ყველაზე ცნობილი ტყუპი და, რომელთა ცხოვრება დედის არასწორმა აღზრდამ განაპირობა... - დედის სავალალო შეცდომები და ერთ გონებად გადაქცეული ორი სხეული - მშობლები

ყველაზე ცნობილი ტყუპი და, რომელთა ცხოვრება დედის არასწორმა აღზრდამ განაპირობა... - დედის სავალალო შეცდომები და ერთ გონებად გადაქცეული ორი სხეული

2026-09-24 11:34:52+04:00

ტყუპი და, გრეტა და ფრიდა, გასაოცარი მიჯაჭვულობით გამოირჩეოდნენ. ისინი ყოველთვის ერთხმად, ზუსტად ერთი და იმავე ფრაზებით საუბრობდნენ. მათ ერთი და იგივე სიზმრებიც კი ესიზმრებოდათ. დებს ერთი და იგივე მამაკაციც შეუყვარდათ, რაც საბოლოოდ დიდ პრობლემად იქცა. მათ ამბავზე კი მოგვიანებით ფილმიც კი გადაიღეს:ვერნერ ჰერცოგი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია. კანის კინოფესტივალის პირველი ჯილდო მან ჯერ კიდევ 1975 წელს მიიღო - ჟიურის გრან-პრი ფილმისთვის "ყველა თავისთვის, ღმერთი კი - ყველას წინააღმდეგ". იგი კინოს გადაღებას დღემდე აგრძელებს და ფილმოგრაფიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნამუშევრებიც აქვს.ახლახან, ვენეციის კინოფესტივალზე, ვერნერ ჰერცოგმა ჟიურის წევრები და მაყურებლები თავისი ახალი ფილმით "Bucking Fastard" კიდევ ერთხელ გააოცა. მთავარ როლებს ქეით მარა და მისი და, რუნი მარა ასრულებენ. მათ, სავარაუდოდ, ყველაზე ამოუცნობი ტყუპი და განასახიერეს, რომელთა ფენომენის ახსნაც მეცნიერებას დღემდე უჭირს.

runi-mara-1790235863.jpg
ქეით და რუნი მარები ფილმში "Bucking Fastard"

ტყუპის უნიკალური კავშირის შესახებ ნამდვილი ლეგენდები დადის. მაგალითად, 1970-იანი წლების ბოლოს აშშ-ში ტყუპი ძმის, ჯიმ ლუისისა და ჯიმ სპრინგერის ისტორია აქტიურად განიხილებოდა. ისინი დაბადებიდან მალევე დააშორეს და 40 წლის ასაკამდე ერთმანეთის არსებობის შესახებაც კი არაფერი იცოდნენ. პირველი შეხვედრისას ძმები გაოგნებულები დარჩნენ.აღმოჩნდა, რომ ორივეს პირველ ცოლებს ლინდა ერქვა, ხოლო მეორეს - ბეტი. ორივე ჯეიმსის სახელის მქონე ვაჟს ზრდიდა, ხოლო ორივეს ძაღლს ტოი ერქვა. ძმები ერთი და იმავე მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და ლუდის ერთსა და იმავე ბრენდს ანიჭებდნენ უპირატესობას. ეს ისტორია თავიდანვე გაოცებას იწვევდა. სამი კვირის ასაკში ბიჭები სხვადასხვა მიმღებ ოჯახში მოხვდნენ, სადაც მათ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორივეს ჯიმი დაარქვეს...

თუმცა, დები ჩაპლინების ისტორიის საიდუმლოება სულ სხვა რამეში მდგომარეობს.

chaplinebi-5-1790235908.jpg
დები ჩაპლინები

გრეტა და ფრიდა ჩაპლინები დიდ ბრიტანეთში, 1943 წელს დაიბადნენ. ტყუპების ბევრი მშობელი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად ბავშვებისთვის მსგავსი ტანსაცმლისა და სათამაშოების ყიდვას ცდილობს. გრეტასა და ფრიდას დედამ კი ეს უკიდურესობამდე მიიყვანა. დებს ყველაფერი იდენტური ჰქონდათ - ბალიშის პირებიდან დაწყებული, წინდებით დამთავრებული. შედეგად, მათ პიროვნებებს შორის საზღვრები თანდათან წაიშალა. დედა მათ არა როგორც ორ დას, არამედ როგორც ერთ ადამიანს ზრდიდა. თუ კითხვას დასვამდა, ორივეს ეკითხებოდა; თუ დავალებას მისცემდა, დები მის შესასრულებლად ერთად მიდიოდნენ.

გრეტასა და ფრიდას ბავშვობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ზოგიერთი მონაცემით, სკოლაში შესვლამდე გოგონები სახლს იშვიათად ტოვებდნენ და მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობდნენ. ამან მათ კიდევ უფრო გაურთულა იმის გაცნობიერება, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ამასთან, სულ ერთად ყოფნა მათ ძალიან მოსწონდათ.

hero-1440-1790273382.jpg

ის, რომ გოგონები თანატოლებისგან ძალიან განსხვავდებოდნენ, უკვე პირველ კლასში გამოჩნდა. დედამ გრეტასა და ფრიდას ერთ მერხთან დასმა მოითხოვა. პირველი სერიოზული გაოცება მასწავლებლებს მოგვიანებით ელოდათ. ერთხელ მასწავლებელმა ფრიდას კითხვა დაუსვა. მან პასუხის გაცემა დაიწყო და გრეტაც აჰყვა. როდესაც ერთი ლაპარაკობდა, მეორეც ყოველთვის იმავე სიტყვებითა და ინტონაციით საუბრობდა...

