კაცი, რომელსაც ცნობილი მოდელების მრავალწლიანი მეგობრობა შეეწირა და ჯოან სმოლსის პირველი კომენტარი - "ჩვენი რომანის ყველა დეტალი იცოდა, შეტყობინებების დაწერაშიც კი მეხმარებოდა... მერე კი თვითონ გააბა რომანი" - მშობლები

კაცი, რომელსაც ცნობილი მოდელების მრავალწლიანი მეგობრობა შეეწირა და ჯოან სმოლსის პირველი კომენტარი - "ჩვენი რომანის ყველა დეტალი იცოდა, შეტყობინებების დაწერაშიც კი მეხმარებოდა... მერე კი თვითონ გააბა რომანი"

2026-11-27 21:18:35+04:00

38 წლის მოდელმა ჯოან სმოლსმა პირველად დეტალურად ისაუბრა Victoria's Secret-ის კიდევ ერთ ვარსკვლავ კენდის სვეინპულთან დიდი ხნის მეგობრობის დანგრევაზე. მოდელმა ეს ამბავი The Cutting Room Floor პოდკასტში გააზიარა.

ჯოან სმოლსმა დაადასტურა ჭორები, რომ მათი დაშორება უკავშირდება კენდისის რომანს მის ყოფილ შეყვარებულთან, ტომ ბრედისთან, რომელიც, სხვათა შორის, ადრე კიდევ ერთ სუპერმოდელ ჟიზელ ბიუნდჰენზე იყო დაქორწინებული და მოგვიანებით მოდელ ირინა შეიკსაც ხვდებოდა. ჯოან სმოლსის თქმით, სწორედ ამ მამაკაცის გამო შეწყვიტეს მან და კენდისმა ურთიერთობა...

f8955af17d3457c3662277028afef3c5af-joan-smalls-candice-swanepoel1xrsquare-1795801759.w1400.webp
კენდისი და ჯოანი

joan-smalls-candice-swanepoel-1795801759.pnglarge-26273-3243654-1-1795801760.jpg

სმოლსმა პირველად აღიარა, რომ რვათვიანი ურთიერთობა ჰქონდა ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავ ტომ ბრედისთან.

original-2-1795801836.webp
ტომ ბრედი

როგორც ახლო მეგობარმა, კენდისმა რომანის ყველა დეტალი იცოდა და ჯოანს ბრედთან შეტყობინებების დაწერაშიც კი ეხმარებოდა. წყვილის დაშორებიდან სამი თვის შემდეგ კი, კენდისმა მეგობარს შეტყობინება მისწერა და საუბარი სთხოვა. სმოლსს გაუმხილა, რომ ახლა ის ხვდებოდა მეგობრის ყოფილ შეყვარებულს, რაც ჯოანისთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, კენდისმა ტომთან ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯოან და ტომი დაშორდნენ, და დაშორების მიზეზი კენდისი არ ყოფილა, თუმცა ჯოანი მაინც განაწყენებული დარჩა.

864x1080-0xzg3a1ztp-0482387590521073084-1792917702-1795801905.jpg
ჯოანი, კენდისი და ირინა შეიკი

original-1-1795801905.webp

tropic-c-victorias-secret-collaboration02-1795801905.jpgoriginal-1795801905.webp

ჯოან სმოლსმა ასევე განაცხადა, რომ კენდისი ცდილობდა თავისი ქმედებების გამართლებას. მან მეგობრის ურთიერთობას ბრედისთან უაზრო უწოდა და მისი გრძნობები დააკნინა. მოდელის თქმით, სვეინპოლმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ტომ ბრედისთან ურთიერთობის გაგრძელება...

„მე უბრალოდ გულახდილი ვიყავი მეგობართან, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ძალიან ბევრს ვუზიარებდი საკუთარ თავზე, ჩემს გულს ვუხსნიდი“, - თქვა სმოლსმა...

მოდელები 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ახლო მეგობრები იყვნენ და ერთად აგარაკის ყიდვასაც კი გეგმავდნენ. „ვინ გაუკეთებს ამას ადამიანს, ვისთან ერთადაც აგარაკის ყიდვას აპირებდი? მივხვდი, ერთგულებას არ აქვს გარანტიები“, - აღნიშნა ჯოანმა. მან დასძინა, რომ იმედოვნებს, კენდისი მიიღებს იმას, რაც სურს და რომ მისი ამად გადაწყვეტილება ღირდა. თავად კენდის სვეინპოლმა კომენტარი არ გააკეთა სიტუაციაზე...

