ბიანკა ცენსორიმ გიგანტური თოჯინა-ორეული შექმნა, რომლის წინაშეც მუხლებზე უნდა დადგნენ - "ისტორიაში პირველად, ბიანკა ალაპარაკდება..." - მშობლები

ბიანკა ცენსორიმ გიგანტური თოჯინა-ორეული შექმნა, რომლის წინაშეც მუხლებზე უნდა დადგნენ - "ისტორიაში პირველად, ბიანკა ალაპარაკდება..."

2026-11-26 10:27:09+04:00

49 წლის კანიე უესტის მეუღლემ, 31 წლის ბიანკა ცენსორიმ, საკუთარი თავის ასლი თოჯინა შექმნა, რომლის წინაშეც გულშემატკივრებს მუხლებზე დადგომა მოუწევთ. პირად ბლოგზე მან გამოაცხადა გამოფენა სახელწოდებით „Bio Pop 02: Bianca is ny baby doll (The Idol)“, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართება და რომლის ცენტრალურ ნაწილსაც სამი მეტრის სიმაღლის რობოტი წარმოადგენს.

original-1-1795675085.webp

„ისტორიაში პირველად, ბიანკა ცენსორი ისაუბრებს“, - მიაწერა მან პოსტს. ცნობილია, რომ ბიანკას რობოტული ავტოპორტრეტის შექმნას, რომელიც მისი ხმით ილაპარაკებს, ხუთი წელი დასჭირდა. რობოტისთვის კითხვის დასასმელად და პასუხის მისაღებად გულშემატკივრებს მის წინაშე მუხლებზე დადგომა მოუწევთ.

original-2-1795675085.webp

წელს, მარტში, ბიანკას სარეჟისორო დებიუტიც ჰქონდა - მან გადაიღო კანიე უესტის სიმღერის „Father“-ის მუსიკალური ვიდეო, რომელიც რეპერმა ტრევის სკოტთან ერთად ჩაწერა.

ბიანკას ხშირად აკრიტიკებენ ინტერნეტში შიშველი გარეგნობის გამო. ჭორების თანახმად, მისი ქმარი ამაში ფულს უხდის. თავად ცენსორიმ ადრე განაცხადა, რომ „დაიღალა სიშიშვლით“, თუმცა კვლავ აგრძელებს გამოჩენას გამომწვევი სამოსით.

9e7bba6a-e53f-11ef-b6b5-02420a0000c9-1795675168.jpg

728x408-1-c2c56a5dbaf1c458bdde8d22822a36fc1456x816-0xfq3onqxm-7193143410524574574-1795675169.jpg.webporiginal-1795675169.webp

სკანდალურმა რეპერმა კანიე უესტმა 2022 წელს იქორწინა ბიანკა ცენსორისზე, მისი Yeezy ბრენდის ყოფილ თანამშრომელზე. ქორწინებამდე ის თითქმის რვა წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული კიმ კარდაშიანზე, რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავს. ამჟამად კიმი ხვდება მრბოლელ ლუის ჰამილტონს, რომელსაც ხშირად გულშემატკივრობს შეჯიბრებებზე.

კიმ კარდაშიანმა ყველა გააოცა ძიძების რაოდენობით - რამდენი ძიძა უვლის მილიარდერი ვარსკვლავის 4 შვილს?
კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 13 წლის ქალიშვილმა პირველი სოლო კონცერტი გამართა — შვილის კონცერტს ორივე ვარსკვლავი დაესწრო, რომლებიც რა ხანია, გაცილებულები არიან