მიწაში ჩამარხული 11 თვის ბავშვი 24-საათიანი ძებნის შემდეგ ცოცხალი იპოვეს... - ამერიკაში მომხდარი შემზარავი შემთხვევის დეტალები - მშობლები

მიწაში ჩამარხული 11 თვის ბავშვი 24-საათიანი ძებნის შემდეგ ცოცხალი იპოვეს... - ამერიკაში მომხდარი შემზარავი შემთხვევის დეტალები

2026-11-20 22:07:29+04:00

აშშ-ის სამხრეთ კაროლინის შტატში მომხდარმა შემზარავმა შემთხვევამ მთელი ამერიკა შეძრა. 11 თვის კოა შარპი, რომელიც გაუჩინარდა, მაშველებმა დაახლოებით 24-საათიანი ძებნის შემდეგ ცოცხალი იპოვეს. ჩვილი ტყეში, მიწაში ჩამარხულ ძაღლის გალიაში იმყოფებოდა. გამოძიების ვერსიით, ბავშვის გატაცებაში და დამარხვაში ეჭვმიტანილი მისი 25 წლის მამა, მაიკლ კომერია...

შემთხვევა 9 ნოემბერს, ლექსინგტონის ოლქში მოხდა. იმ დღეს ბავშვს ბებია, პატრიცია კომერი უვლიდა, რომელმაც გარკვეული დროით შვილს, მაიკლს, ჩააბარა. მოგვიანებით მამამ ბავშვი წაიყვანა და გაუჩინარდა. როდესაც სამართალდამცველებმა მაიკლი იპოვეს, მასთან ჩვილი აღარ იმყოფებოდა.

f16d2a80-ddf7-11f1-93e1-3b657b665bcf-1795198595.jpg

ბავშვის მოსაძებნად მასშტაბური ოპერაცია დაიწყო, რომელშიც დაახლოებით 100 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის FBI-ის აგენტები, პოლიციელები და მაშველები. ძებნა ტყიან ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა.

10 ნოემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, მაშველებმა ტყეში ახლად ამოთხრილი მიწის მონაკვეთი შენიშნეს. როდესაც ტერიტორიის გათხრა დაიწყეს, ბავშვის ტირილის ხმა გაიგონეს. მიწის ქვეშ ძაღლის გალია აღმოჩნდა, რომელშიც პატარა კოა იმყოფებოდა.

mshoblebi-mtavari-1-1795198596.png

ჩვილი მიწაში დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული. ბავშვს პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. შერიფის განმარტებით, ქსოვილმა შესაძლოა ჰაერის მცირე სივრცეები შექმნა, რამაც ბავშვს სუნთქვის შესაძლებლობა მისცა. გადარჩენაში, სავარაუდოდ, გრილმა ამინდმაც ითამაშა გარკვეული როლი.

კოა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, ექიმებმა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს და იმავე საღამოს სახლში გაწერეს. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვის გადარჩენა ნამდვილი სასწაულია.

mshoblebi-mtavari-1795198597.png

მომხდარის მთავარი ეჭვმიტანილი ბავშვის მამა, 25 წლის მაიკლ კომერია. მას უკვე ჰქონდა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამერიკული მედიის ინფორმაციით, გაუჩინარებამდე რამდენიმე კვირით ადრე მას ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეზე დანაშაული ჰქონდა აღიარებული.გამოძიების მასალებში ასევე ფიგურირებს ინფორმაცია დედასთან გაგზავნილი შეტყობინებების შესახებ, რომლებშიც მაიკლი ოჯახის ერთად ყოფნის სურვილს გამოთქვამდა და ბავშვის წაყვანაზეც საუბრობდა.

მაიკლ კომერი დაკავებულია. მას მძიმე ბრალდებები წაუყენეს, მათ შორის მკვლელობის მცდელობა და სხვა დანაშაულები. სასამართლომ მას გირაოზე უარი უთხრა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავების შემდეგ იგი სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდა.

ბავშვის ბებია, პატრიცია კომერი, მომხდარით შეძრულია. მან განაცხადა, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ მისი შვილი ასეთ საქციელს ჩაიდენდა და მის ქმედებას არ ამართლებს. ბავშვის ბაბუამ კი აღნიშნა, რომ ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოას ცოცხლად გადარჩენა იყო.

ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება. ჯერ კიდევ გასარკვევია, რა გახდა მამის მხრიდან ასეთი სასტიკი ქმედების მიზეზი და რა გარემოებებში აღმოჩნდა ჩვილი მიწაში ჩამარხულ გალიაში.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ 11 თვის კოა შარპი გადარჩა. პატარა, რომელმაც მიწის ქვეშ თითქმის მთელი დღე გაატარა, დღეს ოჯახის გვერდითაა.

16 ბავშვი წლობით ჰყავდათ დატყვევებული პაწაწინა ოთახში, უმძიმეს პირობებში... საკუთარ მშობლებს და ბებია-ბაბუას - პოლიციის მიერ გადარჩენილი და-ძმების მდგომარეობა შემაშფოთებელია (ვიდეო)
დაკარგული 17 წლის ბიჭი, რომელსაც ავსტრალიის ტყეში 6 დღე-ღამე ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს - სასწაულებრივი გადარჩენის კადრები
15 წლის ბიჭმა, რომელმაც ზღვაში მომხდარი კატასტროფის დროს ძმა და ბიძაშვილი დაკარგა, ორი დღე-ღამე გაატარა გადაბრუნებულ ნავზე, ლოცულობდა და ბოლომდე სჯეროდა, რომ იპოვიდნენ... — ზღვაში მომხდარი ტრაგედია და დერეკის გადარჩენის სასწაული