„188 საჯარო სკოლამ წელს პირველკლასელი ვერ მიიღო...“ - საქართველოში სკოლები ცარიელდება? საგანგაშო დემოგრაფიული სტატისტიკა ქვეყანაში - მშობლები

„188 საჯარო სკოლამ წელს პირველკლასელი ვერ მიიღო...“ - საქართველოში სკოლები ცარიელდება? საგანგაშო დემოგრაფიული სტატისტიკა ქვეყანაში

2026-09-15 23:50:58+04:00

"188 საჯარო სკოლამ წელს ვერც ერთი პირველკლასელი ვერ მიიღო. 727 საჯარო სკოლაში შევიდა 5 ან 5-ზე ნაკლები პირველკლასელი“ - ამის შესახებ დემოგრაფმა ლელა მენაბდიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში დემოგრაფიული კოლაფსია და მონაცემები წლიდან წლამდე უარესდება.

„21-ე საუკუნე ქვეყანაში დაიწყო ბუნებრივი კლებით. 2000 – 2007 წლამდე იყო ბუნებრივი კლების პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი დაიწყო 2020 წლიდან და დღემდე გრძელდება. ამ ფონზე კი გვაქვს ოფიციალური სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. ამ დროს ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა, რანაირად შეიძლება ეს მოხდეს, როდესაც ქვეყანაში ბუნებრივი კლებაა?

ამავე დროს გვაქვს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ქვეყნიდან ყოველ წელს გადის სულ უფრო მეტი ქართველი და მათ ადგილს იკავებენ უცხოელები. 2023 წელს ემიგრაციის პიკი იყო, საქართველოდან 73 625 ადამიანი გავიდა და შემოვიდა 34 ათასამდე ადამიანი და უარყოფითი სალდოც დაფიქსირდა. ამავე 2023 წელს, დემოგრაფიის და სოციოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა - გამოვკითხეთ 2000 ოჯახი საქართველოს ყველა რაიონში და აღმოჩნდა, რომ ყოველი მეოთხე ოჯახში იყო ემიგრაციაში წასული წევრი. ბევრგან კი არამარტო წევრი, არამედ მშობლები და ბავშვებიც წასულები იყვნენ. 0-14 წლამდე 2023 წელს, 35% წავიდა საქართველოდან, 2024 წელს - 10.3%, 2025 წელს - 9%. აღსანიშნავია, რომ ეს ბავშვები მშობლებთან ერთად არიან წასულები და მათი დიდი ნაწილი უკან დაბრუნებას აღარ აპირებს“ - განაცხადა დემოგრაფმა. განაგრძეთ კითხვა

იწვევს თუ არა კეთილდღეობა შობადობის შემცირებას - სინამდვილეში რატომ აღარ აჩენენ შვილებს წყვილები და რა ითვლება შობადობის შემცირების ან გაზრდის ხელშემწყობ ფაქტორებად
კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება... კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ოჯახები თავს იკავებენ იმიტომ, რომ დაკავებული არიან ჯერ კარიერით - შალვა პაპუაშვილი

არაერთი შემთხვევაა, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა... ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, ეს პროცესი წინ წავიდეს... ზოგ სოფელში, სანამ სკოლა აშენდება, გამოვიყენებთ ე.წ. კონტეინერულ სკოლებს... - გივი მიქანაძე
შემდეგ წელს ბრძანებაში ცვლილებას შევიტანთ, რომ 2027-2028 სასწავლო წელს სასკოლო ფორმა გავრცელდეს პირველიდან მე-7 კლასის ჩათვლით, შემდეგ - მე-8 კლასის ჩათვლით და ა.შ. - გივი მიქანაძე