ჭიათურის რაინოს სოფელ გეზრულში ზარი ერთადერთი მე-12 კლასელისთვის დაირეკა. ლეილა კილაძე მე-9 კლასიდან ერთადერთი მოსწავლეა კლასში. მის შესახებ სიუჟეტი გადაცემამ, დილა მშვიდობისა საქარველო, მოამზადა.
"მიუხედავად იმისა, რომ კლასელი არ მყავდა, ჩემი პერანგი სავსეა წარწერებით, დაბალი კლასელების ბავშვებმა დამაწერეს, მასწავლებლებმა, სოფლის არა მაცხოვრებლებმაც კი...სულ 24 მოსწავლე არის სკოლაში, მიუხედავად იმისა, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან წარმატებებით. ერთი სიტყვით, სკოლა იბრძვის იმისათვის, რომ ჩვენი სოფლის სახელი არასოდეს არ შეარცხვინონ.
როდესაც კლასში არავინ არ არის და მასწავლებელს მხოლოდ ერთი მოსწავლე ხვდება, ყველა შეკითხვა მოდის ჩემზე, მარტო ერთ მოსწავლეზე, დავალებები მე უნდა შევასრულო, რასაც მასწავლებელი მაძლევს, მხოლოდ ანუ ერთმა მოსწავლემ. ბავშვებს, რომლებიც ჩემსავით მარტო არიან, ვურჩევდი, რომ გამოიჩინონ მოთმინება, ეცადონ, რომ რაც შეიძლება თავიანთ თავზე იყვნენ ორიენტირებული ყველაზე მეტად და საკუთარი თავი თვითონვე გაამხნეონ. ცოდნას რასაც იღებენ, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი მომავლისთვის.
მყავს დედა და ვართ ოთხი დედმამიშვილი. ოთხ დედმამიშვილში მე ვარ ყველაზე უფროსი და თავისთავად, დედაჩემთან ყველაზე მეტად ახლოს ვარ. ყველაფერში ვეხმარები, ბავშვების აღზრდაშიც ვეხმარებოდი. დღემდე ჩემს და-ძმებს ვამეცადინებ სულ. თავისუფალი დრო როდესაც მაქვს, ვხატავ იმიტომ, რომ ხატვა ძალიან მიყვარს. როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ ან რაიმე მაწუხებს, გადმომაქვს ფურცელზე და მიყვარს ყველაზე მეტად ფანქრით ხატვა. ფიქრობ, რომ ახალ ეტაპზე ბევრი სირთულე შემხვდება, მაგრამ ვეცდები, რომ ყველა გამოწვევას გავუმკლავდე და წარმატებას მივაღწიო. ჩემი მიზანია ეხლა ამ ეტაპზე გამოცდების წარმატებით ჩაბარებაა და სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრა, მას შემდეგ, რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჩემი ფაკულტეტით, ანუ პროფესიით დავსაქმდე და ჩემს ოჯახს კიდევ მეტად დავეხმარო. ჩემს სოფელში, გეზრულში, ყველა გვერდში მედგა, როგორც სკოლის პედაგოგები, ისე აქ მაცხოვრებლები, ამიტომ ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა, გავამართლო მათი იმედები და ჩემი გეგმებიც განვახორციელო. ყველანაირად ვეცდები რაიმეთი თუ შესაძლებლობა მექნება, დავეხმარო ამ სოფელს.“ - ამბობს ლეილა.