ცნობილი ბელორუსი სერიული მკვლელი, რომელსაც "სამაგალითო" მოქალაქედ იცნობდნენ, ერთ-ერთ ყველაზე უემოციო მკვლელად ცნეს სსრკ-ს ისტორიაში - ის ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია მოკვლა, სასჯელის რომ არ ეშინოდეს... - მშობლები

ცნობილი ბელორუსი სერიული მკვლელი, რომელსაც "სამაგალითო" მოქალაქედ იცნობდნენ, ერთ-ერთ ყველაზე უემოციო მკვლელად ცნეს სსრკ-ს ისტორიაში - ის ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია მოკვლა, სასჯელის რომ არ ეშინოდეს...

2026-09-21 10:17:49+04:00

„სრულიად არაფრით გამორჩეული ადამიანი“ - ასე აღწერდა მას პროკურორი წლების შემდეგ. სწორედ ეს შეუმჩნევლობა იყო ის, რამაც მას სამი წლის განმავლობაში მკვლელობის საშუალება მისცა...

იგორ მირენკოვი დაიბადა 1969 წლის 28 მაისს, გომელის ოლქის სვეტლოგორსკში. მამის გარეშე გაიზარდა, რელიგიური ფანატიკოსი დედის მიერ. მას თითქოს ტიპური ბავშვობა ჰქონდა და მისი ჩვევები არ მოასწავებდა რაიმე საზარელს: არანაირი უცნაური ფანტაზიები, არანაირი სისასტიკე ცხოველების მიმართ და მეგობრობდა თანაკლასელებთან. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს და ჩრდილოეთის ფლოტში მსახურობდა. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სწორედ იქ დაიწყო მისი ფსიქიკური გაუარესება: გამომძიებელმა მოგვიანებით ივარაუდა, რომ შესაძლოა, მირენკოვი თანამებრძოლებმა გააუპატიურეს...

სვეტლოგორსკში დაბრუნების შემდეგ მან იყიდა წითელი მოტოციკლი, იშოვა სამსახური და ჩვეულებრივი ბიჭის ცხოვრებით ცხოვრობდა. შეყვარებული არ ჰყავდა - მეგობრებს აუხსნა, რომ ჯერ ბინის შესაძენად ფული უნდა დაეგროვებინა. მეზობლებსაც უჩვეულო არაფერი შეუნიშნავთ... მაგრამ სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ დაიწყო სამწლიანი ნადირობა, ქალაქში პანიკა და ექვსი დაკარგული ბავშვის ამბავი...

  • შესაძლებელია მომავალი მკვლელის პირველი დანაშაულის ჩადენამდე აღმოჩენა - თუ ის ჩვეულებრივ, წყნარ მეზობელს ჰგავს?

პირველად 21 წლის ასაკში მოკლა - შემდეგ კი სამჯერ დაბრუნდა მსხვერპლის საფლავთან, რომ ეგლოვა...

1990 წლის 2 ივნისს მირენკოვმა ტყეში 13 წლის საშა ალისეიკო ნახა. ბიჭი მარტო დადიოდა. მირენკოვი მას თავს დაესხა, სექსუალურად იძალადა და მოკლა. ცხედარი ტყეში დამარხა - ადგილსამყოფელი ვეღარასდროს იპოვეს...

მას არანაირი გეგმა არ ჰქონდა, თუმცა "ნადირობა" გააგრძელა. ერთი წლის შემდეგ ის ქალზე ჩაქუჩით თავდასხმისთვის დაიჭირეს. ძიების თანახმად, ის მის გაძარცვას აპირებდა. სასამართლომ მას იძულებითი სამუშაოები მიუსაჯა, თუმცა კარგი საქციელისთვის სამდღიანი შვებულება მისცეს. სწორედ შვებულების ერთ დღეს დრო იხელთა და 10 წლის ვიტალი იაკიმოვი გაიტაცა. ბიჭი სახლში აღარ დაბრუნებულა...

ერთწლიანი სიჩუმის შემდეგ, 1993 წლის მარტს კიდევ მოხდა ახალი მკვლელობა.

  • რატომ აგრძელებს მკვლელობას კაცი, რომელსაც შეუძლია თავისი მსხვერპლის საფლავზე ტირილი?

1993 წლის მარტიდან აგვისტომდე მირენკოვმა ხუთი ბიჭის სიცოცხლე შეიწირა. 30 მარტს გაუჩინარდა 13 წლის ვიქტორ ნოვიკოვი, 20 ივნისს - 9 წლის სერგეი კასიანენკო, 5 ივლისს - 14 წლის ანატოლი რადჩენკო, 9 აგვისტოს - 9 წლის ვასილი ნაკოვი. მირენკოვი ბავშვებს წითელი მოტოციკლით უახლოვდებოდა და ნივთების გადატანაში დახმარებას სთხოვდა. ბიჭები თანხმდებოდნენ...

mirenkov-1789978185.png

ქალაქში პანიკა დაიწყო. ბავშვებმა თამაში შეწყვიტეს და მშობლები სკოლაში დაჰყვებოდნენ. ქუჩებში ჭორები გავრცელდა: ზოგი ამბობდა, რომ ბავშვებს ბოშები იტაცებდნენ, ზოგი კი - სექტანტები. პოლიციამ გაუჩინარებები მანამ არ დააკავშირა ერთმანეთს, სანამ ისინი ძალიან ხშირი არ გახდა. მხოლოდ მეხუთე ბავშვის დაკარგვის შემდეგ დაიწყო გამოძიებამ სერიოზულად იმის განხილვა, რომ ქალაქში ერთი ადამიანი მოქმედებდა.

