პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე ქალიშვილის - ანნას ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს. რას გრძნობს ანა ეკლესიაში და რას სთხოვს ღმერთს?
- ყოველ ღამე, რომ ვლოცულობთ, მაგას ვთხოვ. და მადლობას ვუხდი, რომ ასეთი კარგი დედა და მამა გვყავს ჩვენ, მე და ლილის... და აი, ამ პატარა მესამე გოგოს... - ამბობს ანნა.
ნოესთვის მომავალი პატარა მეხუთე შვილი იქნება. მას პირველი ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, ლიზა და ალექსანდრე, ჯანეტთან კი გოგონები - ლილი და ანნა. ვნახოთ, რა სახელს შეურჩევს მესამე პატარას ვარსკვლავური წყვილი.


ფემხძიმე ჯანეტი შესანიშნავად გამოიყურება. ხშირად დებს ფოტოებს ქალიშვილებთან ერთად.

"ახლა რომ ვაანალიზებ ჩემს ცხოვრებას, ვხვდები, რომ აი, რამდენი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მქონდა, კარგი თუ ცუდი, მაგრამ ფასი არაფერს აქვს მას მერე, რაც შევუღლდი და მეყოლა ბავშვები. მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს და მადლობა ღმერთს, რომ ასეა. ჩემთვის ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. დღეს მე ვარ სავსე და ბედნიერი, რომ მყავს ასეთი მეუღლე და ორი პატარა", - აღნიშნა ჯანეტმა ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში.
.