როდის იწყება და როდის მთავრდება პირველი სემესტრი სკოლებში - რამდენი სასწავლო კვირა ექნებათ მოსწავლეებს? - მშობლები

როდის იწყება და როდის მთავრდება პირველი სემესტრი სკოლებში - რამდენი სასწავლო კვირა ექნებათ მოსწავლეებს?

2026-09-07 11:40:27+04:00

2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე კვირაზე ცოტა მეტი რჩება. საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება, პირველი სემესტრი კი წლის ბოლოს, 29 დეკემბერს დასრულდება. ხოლო 30 დეკემბრიდან ზამთრის არდადეგები დაიწყება.

არდადეგების პერიოდი 2027 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე სემესტრი კი 15 იანვარს განახლდება.

რამდენი სასწავლო კვირა და დღე იქნება პირველ სემესტრში?

15 სექტემბრიდან 29 დეკემბრამდე პერიოდი კალენდარულად დაახლოებით 15 კვირას მოიცავს. თუმცა კალენდარული პერიოდის ხანგრძლივობა არ ემთხვევა სასწავლო დღეების რაოდენობას, რადგან სასწავლო პროცესში შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები არ შედის.

2026-2027 სასწავლო წლის კალენდრის მიხედვით, I-XII კლასების მოსწავლეებისთვის პირველი სემესტრი 74 სასწავლო დღეს მოიცავს.

სასწავლო დღეების რაოდენობა თვეების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • სექტემბერი - 12 სასწავლო დღე;
  • ოქტომბერი - 21 სასწავლო დღე;
  • ნოემბერი - 20 სასწავლო დღე;
  • დეკემბერი - 21 სასწავლო დღე.

პირველ სემესტრში ოფიციალურად უქმე დღეებია:

  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
  • 23 ნოემბერი - გიორგობა

რამდენ ხანს გაგრძელდება ზამთრის არდადეგები?

პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ეს პერიოდი ჯამში 16 კალენდარულ დღეს მოიცავს. 15 იანვარს კი მოსწავლეები მეორე სემესტრის სასწავლო პროცესს დაუბრუნდებიან.

ვრცლად 2026-2027 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი შეგიძლიათ, ნახოთ ბმულზე.

როდის დაიწყება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი - საბავშვო ბაღების აკადემიური კალენდარი
როდის დაიწყება 2026-2027 სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში