"ტრაგედიამ წაგვართვა პატარა სიცოცხლე, დედა-შვილის განუყოფელი სიყვარული..." - ახლობლები ფონიჭალის აფეთქებისას გარდაცვლილ დედა-შვილს ემშვიდობებიან - მშობლები

"ტრაგედიამ წაგვართვა პატარა სიცოცხლე, დედა-შვილის განუყოფელი სიყვარული..." - ახლობლები ფონიჭალის აფეთქებისას გარდაცვლილ დედა-შვილს ემშვიდობებიან

2026-11-20 11:41:26+04:00

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას, კორპუსში აფეთქებას და ამით გამოწვეულ ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის იყო დედა-შვილი - ვერონიკა რისტიჩი (ვანიშვილი) და მისი ქალიშვილი - არიანა რისტიჩი.

როცა გამოცხადდა გარდაცვლილების ვინაობა, სოციალურ ქსელში ვერონიკას ძმამ, დავით ვანიშვილმა დაწერა:

“ეს არის ჩემი არიანა და ვერიკო... არიიიიიი... აღარ მყავს არც და და არც დის შვილი არიანა....ღმერთო რატოოოოო.....ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის ....... დაოოოოოო“.

ვერონიკა Casino Grand Bellagio-ს მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. თანამშრომლებმა სამძიმრის წერილი გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელში:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი მარკეტინგის ხელმძღვანელის, ვერონიკა რისტიჩის გარდაცვალების გამო, რომელიც ფონიჭალის ტრაგედიას ემსხვერპლა.
მისი ღიმილი, გულწრფელობა და საქმისადმი თავდადება ჩვენს გუნდში სამუდამოდ დარჩება.
ვუსამძიმრებთ ყველა გარდაცვლილის ოჯახს."
veronika-1795161676.png
პატარა არიანა კი კერძო სკოლა "ჰელიოსში" სწავლობდა. თანასკოლელები სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილების ოჯახს:

"ღრმა მწუხარებითა და გულისტკივილით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს, პატარა არიანა რისტიჩსა და მის დედას… ტრაგედიამ წაგვართვა პატარა სიცოცხლე, ბავშვობა, მომავალი და დედა-შვილის განუყოფელი სიყვარული. სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელსაც ამ უმძიმეს წუთებში ვგრძნობთ.არიანა, შენ ჩვენი სკოლის პატარა წევრი იყავი და მუდამ დარჩები ჩვენს გულებში. ძნელია შეეგუო იმას, რომ შენი ბავშვური ღიმილი ვეღარ გაანათებს საკლასო ოთახს… ჰელიოსის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვისთვისაც არიანა და მისი დედა ძვირფასი იყვნენ.ნათელში იყოს მათი სულები. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ, ხოლო ახლობლებს მისცეს ძალა ამ ენით აუწერელი ტკივილის გასაძლებად. ასევე, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდესი ტრაგედიის გამო. ვიზიარებთ თითოეული ოჯახის აუტანელ ტკივილს".

916917635-1547078707450197-1347185071915274411-n-1795161531.jpg

“აღარ მყავს არც და, და არც დის შვილი... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის“ - ცნობილი ხდება ტრაგედიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი დედა-შვილის ვინაობა

უმძიმესი ტრაგედიის მსხვერპლი 6 ადამიანი - ფონიჭალაში აფეთქებისას გარდაცვლილების ვინაობა
თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს ეძახდა, მაგრამ მერე დაიკარგა ხმა... 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო...“ - რას ჰყვებიან ახლობლები?