ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ რამდენიმე თვის წინ ქორწინების 4 წლისთავი 3 შვილით და ოჯახური ფოტოსესიით აღნიშნეს.

დღეს კი მესამე შვილი, 5 თვის ქეთო მონათლეს. ნათლობის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება - ქეთოს ნათლობის ცერემონიას მამა შალვა უძღვებოდა, ნათლია კი თათია ბიძინაშვილია, საერთაშორისო პროექტების განვითარების სპეციალისტი.




.jpg)
ქეთოს გარდა, ლიზას და ირაკლის 3 წლის გიო და ერთი წლის ნინა ჰყავთ.
ლიზამ სამედიცინო უნივერსიტეტი სულ ახლახან დაამთავრა. რეზიდენტურას ოფთალმოლოგიის მიმართულებით აგრძელებს. მისი თქმით, არ უჭირს დედობის და სწავლის შეთავსება, რადგან გვერდით ირაკლის სახით საუკეთესო ადამიანი ჰყავს.
თავად ირაკლი კი არაერთხელ აღნიშნავს, რომ უზომოდ გაუმართლა, ცხოვრებაში ლიზას რომ შეხვდა და ოჯახი მისი მთავარი ბედნიერებაა.