ის შემთხვევით დააკავეს - დიზელის საწვავის ქურდობისთვის... და მან მაშინვე აღიარა ყველაფერი.

1994 წლის აპრილში მირენკოვი წვრილმანი ქურდობისთვის დააკავეს. დაკითხვის დროს გამომძიებლებმა შენიშნეს, რომ ეჭვმიტანილის სახე ემთხვეოდა მოწმეების ჩვენებებიდან შედგენილ ესკიზს. მას პირდაპირი კითხვები დაუსვეს. მირენკოვმა არ უარყო თავისი დანაშაული - მაშინვე აღიარა ექვსი მკვლელობა და გაამხილა სამარხები. მხოლოდ პირველი მსხვერპლის, საშა ალისეიკოს ცხედარი ვერ იპოვეს: მირენკოვმა განაცხადა, რომ ის ტყეში დამარხა, მაგრამ ზუსტი ადგილმდებარეობა ვერ გაიხსენა.

გამოძიება ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. საქმე გასაიდუმლოებული იყო და საიდუმლო გრიფი მოეხსნა მხოლოდ 2007 წელს. გამომძიებელმა ოლეგ ლიტოშკომ მოგვიანებით თქვა: „ხალხში რომ ყოფილიყო, ვერ შევამჩნევდი... სრულიად არაფრით გამორჩეული ადამიანი. მაგრამ მას შეეძლო საუბრის წარმართვა, სხვადასხვა თემის განხილვა“.

images-1789978223.jfif

მან თავად დაწერა საბოლოო ჩვენება, სადაც ითხოვდა განაჩენის რაც შეიძლება მალე დადასტურებას. სასამართლო პროცესი 1995 წლის აგვისტოში დაიწყო გომელის რაიონულ სასამართლოში. მირენკოვს ბრალი ედებოდა 9-დან 14 წლამდე ასაკის 6 ბიჭის მკვლელობაში. სასამართლო პროცესის დროს ის მშვიდად და უემოციოდ იჯდა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ერთი წლის შემდეგ, 1996 წლის 19 ივნისს, განაჩენი მინსკში, პიშჩალაუსკის ციხეში აღსრულდა.

მირენკოვი 27 წლის იყო. სიკვდილით დასჯამდე მან შეწყალების შუამდგომლობა დაწერა. მასში არანაირი სინანული არ იყო, მხოლოდ მოთხოვნა განაჩენის რაც შეიძლება სწრაფად აღსრულების შესახებ... ჩვენების თანახმად, აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე მან აღიარა: „მე მძულს ხალხი... ჩემს გარშემო მყოფები არაფრით განსხვავდებიან ჩემგან - ისინი არ კლავენ მხოლოდ იმიტომ, რომ სასჯელის ეშინიათ ან სარგებელს ვერ ხედავენ.“

...მას ხმები არ ესმოდა. ეიფორია არ განუცდია. უბრალოდ, აკეთებდა იმას, რაც სურდა. ფსიქიატრიულმა გამოკვლევამ მირენკოვი შერაცხადად ცნო. ის არ იტანჯებოდა ჰალუცინაციებით ან შფოთვითი აშლილობებით. ფსიქოლოგებმა და გამომძიებლებმა აღნიშნეს: ის იყო ერთ-ერთი ყველაზე უემოციო მკვლელი სსრკ-ს ისტორიაში. მას უბრალოდ სიამოვნებდა ის, რასაც აკეთებდა - „ხმების“ გარეშე, ეიფორიის შეტევების გარეშე, ყოველგვარი ახსნადი მიზეზის გარეშე... და მიუხედავად ამისა, ის სამჯერ დაბრუნდა თავისი პირველი მსხვერპლის საფლავთან და ატირდა...

ციხეში ის ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანი მისნაირია - უბრალოდ სასჯელის ეშინიათ. ცივი სისასტიკისა და საფლავთან უცნაური ცრემლების ეს კომბინაცია დღემდე საიდუმლოდ რჩება სასამართლო ექსპერტებისთვის.

156c41c5d7f7aa5f99cae96d2d45526c-cropped-666x495-1789978223.jpg

  • რა არის უფრო საშინელი - შეშლილი, რომელსაც არ ესმის რას აკეთებს, თუ გონზე მყოფი ადამიანი, რომელსაც ყველაფერს ესმის და მაინც კლავს?

ღარიბი და მორცხვი ინდოელი მასწავლებელი, მრავალშვილიანი მამა, სერიული მკვლელი აღმოჩნდა... - არავის სჯეროდა, რომ სწორედ ის იყო კაცი, რომელმაც ათეულობით ქალი იმსხვერპლა
შავი ქვრივი, პირველი ქალი ამერიკაში, რომელიც ელექტრო სკამზე სიკვდილით დასაჯეს - როგორ იქცა ბავშვობაში მამისა და დედინაცვლის მიერ წამებული გოგონა სერიულ მკვლელად
გახმაურებულ მკვლელობებზე გასამართლებული კაცი, რომელმაც და, დისშვილები და მშობლები დახოცა, გათავისუფლებას ითხოვს - შემთხვევა, რომელზეც დღესაც კამათობენ