"მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ოჯა­ხებს შე­ვუ­ძენთ და გა­დავ­ცემთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებს" - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურნენ - მშობლები

"მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ოჯა­ხებს შე­ვუ­ძენთ და გა­დავ­ცემთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებს" - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურნენ

2026-11-20 20:12:47+04:00

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიას გამოეხმაურნენ. განცხადებაში, რომელსაც პარტია “ქართული ოცნება“ ავრცელებს, აღნიშნულია, რომ დაზარალებულ ოჯახებს შეუძენენ და გადასცემენ საცხოვრებელ ბინებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს.

ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას, კორპუსში აფეთქებას და ამით გამოწვეულ ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა.
ტრაგედიამ წაგვართვა პატარა სიცოცხლე, დედა-შვილის განუყოფელი სიყვარული... - ახლობლები ფონიჭალის აფეთქებისას გარდაცვლილ დედა-შვილს ემშვიდობებიან
ნინოს სამი შვილი სკოლაში წავიდა და მალევე კორპუსი აფეთქდა... მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა ბათუმიდან და ამ დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა - ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
“აღარ მყავს არც და, და არც დის შვილი... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის“ - ცნობილი ხდება ტრაგედიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი დედა-შვილის ვინაობა