ჯოან სმოლსს, კენდის სვეინპოლისა და ირინა შეიკს შორის დაპირისპირების შესახებ ჭორები ოქტომბერში Victoria's Secret-ის ჩვენების შემდეგ გავრცელდა. გულშემატკივრებმა შენიშნეს, რომ სმოლსი და სვეინპოლი ერთმანეთს თავს არიდებდნენ და ერთად ფოტოებს არ იღებდნენ. ჯოანმა ასევე წაშალა კენდისისა და მისი შეყვარებულის ფოტოები სოციალური ქსელებიდან და გააუქმა მისი გამოწერა. კენდისის შესახებ გამომწერების კითხვებზე პასუხად, მოდელმა დაწერა: „მე მოღალატეებთან არ ვმეგობრობ“. ირინა შეიკმა ასევე გააუქმა კენდის სვეინპოლის გამოწერა. რუსი სუპერმოდელი 2024 წელს ცოტა ხნით ხვდებოდა ტომ ბრედის, მაგრამ ამან გავლენა არ მოახდინა მის მეგობრობაზე ჯოანთან...

  • ტომ ბრედის ყველა იცნობდა, როგორც წარმატებულ სპორტსმენს, ტოპმოდელ ჟიზელ ბიუნდჰენთან ქორწინების შემდეგ კი ის მთელმა შოუბიზნესმა გაიცნო. წყვილი 2009 წლის თებერვალში დაქორწინდა. ორი შვილი შეეძინათ და ათ წელზე მეტხნიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ - მიზეზი ბრედის კარიერა იყო, რომელიც, ჟიზელის თქმით, მან ოჯახზე წინ დააყენა. არადა, ჟიზელმა ფაქტობრივად მოდელობაზეც უარი თქვა ამ ქორწინების გამო.

images-2-1792917778.jfif

63b1a809f1f2b4d3552ed17304e1ac23-cropped-510x640-1792917777.webp
ბრედი და ჟიზელი

741x744-0xac120003-9930113411560285595-1792917777.jpg

Deuxmoi-ს ცნობით, ჯოან სმოლსი ტომს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა. ეს მოხდა ჟიზელთან განქორწინების შემდეგ მალევე. კენდის სვეინპოლი, რომელიც მეგობრის - ჟიზელ ბიუნდჰენის გამო ღელავდა, ჯოან სმოლსის ქმედებებს მაშინ ღალატად მიიჩნევდა...

images-1792918001.jfif
ჯოან სმოლსი

როგორც ამბობენ, გარკვეული დროის შემდეგ, კენდისს თავად შეუყვარდა ტომი და სწორედ ამის შემდეგ დაწერა ჯოანმა სოციალურ ქსელში ღალატის შესახებ კომენტარი, რომელიც მალევე წაიშალა: „ზოგიერთ ადამიანში „გოგონების კოდი“ არ არსებობს.“ წარმოუდგენელია, როგორი უპატივცემულობითა და ზიზღით გექცევიან. უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ზოგიერთ ადამიანს თავმდაბლობა და მორალური პრინციპები აკლია. ის, თუ როგორ გაიძულებენ საკუთარ გრძნობებში ეჭვი შეიტანო, მოგატყუონ და გააბათილო ისინი, 15-წლიანი მეგობრობის შემდეგ ყველაზე მტკივნეული დარტყმაა ზურგში. არც სიტყვიერი და არც წერილობითი „ბოდიში“.

original-1792918040.webp
კენდის სვეინპოლი

tom-brady-1-16x9-1-1792917778.webp

„სირცხვილი შენ, Victoria Secret! ეს ქალი რატომ გამოგყავთ! - Victoria's Secret-ის შოუში მონაწილეობის შემდეგ ირინა შეიკს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს
ნამდვილი შეურაცხყოფაა იმ მოდელებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ - კაილი ჯენერმა Victoria’s Secret-ის შოუზე 50-მილიონდოლარიანი ბიუსტჰალტერი მოირგო, რასაც კრიტიკა მოჰყვა