სკანდალი ქორწილში, რომელსაც სოციალურ ქსელში განიხილავენ... - მომღერალმა ბავშვი, რომელიც ხელს უშლიდა, წიხლით მოიშორა თავიდან (ვიდეო) - მშობლები

სკანდალი ქორწილში, რომელსაც სოციალურ ქსელში განიხილავენ... - მომღერალმა ბავშვი, რომელიც ხელს უშლიდა, წიხლით მოიშორა თავიდან (ვიდეო)

2026-11-28 10:13:12+04:00

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ქორწილში მომხდარ ინციდენტს ასახავს. კადრში ჩანს, როგორ უმღერის ახალგაზრდა მამაკაცი ახალდაქორწინებულებს, ორი ბავშვი კი ხელს უშლის. ახალგაზრდამ საბოლოოდ ერთ-ერთ არასრულწლოვანს მკერდში ფეხი მიარტყა...

ჩუის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ინციდენტი 25 ნოემბერს სოკულუკის სოფელში მოხდა, ყირგიზეთში.

პოლიციამ ყველა მონაწილის ვინაობა დაადგინა. გამოძიების შედეგების საფუძველზე შეფასება გაკეთდება.

ინციდენტი ვიდეოზეა გადაღებული და სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

საინტერესო ის არის, რომ სოციალური მედიის მომხმარებლები ორ ჯგუფად არიან გაყოფილი. ზოგი ბავშვების მშობლებს საყვედურობს იმის გამო, რომ ისინი ღონისძიებაზე მიიყვანეს და არ მიხედეს. სხვები კი შოკირებულნი არიან ამ პოზიციით და მამაკაცისთვის მკაცრ სასჯელს მოითხოვენ.

  • „სად არიან მშობლები?! მთავარი ბავშვების გაჩენა კი არა, აღზრდაა!!!“ - წერს ვიღაც.
  • „ბავშვები ასეთ ღონისძიებებზე არ უნდა მიიყვანონ. თუ ასეა, უნდა აკონტროლონ და არ უნდა შეუშალონ ხელი სხვებს საქმიანობაში... რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, საქორწინო ტორტი რომ დააგდო ბავშვმა. მიხედეთ შვილებს!“
  • „ბიჭი, სავარაუდოდ, ნათესავია და არა დაქირავებული მომღერალი... ნეტავ, მამა ხომ არ არის ბავშვის ან ბიძა?“
  • „ხალხო, ვინც „მომღერალს“ ამართლებთ, რაზე საუბრობთ? ბავშვს მკერდში ურტყამს წიხლს! ეს განსახილველიც კი არ არის, საშინელებაა, საშიშია!“
კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც სიძემ პატარძალს ხელი გაარტყა... - დეტალები
ონლაინ-ქორწილი - სიძე-პატარძალი ამერიკიდან ზუმით ჩაერთო შეკრებილ სტუმრებს (ვიდეო)
თურქი სიძე-პატარძალი, რომელიც ზღაპრული ოდენობის ოქროთი იწონებდა თავს, დააპატიმრეს - გახმაურებული ქორწილის დეტალები