ექიმი, რომელსაც 190 წლით პატიმრობა მიესაჯა... - ის პაციენტების გადასხმის ხსნარებს წამლავდა - მშობლები

ექიმი, რომელსაც 190 წლით პატიმრობა მიესაჯა... - ის პაციენტების გადასხმის ხსნარებს წამლავდა

2026-11-25 11:08:31+04:00

პაციენტებს საოპერაციო მაგიდაზე გულის მძიმე გართულებები ეწყებოდათ, ერთი ადამიანი დაიღუპა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ საფრთხის წყარო სწორედ ის ექიმი იყო, რომელსაც მათი სიცოცხლე უნდა დაეცვა...

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატში, ანესთეზიოლოგ რეინალდო რივერა ორტიზ უმცროსს 190 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ ექიმი განზრახ ცვლიდა პაციენტებისთვის განკუთვნილი გადასხმის ხსნარების შემადგენლობას და მათში საშიშ მედიკამენტებს ამატებდა...შემზარავი დანაშაული დალასის ერთ-ერთ ქირურგიულ ცენტრში, Surgicare North Dallas-ში, 2022 წლის მაისიდან აგვისტომდე პერიოდში ხდებოდა.

როგორ წამლავდა ექიმი პაციენტებს?

გამოძიების მიხედვით, ორტიზი ფიზიოლოგიური ხსნარის პაკეტებში სხვადასხვა მედიკამენტს, მათ შორის ეპინეფრინს, ბუპივაკაინსა და ლიდოკაინს, ფარულად ამატებდა.შემდეგ დაბინძურებულ პაკეტებს სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილ ადგილზე აბრუნებდა. სხვა ექიმები კი მათ პაციენტების მკურნალობისას იყენებდნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ხსნარები მოწამლული იყო.

პაციენტებს ოპერაციების დროს მოულოდნელად ეწყებოდათ გულის მუშაობის დარღვევა და არტერიული წნევის მკვეთრი მატება. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკული ხდებოდა და სასწრაფო რეანიმაციული დახმარება სჭირდებოდა.ყველაზე შემზარავი ის იყო, რომ პაციენტები ნარკოზის ქვეშ იმყოფებოდნენ და მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ამ დანაშაულს ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა.

ერთ-ერთი ანესთეზიოლოგი ქალი, რომელიც იმავე სამედიცინო ცენტრში მუშაობდა, მოგვიანებით თავად გახდა მოწამვლის მსხვერპლი. მას ფიზიოლოგიური ხსნარით გადასხმა ჩაუტარდა, თუმცა პაკეტი დაბინძურებული აღმოჩნდა. ქალი გარდაიცვალა...

სხვა პაციენტებსაც მძიმე გართულებები განუვითარდათ. მათ შორის იყო 18 წლის ბიჭი, რომელსაც სინუსების ჩვეულებრივი ოპერაცია უტარდებოდა. მოულოდნელი კრიზისის გამო მისი გადაყვანა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გახდა საჭირო.

რატომ ჩაიდინა ექიმმა ეს დანაშაული?

გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ექიმის პროფესიულ პრობლემებს უკავშირდებოდა.იმ პერიოდში ორტიზს პრობლემები ჰქონდა ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ განვითარებული გართულების გამო. მის პროფესიულ საქმიანობას იკვლევდნენ და არსებობდა სამედიცინო ლიცენზიის დაკარგვის საფრთხეც.

პროკურატურის მტკიცებით, ექიმი კოლეგების ოპერაციების ჩაშლით ცდილობდა ყურადღების გადატანას საკუთარი პრობლემებიდან და მათთვის ზიანის მიყენებას...

გამოძიებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა სამედიცინო ცენტრში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ortiz-1795591329.webp

gbke0tbgfx-3qceucr8q6ftxl3kxctxaya6u6aivwdfaciwn3kuwnfuaiixfz5r5fku7m3cwkq0q3zvch-lgaolsxvi-p-5xnldw3fls-xs4bjpyjwj7u-sklo18gp-m-ahbo6mkvt3czh4sujmckxlihcwitjusm9ax-kwcyjoduppomphzkyr-tgc8m3sj-1795591329.jpeg

ვიდეომასალაში ჩანდა, როგორ იღებდა ექიმი გადასხმის პაკეტებს და შემდეგ უკან აბრუნებდა. მოგვიანებით ლაბორატორიულმა კვლევამაც დაადასტურა, რომ პაკეტებში ისეთი მედიკამენტები აღმოჩნდა, რომლებიც ფიზიოლოგიურ ხსნარში არ უნდა ყოფილიყო.

ამ მტკიცებულებებმა გამოძიებას დანაშაულის სქემის აღდგენის შესაძლებლობა მისცა.

190 წელი ციხეში

2024 წლის აპრილში ნაფიცმა მსაჯულებმა რეინალდო რივერა ორტიზ უმცროსი დამნაშავედ ცნეს. იმავე წლის 20 ნოემბერს მას 190 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

didkvp-b4ny-qpftr-k2syfx-wbyrq6sjecv5qpcgmso-zqyxgoagb0neqh4emi583kua6tiy5dbkbiiqmzmthrycxbkblmuv3zeoufcqgypsqxpxrlughzx0qkop2rjmzixopv52ul008uxxmiauh1qbqxvdwmgpohoh9itdrywgjuhpislerc07llyogw-1795591352.jpeg

ექიმმა განაჩენი გაასაჩივრა, თუმცა 2026 წლის 20 მაისს აშშ-ის მეხუთე სააპელაციო ოლქის სასამართლომ მისი მსჯავრდების გაუქმებაზე უარი თქვა და განაჩენი ძალაში დატოვა.

ეს საქმე ამერიკის სამედიცინო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ დანაშაულად დარჩება...

ზოგჯერ ყველაზე დიდი საფრთხე იქ ჩნდება, სადაც ადამიანი თავს ყველაზე დაცულად უნდა გრძნობდეს.

ქალი თავს ლიცენზირებულ მედდად ასაღებდა, ექიმების ხელმოწერებს აყალბებდა და ასე მუშაობდა დიაბეტიან ბავშვებთან - სკანდალური სასამართლო პროცესის დეტალები
ქირურგმა პაციენტს ელენთის ნაცვლად ღვიძლი ამოუღო, თუმცა ბოლომდე ირწმუნებოდა, რომ შეცდომა არ დაუშვია - ექიმს მკვლელობისთვის გაასამართლებენ