ჰოლივუდის კიდევ ერთი ცნობილი შოუბიზნესური ოჯახი დაინგრა. მსახიობები ამანდა სეიფრიდი და თომას სადოსკი 9-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. როგორც წყვილთან დაახლოებული წყარო ამბობს, კონფლიქტის მიზეზი ის გახდა, რომ 40 წლის მსახიობი მუდმივად გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა, სანამ მისი ქმარი შვილებს ზრდიდა...
სეიფრიდთან დაახლოებულმა წყარომ Daily Mail-ს განუცხადა, რომ ჰოლივუდში დიდი სამუშაო დატვირთვის გამო, ბოლო წლებში ის იშვიათად იყო სახლში, სადოსკი კი ამ დროს შვილებს ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთით, კატსკილის მთებში, მათ ფერმაში ზრდიდა. წყაროს ცნობით, მსახიობის ქმარი სახლში „თავს იზოლირებულად“ გრძნობდა.

People-ისთვის მიცემულ ერთობლივ განცხადებაში წყვილმა აღიარა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ, მაგრამ შვილების გამო მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ.

სადოსკი ადრე აქტიურად იყო ჩართული სამსახიობო სფეროში. ცნობილია ისეთი პროექტებით, როგორებიცაა „ჯონ ვიკი“, „ახალი ამბების ოთახი“ და „ველური“. მისი უახლესი სერიალის, „Crowded Room“-ის პრემიერა 2023 წელს შედგა. ამასობაში, სეიფრიდმა უმცროსი ვაჟის დაბადების შემდეგ ცხრა პროექტი გამოუშვა, მათ შორის „The Dropout“ - სერიალი ამერიკელ თაღლით ელიზაბეტ ჰოლმსზე, რომლისთვისაც სეიფრიდმა "ემის" და "ოქროს გლობუსის" პრემიები მოიპოვა.
ვარსკვლავები განქორწინების დეტალებში არ შესულან, ამიტომ დაშორების ზუსტი მიზეზი არ გაცხადებულა. თუმცა, ინტერნეტში მალევე გავრცელდა ჭორები, რომ თომასი „დაიღალა მეორეხარისხოვანი როლის თამაშით“. სანამ ამანდა მსხვილ პროექტებს იღებდა და მივლინებებში დადიოდა, სადოსკი ოჯახს უვლიდა. უფრო მეტიც, 2026 წლის დასაწყისში მსახიობმა Vogue-თან ინტერვიუში აღიარა, რომ მისმა ქმარმა მის კარიერას ბევრი რამ შესწირა.

სეიფრიდი და სადოსკი ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთით მდებარე ფერმაში ცხოვრობდნენ, ჰოლივუდის მუდმივი აურზაურისგან შორს და სრულიად ბედნიერები ჩანდნენ. თომასი ცოლზე აღფრთოვანებით საუბრობდა და მას ისეთ ადამიანს უწოდებდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად უყვარს, პატივს სცემს და აღმერთებს. ამანდა საპასუხოდ მადლობას უხდიდა. თუმცა, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში მსახიობების მიზნები და პრიორიტეტები შეიცვალა და თითოეულმა მათგანმა გადაწყვიტა, საკუთარი გზით ევლო.
სეიფრიდი ადრე დომინიკ კუპერს, ჯასტინ ლონგს და რაიან ფილიპს ხვდებოდა. რაც შეეხება სადოსკის, ამანდაზე დაქორწინებამდე ის რვა წლის განმავლობაში კიმბერლი ჰოუპზე იყო დაქორწინებული. წყვილი 2015 წელს დაშორდა.