როდის დაიწყება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - მშობლები

როდის დაიწყება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან

2026-06-12 12:50:19+04:00

ყოველწლიურად ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისის პირველ რიცხვებში იწყება. წელს, უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების გამო, აბიტურიენტთა ცნობარის გამოქვეყნებამაც და რეგისტრაციის თარიღმაც გადაიწია.

შესაბამისად, აბიტურიენტთა სხვადასხვა ჯგუფში აქტიურად კითხულობენ, ხომ არ გადაიწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი. ასევე, აბიტურიენტებს აინტერესებთ, როდის მიიღებენ საგამოცდო ბარათებს.

შეკითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, სადაც განაცხადეს:

"გაცნობებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც წინა წლებში, მიმდინარე წელსაც ივლისში ჩატარდება. გამოცდების თარიღებისა და საგამოცდო ბარათების შესახებ ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება", - გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა, განაცხადა, რომ გამოცდების დაწყებისა და შედეგების გამოქვეყნების თარიღი არ გადაიწევს. ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

თამარ იაკობაშვილი

რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან და რა მიზეზებით შეიძლება, არ გასწორდეს მისი ნაშრომი - დეტალები
რომელი საგანი აირჩია ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა და რომელი - ყველაზე ნაკლებმა, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის - სტატისტიკა