chaplinebi-1790235941.jpg
დები ჩაპლინები

დები სრულიად განუყრელები იყვნენ. მათ ერთსა და იმავე დროს ეძინათ და ეღვიძებოდათ, იდენტურ ტანსაცმელს ატარებდნენ და თეფშებზეც ზუსტად ერთნაირ საჭმელს ათავსებდნენ. ეს არა მხოლოდ გასაოცრად, არამედ მისტიკურადაც კი ჟღერს. დებს სიზმრებიც კი ერთნაირი ესიზმრებოდათ.

images-3-1790273382.jfif

ყველას თვალში გრეტა და ფრიდა უცნაურებად ჩანდნენ, რის გამოც მათ მეგობრების შეძენა ვერ შეძლეს. ისინი მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობდნენ. შემდეგ კი ორივეს ერთი და იგივე ბიჭი შეუყვარდა. მას კენ აივესონი ერქვა. იგი ჩაპლინების ოჯახის მახლობლად ცხოვრობდა და სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა.

თავდაპირველად დები კენს უბრალოდ აკვირდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მათი ყურადღება გაცილებით აკვიატებული გახდა. მოგვიანებით ფსიქიატრები აღნიშნავდნენ, რომ გოგონებს ეროტომანია განუვითარდათ. ეს არის აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს მტკიცედ სჯერა, რომ სხვა ადამიანს იგი უყვარს.

გრეტასა და ფრიდას ეჩვენებოდათ, რომ კენი მათზე გიჟდებოდა, ამიტომ პირველი ნაბიჯი თავად გადადგეს. მამაკაცმა დაახლოების მცდელობები ზრდილობიანად უარყო, რაც დებისთვის ტრიგერად იქცა. სწორედ ამ ისტორიის გამო გახდნენ ტყუპები ცნობილი მთელ დიდ ბრიტანეთში და მის ფარგლებს გარეთაც.

chaplinebi-3-1790235974.jpg
დები ჩაპლინები

იმის გამო, რომ კენ აივესონმა მათთან ურთიერთობის დამყარება არ ისურვა, დებმა მას სასამართლოში უჩივლეს. სასამართლოს მსგავსი სარჩელი მანამდე იშვიათად ენახა, რის გამოც ეს ისტორია ყველა გაზეთს მოედო.

სანამ პროცესი მიმდინარეობდა, დები პრესასთან აქტიურად ურთიერთობდნენ. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მათ ზუსტად ერთი და იგივე თქვეს. კენს მათ ერთად "ნაძირალა" უწოდეს, რამაც მათი სინქრონული მეტყველება და აზროვნება კიდევ ერთხელ დაადასტურა. ის, რომ გოგონები საყვარელი მამაკაცის მისამართით ასეთ უხეშ გამონათქვამებს იყენებდნენ, შემთხვევითი არ ყოფილა. უარის გამო მათი აკვიატება იმ მომენტისთვის კენისადმი დიდ სიძულვილად გადაიქცა

საბოლოოდ, სასამართლომ გოგონებს მასთან მიახლოება აუკრძალა.

ეს აკრძალვა დებმა საკმაოდ სწრაფად დაარღვიეს. კენი ჰყვებოდა, რომ გრეტა და ფრიდა მას სახლთან კიდევ უფრო ხშირად ხვდებოდნენ. ხანდახან სამსახურთანაც ელოდებოდნენ, მის ახლობლებსა და მეგობრებს ქვებს ესროდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. მაშინ მამაკაცმა პოლიციას მიმართა და დებს ერთი თვით პატიმრობა მიესაჯათ.

ჩაპლინების ისტორია სტალკინგთან (დევნასთან) დაკავშირებული ერთ-ერთი პირველი ხმაურიანი შემთხვევა გახდა. ეს ისტორია პრესაში აქტიურად განიხილებოდა. პარალელურად, დების ქცევას ფსიქიატრები სწავლობდნენ. ისინი მათზე ამბობდნენ: "ორი სხეული - ერთი გონება".

მედიკოსებმა გრეტასა და ფრიდას პიროვნული აშლილობა დაუდგინეს, თუმცა დები შეურაცხადად არ ცნეს. ასეთი ქცევა, სავარაუდოდ, აღზრდის შედეგი იყო - დედამ მათ ცალკეულ პიროვნებებად ჩამოყალიბების საშუალება უბრალოდ არ მისცა. თუმცა, ეს მხოლოდ სავარაუდო დიაგნოზებია, რადგან სპეციალისტებმა დები ჩაპლინების შესახებ საერთო დასკვნა ვერ ჩამოაყალიბეს.

ხმაურიანი სკანდალის შემდეგ, დები დიდხანს ჩუმად ცხოვრობდნენ. მათი სახელები მედიაში ხელახლა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც 64 წლის ასაკში გრეტა კიბოთი გარდაიცვალა. ფრიდამ მასზე 13 წლით მეტხანს იცოცხლა. დები იორკში, ერთად არიან დაკრძალულები.

როგორ ცხოვრობს 14 შვილის დედა, რომელმაც ერთდროულად 8 ტყუპის გაჩენით გაითქვა სახელი - ოქტოდედა უკვე ბებიაა
ყოველთვის ვთხოვდით დედას განცალკევებას... ერთ სხეულში ყოფნა ძალიან რთული იყო - თუ ჩემი და დაიღუპებოდა, მეც დავიღუპებოდი - სიამის ტყუპის მძიმე გზა
სამი ტყუპი ძმა, რომლებზეც ექიმებმა 10-წლიანი ექსპერიმენტი ჩაატარეს, მკვლევარებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს