"64 უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 19-ია სახელმწიფო. აბიტურიენტების 79%-ზე მეტმა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე გააკეთა" - გივი მიქანაძე - მშობლები

რამდენმა აბიტურიენტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე? - "64 უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 19-ია სახელმწიფო..."

2026-07-01 11:21:04+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე, გადაცემაში "დისკუსია აქტუალურ თემაზე" აღნიშნავს, რომ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, კერძო უნივერსიტეტებთან შედარებით, 4-ჯერ მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მისი თქმით, აბიტურიენტების მოთხოვნა მომდევნო სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის სრულად დაფინანსებამ გამოიწვია:

- სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა მთლიანად უფასო ხდება. სწავლის ყველა საფეხური სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. თუ ადამიანს აქვს სურვილი, მიზანი, მოტივაცია, ჩვენ ამით მოტივაციას მაქსიმალურად ვუმაღლებთ. რეალურად, სტატისტიკამაც ეს წარმოაჩინა. მინდა, გითხრათ, რომ არჩევანი, რომელიც წელს აბიტურიენტებმა გააკეთეს (43 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე), 79%-ზე მეტ შემთხვევაში პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზეა გაკეთებული. ანუ, 4-ჯერ მეტი პირველადი არჩევანი არის სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, მაშინ, როდესაც 64 უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 19-ია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. აბიტურიენტების 79%-ზე მეტმა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე გააკეთა. 20%-ზე ოდნავ მეტმა პირველადი არჩევანი კერძო უნივერსიტეტებზე გააკეთა. აქაც საზოგადოების განწყობა, მზაობა, დამოკიდებულება როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართ, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებაში, აშკარად გამოხატულია ამ ტენდენციით.

ბევრი შემთხვევა ვიცი, ტაქსის მძღოლს გზა აერია და ბავშვი სხვა სკოლაში მიიყვანა - რატომ აგვიანებენ აბიტურიენტები გამოცდაზე ყველაზე ხშირად და რა შემთხვევაში შეიძლება, დამატებითი ტესტირების ჩატარება
აბიტურიენტს საგამოცდო პროცესზე პლასტმასის ბოთლით წყლის შეტანა შეუძლია... ყოფილა შემთხვევები, ხუთლიტრიანი ბოთლიც წამოუღიათ - თამარ მემანიშვილი
დაგჭირდებათ თუ არა ატესტატის წარდგენა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ხომ არ შეექმნებათ აბიტურიენტებს დაბრკოლება, თუკი მათ საგამოცდო ბარათზე ფოტო არ არის დატანილი - დეტალები