხრობით, შვილებს დედის ხმა ესმოდათ, მაგრამ მისვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან საძინებლის კარი ნანგრევებით იყო ჩახერგილი. იხილეთ ვრცლად

თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს ეძახდა, მაგრამ მერე დაიკარგა ხმა... 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო...“ - რას ჰყვებიან ახლობლები?
“აღარ მყავს არც და, და არც დის შვილი... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის“ - ცნობილი ხდება ტრაგედიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი დედა-შვილის ვინაობა
ნინოს სამი შვილი სკოლაში წავიდა და მალევე კორპუსი აფეთქდა... მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა ბათუმიდან და ამ დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა - ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები