რა შემთხვევაში შეუძლია მშობელს შვილის ატესტატის გატანა - დეტალები - მშობლები

რა შემთხვევაში შეუძლია მშობელს შვილის ატესტატის გატანა - დეტალები

2026-07-03 11:25:30+04:00

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის, გაცემა 22 ივნისიდან დაიწყო.

ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ, ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა), ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - მშობელმა.

შეუძლია, თუ არა ატესტატის გატანა მშობელს როგორც არასრულწლოვანი, ისე სრულწლოვანი შვილის შემთხვევაში, ეს დეტალი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადავამოწმეთ.

როგორც სააგენტოში განგვიცხადეს, თუ ატესტატის მფლობელი 17 წლისაა (ან ნებისმიერი არასრულწლოვანი), განაცხადი მშობელმა უნდა შეავსოს. ვინაიდან განმცხადებელი თავად მშობელი ხდება, დოკუმენტის გატანის უფლებაც მასვე აქვს. ამ დროს მშობელმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინოს.

14 წლიდან პირადობის მოწმობის ქონა სავალდებულოა, თუმცა არასრულწლოვანი პირის ნაცვლად განაცხადს მაინც მშობელი აკეთებს. ​

როდესაც პირი 18 წლის (სრულწლოვანი) ხდება, პერსონალური მონაცემების დაცვის გამო, განაცხადი მან თავად უნდა შეავსოს. მშობლისგან დამოუკიდებლად განაცხადის გაკეთება მხოლოდ სრულწლოვანების ასაკიდანაა შესაძლებელი. განაცხადის შევსებისას სრულწლოვან პირს უფლება აქვს, რომ დოკუმენტის გამტანად ნებისმიერი პირი, მათ შორის, მშობელი მიუთითოს. ასეთ შემთხვევაში, დოკუმენტს სააგენტოდან მხოლოდ განაცხადში დასახელებული პირი გაიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სრულწლოვანმა პირმა ატესტატი თავად უნდა გამოითხოვოს.

ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - პირველი დღის პირველი სესიის თემები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, დაგვიანებული აბიტურიენტები და აუცილებელი წესები
რამდენმა აბიტურიენტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე? - 64 უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 19-ია სახელმწიფო...
ბევრი შემთხვევა ვიცი, ტაქსის მძღოლს გზა აერია და ბავშვი სხვა სკოლაში მიიყვანა - რატომ აგვიანებენ აბიტურიენტები გამოცდაზე ყველაზე ხშირად და რა შემთხვევაში შეიძლება, დამატებითი ტესტირების ჩატარება