როგორ გახდა გაჭირვება და ოჯახური ტრაგედია 329 კილოგრამამდე გასუქების მიზეზი და როგორ შეძლო თამი სლეტონმა წონაში დაკლება და ცხოვრების თავიდან დაწყება — "საკვები ემოციურ სიცარიელეს მივსებდა..." - მშობლები

როგორ გახდა გაჭირვება და ოჯახური ტრაგედია 329 კილოგრამამდე გასუქების მიზეზი და როგორ შეძლო თამი სლეტონმა წონაში დაკლება და ცხოვრების თავიდან დაწყება — "საკვები ემოციურ სიცარიელეს მივსებდა..."

2026-11-25 11:34:13+04:00

რეალითი შოუს „1000-Lb Sisters“-ის ვარსკვლავი თამი სლეტონი წლების განმავლობაში ჭარბ წონას ებრძოდა. მისი მაქსიმალური წონა 329 კილოგრამს აღწევდა... დღეს კი ის სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესით ცხოვრობს — დამოუკიდებლად გადაადგილდება, გარეგნულად რადიკალურად შეიცვალა და პირად ცხოვრებაშიც ბედნიერება იპოვა.

თამი სლეტონის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ტრანსფორმაციაა, რომელიც ტელევიზიის მაყურებელს უნახავს.TLC-ის პოპულარულ გადაცემაში „1000-Lb Sisters“ მაყურებელი წლების განმავლობაში აკვირდებოდა მის ბრძოლას ჭარბ წონასთან, ჯანმრთელობის პრობლემებთან და გადაადგილების სირთულეებთან. წლების განმავლობაში თამი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირად ეტლით გადაადგილდებოდა და ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაც უჭირდა.თუმცა მან დანებება არ ისურვა.

სიმსუქნის ისტორია

თამისივე მონათხრობით, ის დაბადებიდანვე დიდი ბავშვი იყო. დაიბადა დაახლოებით 4.4 კილოგრამი წონით.როგორც თავად იხსენებდა, ორი-სამი წლის ასაკშიც კი მისთვის ჩვეულებრივი ზომის ტანსაცმლის შერჩევა უჭირდათ და დედას ხშირად უფროსებისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის გადაკეთება უწევდა.

განსაკუთრებით მძიმე პერიოდი მოზარდობაში დაიწყო. მისი თქმით, 20 წლის ასაკში უკვე დაახლოებით 227 კილოგრამს იწონიდა.

რა გახდა წონის მატების მიზეზი?

ისიც და მისი და, ემი სლეტონიც, ინტერვიუებში რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე საუბრობდნენ:

თამის თქმით, ჭარბი წონა ოჯახში გავრცელებული პრობლემა იყო. თავადაც აღნიშნავდა, რომ მათი ოჯახის წევრების უმეტესობას წონის პრობლემა ჰქონდა. ასევე დიდწილად მიზეზი იყო გაჭირვება და არასწორი კვება. დედა ოჯახს პრაქტიკულად მარტო არჩენდა და ერთდროულად სამ სამსახურში მუშაობდა. სახლში ხუთი ბავშვი იზრდებოდა.ამის გამო ბავშვებს ხშირად თავად უწევდათ საჭმლის მომზადება. ჯანსაღი კვების შესაძლებლობა და ცოდნა შეზღუდული ჰქონდათ.

თამი იხსენებდა, რომ მათი ყოველდღიური საკვები ხშირად იყო: სწრაფად მოსამზადებელი ნუდლსი; მზა სუპები; მაღალკალორიული ნახევარფაბრიკატები; სწრაფი კვების პროდუქტები.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება კი მის ისტორიაში1999 წელს უკავშირდება - როდესაც თამი დაახლოებით 12-13 წლის იყო, მათი საყვარელი ბებია გარდაიცვალა.დები ამ დანაკარგს ძალიან მძიმედ განიცდიდნენ. თამიმ მოგვიანებით თქვა, რომ ბებიის გარდაცვალების შემდეგ საკვები ემოციური სიცარიელის შევსების საშუალებად იქცა.

ემიმაც აღიარა, რომ საკუთარ გრძნობებს ჭამით უმკლავდებოდა.

p5-tiivyypu6n0olug0jvyr3x7xvvdngtjfru3hr7pjimjc6oysdseucfefpmq4s6r8ccnscszn9dauhkn3pvivljplhh9xxqgxa3igib7oepvtpug-wb7-n-jxtn83ob-jzw5thd6hazupboqgfvwyne7p87vbwp-aol90gaorlsxk-rxkliulhdtakbsj-1795592959.jpeg
დები სლეტონები

თამი მოგვიანებით საუბრობდა დეპრესიაზე, რთულ ემოციურ პერიოდებსა და საკვებზე დამოკიდებულებაზე.ერთ-ერთ სატელევიზიო სესიაზე თერაპევტთან მან აღიარა, რომ მძიმე პერიოდში ალკოჰოლსა და სხვა მავნე ჩვევებსაც მიმართავდა. თუმცა პირადი ტრავმების დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

