რომელი საგანი აირჩია ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის - სტატისტიკა - მშობლები

რომელი საგანი აირჩია ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა და რომელი - ყველაზე ნაკლებმა, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის - სტატისტიკა

2026-05-27 15:27:17+04:00
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა.
მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ლიტერატურა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:
  • ისტორია აირჩია – 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა აირჩია – 15 400-ზე აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია აირჩია – 4 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია აირჩია – 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სამოქალაქო განათლება აირჩია - 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია აირჩია – 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა აირჩია – 1 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა აირჩია – 1 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება აირჩია - 280-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

შედარებისთვის, თუ 2025 წლის სტატისტიკას გადავხედავთ, გასულ წელსაც ყველაზე მოთხოვნადი არჩევითი საგანი ისტორია იყო.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია აირჩია 2 300-მა აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სამოქალაქო განათლება აირჩია 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა აირჩია 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია აირჩია 3 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

როგორი იყო სხვა წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის არჩევითი საგნების სტატისტიკა, შეგიძლიათ, ვრცლად ნახოთ ბმულზე.

თამარ იაკობაშვილი

როდიდან ექნებათ აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის შესაძლებლობა და რა ინფორმაციაა მასზე დატანილი - დეტალები
რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს
​რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი და ვის ევალება ატესტატის წარდგენა - დეტალები