"19 წლის ვარ... მთელი ცხოვრებაა, ვცეკვავ..." - რას ამბობს "სუხიშვილების" მშვენიერი მოცეკვავე, რომელსაც საერთაშორისო მედია 29 წლის ილია თოფურიას ახალ რჩეულს უწოდებს? - მშობლები

"19 წლის ვარ... მთელი ცხოვრებაა, ვცეკვავ..." - რას ამბობს "სუხიშვილების" მშვენიერი მოცეკვავე, რომელსაც საერთაშორისო მედია 29 წლის ილია თოფურიას ახალ რჩეულს უწოდებს?

2026-11-23 20:49:36+04:00

სულ რამდენიმე დღეა, საერთაშორისო მედია ცნობილი მებრძოლის, ილია თოფურიას ახალ სიყვარულზე - "სუხიშვილების" მოცეკვავე ლინა სიჭინავაზე წერს. თავდაპირველად ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, მერე კი ქართულ მედიაშიც და არც ილია თოფურიას და არც მის სავარაუდო რჩეულს არ გაუკეთებიათ კომენტარი, თუმცა არც უარუყვიათ ეს ხმები.

ilia2-42237-1795456615.webp

უფრო მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ ლინას ახალ ფოტოსესიაზე, ინსტაგრამზე, ილიას "გული" გამოჩნდა კომენტარის სახით და ლინამაც იმავეთი უპასუხა.

917282961-18475278145141495-4237529389194665628-n-1795457465.jpg910575858-18475278226141495-1814230757528018236-n-1795457465.jpg

906120054-18475278451141495-5696230681089452927-n-1795457465.jpg

ასევე, ინფორმაციის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს "სუხიშვილების" ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის საჯარო მიმართვა ლინას მიმართ:

"ლინა, ჩემო ლამაზო, უსაზღვროდ გახარებული ვარ იმ სიახლით, რაც შენს პირად ცხოვრებაში ხდება. სულ ასეთი მომღიმარი, ბედნიერი და ლამაზი იყავი მუდამ, ყველა იმ ბოროტი, შურიანი და ბოღმა ადამიანის ჯინაზე, ულევ სიყვარულს გისურვებ!"
ლინა ხელმძღვანელის პოსტსაც გამოეხმაურა: "დიდი მადლობა. მიყვარხართ".
lina3-1795456586.png
lina27-1795456588.png
ცნობისათვის, ლინა 19 წლის არის. ცეკვის გარდა, სწავლობს, მოდელობს, სტუდენტია და კულინარიითაც არის გატაცებული.
lina72-1795456587.pnglina7-1795456586.png
ცოტა ხნის წინ გადაცემა "მასტერშეფში" მონაწილეობდა, თუმცა 12 მთავარ კონკურსანტს შორის ვერ მოხვდა. წარდგენისას კი აღნიშნა:

- მე ვარ ლინა სიჭინავა, 19 წლის, "სუხიშვილების" ახალი თაობის მოცეკვავე, მთელი ცხოვრებაა ვცეკვავ, დღე ვერ წარმომიდგენია ცეკვის გარეშე... კიდევ ვსწავლობ და სხვა რამეებსაც მივედ-მოვედები.

იხილეთ ვიდეოში ვრცლად:

რაც შეეხება ილია თოფურიას, ყველასათვის ცნობილია, რომ მას აქამდე ორი ქორწინება ჰქონდა და ორი შვილი ჰყავს - უფროსი, ჰუგო, პირველი ქორწინებიდან და ქალიშვილი, ჯორჯინა, მეორე ქორწინებიდან, რომელიც სკანდალური განქორწინებით დასრულდა.

განქორწინებამ ის მასწავლა, რომ დედას უნდა დავუჯერო... დედებს ინტუიცია აქვთ და ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ - ილია თოფურიას მოულოდნელი აღიარება
სანამ ვინმეზე დაქორწინებას გადაწყვეტთ, აუცილებელია წინასწარ ფსიქოლოგიური შემოწმება, საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება... - რას ურჩევს ქალებს ილია თოფურიას ყოფილი ცოლი
ჩემო ჰუგიტო, ვფიქრობ, რა იგრძენი, როცა მიყურე, როგორ ვეცემი... გახსოვდეს, ცხოვრებაში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ... ჩემპიონია, ვინც ყოველთვის პოულობს წამოდგომის მიზეზს... ხასიათი არის ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს - ილია თოფურიას ემოციური წერილი შვილს