სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლისათვის მისაღებ სტუდენტთა კვოტები კიდევ ერთხელ შეიცვალა - ნახეთ ანალიზი, რომელ უნივერსიტეტს რა პროგრამა დაემატა - მშობლები

სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლისათვის მისაღებ სტუდენტთა კვოტები კიდევ ერთხელ შეიცვალა - ნახეთ ანალიზი, რომელ უნივერსიტეტს რა პროგრამა დაემატა

2026-08-06 18:43:37+04:00

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა კვოტები კიდევ ერთხელ შეიცვალა. ცვლილება „2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებაში შევიდა.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, წელს ბაკალავრიატზე მისაღებ სტუდენტთა ჯამური რაოდენობა 21,709 იქნება. აქამდე კვოტა 21,574 იყო.

ორივე დოკუმენტი დეტალურად შევისწავლეთ და გაგიზიარებთ მონაცემებს, თუ რის ხარჯზე შეიცვალა მისაღები ადგილების რიცხვი.

ახალ სიაში დაემატა შემდეგი პროგრამები:

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია-დრონის ტექნოლოგიები და აგროსისტემები (30 ადგილი)

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

ტურიზმი (ქ. ახალციხე) (40 ადგილი)

ტურიზმი (ქ. ახალქალაქი) (20 ადგილი)

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

ტურიზმი (30 ადგილი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

რუსისტიკა (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 15 ადგილი.

სხვა პროგრამებზე მისაღები ადგილები იგივე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ახალი დადგენილების მიხედვით, აგრარული მიმართულების პროგრამები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულად გადავიდა.

თამარ იაკობაშვილი

აგრარული მიმართულების პროგრამები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადადის - რომელ პროგრამებზეა საუბარი და როდის მიიღებენ აბიტურიენტები ახალ ინფორმაციას
ეს აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სწავლის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ - ვის შეუძლია დარეგისტრირება?
რა ხდება, თუ აბიტურიენტი ორ ან მეტ არჩევით საგანს აბარებს და ერთ-ერთში ჩაიჭრება და როდემდეა შესაძლებელი უნივერსიტეტებისა და პროგრამების დალაგება