თამის ისტორია მხოლოდ ჭარბი კვების ამბავი არ არის. მასში ერთმანეთს დაემთხვა ოჯახური გარემო, ეკონომიკური სირთულეები, ბავშვობის ემოციური ტრავმა, გენეტიკური მიდრეკილება და საკვებთან არაჯანსაღი ურთიერთობა.რა თქმა უნდა, ეს ფაქტორები სიმსუქნის ყველა მიზეზს სამედიცინო თვალსაზრისით სრულად არ ხსნის, მაგრამ თავად თამი სწორედ ამ გარემოებებს უკავშირებდა თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

tammy-as-a-teenager-in-highscool-a-picture-of-her-at-the-v0-q3p9kiy9eg771-1795593056.webptammy-as-a-teenager-in-highscool-a-picture-of-her-at-the-v0-gjlcj41aeg771-1795593056.webp

1000-lb-sisters-tammy-slaton-reveals-officially-down-500-pounds-amy-and-tammy-1795593056.webp
დები სლეტონები

4481125-1795593056.jpg

221 კილოგრამზე მეტი დაიკლო

თამის ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი წონის კლების პროგრამა და ბარიატრიული ოპერაცია აღმოჩნდა.2025 წლის აპრილში მან განაცხადა, რომ დაახლოებით 108 კილოგრამს იწონიდა. ეს ნიშნავს, რომ საწყის მაქსიმალურ წონასთან შედარებით დაახლოებით 221 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული.

tammy-slaton-star-of-1000-lb-sisters-is-barely-recognizable-v0-sh7gb1tz2jef1-1795593178.webptammy-slaton-mc-250723-19d187-1795593178.jpg

მისი ცვლილება მხოლოდ ციფრებით არ შემოიფარგლებოდა — გაუმჯობესდა მოძრაობის უნარი, დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლო და ყოველდღიურ ცხოვრებაში გაცილებით მეტი თავისუფლება მოიპოვა.

წონის ასეთი მასშტაბური კლების შემდეგ თამის სხეულზე დიდი რაოდენობით ზედმეტი კანი დარჩა. ამის გამო 2025 წლის 18 იანვარს მას კანის მოცილების რთული ოპერაცია ჩაუტარდა.ქირურგიულმა ჩარევამ დაახლოებით რვა საათს გასტანა. ექიმებმა ნიკაპის, მკლავებისა და მუცლის მიდამოებიდან 15 ფუნტზე მეტი, ანუ დაახლოებით 6.8 კილოგრამი ზედმეტი კანი მოაცილეს.

ოპერაციის შედეგები TLC-ის გადაცემის „1000-Lb Sisters“ მეშვიდე სეზონის ფინალში აჩვენეს. მაყურებელი განსაკუთრებით გაოცებული დარჩა მისი შეცვლილი გარეგნობით.

თამისთვის ეს მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება არ ყოფილა — ზედმეტი კანის მოცილება მის ფიზიკურ კომფორტსაც უკავშირდებოდა.

1000-lb-sisters-tammy-slaton-mc-240424-2ca3bb-1795593178.webp

წონის კლებასთან ერთად თამის მობილობაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ქალი, რომელსაც ადრე გადაადგილებისთვის დახმარება სჭირდებოდა, ახლა დამოუკიდებლად დადის.მან ასევე აღნიშნა, რომ აღარ სჭირდებოდა ჟანგბადის აპარატი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო იყენებდა.ეს ცვლილებები მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

თამის ცხოვრებაში ცვლილებები მხოლოდ ჯანმრთელობასა და გარეგნობას არ შეხებია.

2025 წელს ცნობილი გახდა მისი ნიშნობის შესახებ. მისი რჩეულია ანდრეა დალტონი. თამიმ ნიშნობის ბეჭედიც აჩვენა და საჯაროდ ისაუბრა ახალ ურთიერთობაზე.მათი ურთიერთობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ქალის ცხოვრებაში, რომელიც წლების განმავლობაში ჯანმრთელობისა და პირადი სირთულეების დაძლევას ცდილობდა.

140 კილოგრამს რომ ვიწონიდი, დღეში 4 ლიტრ წყალს ვსვამდი… კლების პერიოდში, მხოლოდ ორი რამ მქონდა აკრძალული - გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი - იაკო ჭალაგანიძე იხსენებს, როგორ მოახერხა 80 კილოგრამის დაკლება
როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც 15 წელზე მეტია, ანორექსიით იტანჯება და 17 კილოგრამს იწონიდა - 33 წლის კრისტინას ისტორია
97 კილო დავიკელი... მანამდე ჩურჩულებდნენ, რამხელააო. ახლა ამბობენ: ვაიმე, როგორ გახდა! 132 კილო გავთხოვდი, ჩემი ქმარი სიგიჟემდე იყო შეყვარებული... რომ გავხდი, მიმატოვა... - მარიამ ბოლქვაძე