"ულამაზესი დღის ულამაზესი პატარძალი მარიამი" - კიდევ ერთი შთამბეჭდავი ქორწილის კადრები, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა (ვიდეო) - მშობლები

"ულამაზესი დღის ულამაზესი პატარძალი მარიამი" - კიდევ ერთი შთამბეჭდავი ქორწილის კადრები, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა (ვიდეო)

2026-11-22 00:00:04+04:00

სოციალურ ქსელში კიდევ ერთმა ძალიან ლამაზმა ქორწილმა მიიქცია ყურადღება. ბათუმში გამართული გრანდიოზული ქორწილის პირველი კადრები ვიდეოგრაფმა და ინფლუენსერმა ხვიჩა ასამბაძემ გამოაქვეყნა წარწერით:"ულამაზესი დღის ულამაზესი პატარძალი მარიამი".

დღის მთავარი გმირები - ნეფე-პატარძალი - ბათუმელი მარიამ დიასამიძე და მისი რჩეული ნიკა ხაბაზი არიან.

ნიკამ მარიამს სექტემბერში სთხოვა ხელი და თანხმობაც მიიღო, მოგვიანებით მარიამმა დაწერა: "დღეს ყველაზე ბედნიერი დღე მაჩუქე, ნიკა.

ჯერ კიდევ ემოციებში ვარ და ვერ ვიჯერებ ამ ულამაზეს, მოულოდნელ სიურპრიზს. უბედნიერესი წუთები მაჩუქე და კიდევ ერთხელ დამარწმუნე, რომ შენთან ერთად ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი თავგადასავალი იწყება. ეს დღე ჩვენი ბედნიერი მომავლის დასაწყისი იყოს…
მიყვარხარ უსასრულოდ და მადლობა, რომ ჩემი ბედნიერება ხარ".
823897151-1049680764757552-1636030511771811477-n-1795292869.jpg
819481103-1050701527988809-3129247527584414340-n-1795292868.jpg
დღეს კი წყვილმა იქორწინა ძალიან ჯადოსნურ გარემოში. პატარძალმა ჯერ შთამბეჭდავი საპატარძლო კაბით გაიბრწყინა, რომელსაც გრძელი შლეიფი ამშვენებდა. დღის ბოლოს კი, რამდენიმესართულიანი ორიგინალური ტორტი, რომელმაც საზოგადოების არანაკლები ყურადღება დაიმსახურა, მოკლე თეთრ კაბაში გამოწყობილმა გაჭრა.
mariam4-1795292991.png
mariam445-1795292994.pngmariam55-1795292994.pngmariam6-1795292993.png
კადრები ილია სულამანიძის შთამბეჭდავი ქორწილიდან - ცნობილი სპორტსმენის მუსიკალური და საცეკვაო ნომრები და დაუვიწყარი საღამო (ფოტო+ვიდეო)
ქართულ-იტალიური ქორწილი რომში, მე-19 საუკუნის არისტოკრატულ სასახლეში (ვიდეო)
ორიგინალურად შემოსილი პატარძალი, თეა დარჩიას ცეკვა ქალიშვილთან ერთად, ცნობილი სტუმრები... - კადრები კიდევ ერთი გამორჩეული ქორწილიდან (ვიდეო)