ბოლო დღეებში მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ლინდსი კლენსის გახმაურებულ საქმეზე. ჯერ კიდევ პარასკევს უნდა ყოფილიყო განაჩენი, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა დრო მოითხოვეს. დღეს, 1-ელ სექტემბერსაც ნაფიცმა მსაჯულებმა დღეს განაცხადეს, რომ ერთსულოვან ვერდიქტამდე ვერ მიდიან - ისინი ჩიხში შევიდნენ.ამის მიუხედავად, მოსამართლე უილიამ სალივანმა მათ განხილვის გაგრძელება დაავალა, ამიტომ საქმე ამ ეტაპზე საბოლოო განაჩენის გარეშე რჩება.
მსაჯულები უკვე მეოთხე დღეა გადაწყვეტილების მიღებას ცდილობენ. მათ დაახლოებით 18-19 საათი ჰქონდათ ნაფიქრი, როდესაც მოსამართლეს აცნობეს, რომ შეთანხმება ვერ შეძლეს. სალივანმა აღნიშნა, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდა 80-ზე მეტი მოწმე და წარმოდგენილი იყო 300-ზე მეტი მტკიცებულება, და მათ კიდევ ერთხელ სთხოვა, ყველა შესაძლო ვერდიქტი განიხილონ.
საქმის მთავარი საკითხი ის არ არის, ჩაიდინა თუ არა კლენსიმ ბავშვების მკვლელობა — დაცვისა და ბრალდების მხარეებიც ფაქტობრივად არ დავობენ თავად ქმედებაზე. მთავარი იურიდიული კითხვა არის, იყო თუ არა კლენსი იმ მომენტში სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელი. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მას მძიმე მშობიარობისშემდგომი ფსიქოზი ჰქონდა და ვერ აცნობიერებდა საკუთარი ქმედებების ბუნებასა და უკანონობას. ასევე არასწორი მკურნალობის მსხვერპლი იყო და უამრავი მედიკამენტის, რომელსაც სვამდა. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ მკვლელობები გააზრებული და დაგეგმილი იყო.
გადაწყვეტილებას კვლავ ელის საზოგადოება.