დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
პირველი სესიიდან აბიტურიენტები უკვე გამოდიან და სხვადასხვა ჯგუფში ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ წერით დავალებად პროგრამული ტექსტებიდან შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", კონკრეტულად კი ტარიელის და ავთანდილის შეხვედრის მონაკვეთი მოვიდა. არაპროგრამულიდან - ლევან გოთუას "გმირთა ვარამი".
როგორც აბიტურიენტები წერენ, თეზისები შემდეგი შინაარსის იყო: "გონივრული მოსმენა და რჩევა მხოლოდ გონიერ ადამიანს შეუძლია"; "საერთო ტკივილი მოსისხლე მტრებსაც აერთიანებთ".
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.
ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, შემდეგი საკითხები უნდა გაითვალისწინოთ: