წელს არაერთი ლამაზი ქორწილი ვიხილეთ და ეს ქორწილიც უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეულად შთამბეჭდავია მათ შორის. ორი კვირის წინ, მშვენიერმა ახალგაზრდებმა, "სუხიშვილების" მოცეკვავეებმა - ანა სუხიშვილმა და გიორგი სებისკვერაძემ, რამდენიმეწლიანი დიდი სიყვარული ქორწინებით დააგვირგვინეს. ყველა ელოდა, რომ საქართველოს წამყვანი საცეკვაო ანსამბლის სოლისტების ქორწილი ზღაპრული იქნებოდა, თუმცა მაინც მოლოდინს გადააჭარბა და ამიტომაც არის ალბათ, რომ ორი კვირის შემდეგაც ვრცელდება ვიდეოები და კვლავ ისეთ აღტაცებულ კომენტარებს იმსახურებს.
ტრადიციულ ქართულ ცეკვებთან ერთად, ისმოდა ქართული სიმღერები, იცეკვა არა მხოლოდ ნეფე-პატარძალმა, ასევე - მათმა კოლეგებმა და სადღესასწაულოდ გამოწყობილი მშვენიერი გოგო-ბიჭების მიერ დანთებულ ცეცხლს სცენაზე, დამსახურებულად მოჰყვა ოვაციები. თუმცა არანაკლებ ემოციური იყო მამა-შვილის ცეკვა, ასევე სითბოთი და სიყვარულით სავსე.














