ახალი თაობის მეგავარსკვლავი, რომელიც არ ერიდება საკუთარ დაავადებებსა და პოლიტიკურ პოზიციაზე ხმამაღლა საუბარს და რომელსაც "ახალ ქეით უინსლეტს" ეძახიან - ფლორენს პიუ - მშობლები

ახალი თაობის მეგავარსკვლავი, რომელიც არ ერიდება საკუთარ დაავადებებსა და პოლიტიკურ პოზიციაზე ხმამაღლა საუბარს და რომელსაც "ახალ ქეით უინსლეტს" ეძახიან - ფლორენს პიუ

2026-10-07 21:42:45+04:00

ბოლო წლებში ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდა ახალი გახმაურებული ფილმები ფლორენს პიუს მონაწილეობით. ეს-ესაა, ოქტომბერში შედგა ჯონ სტაინბეკის ცნობილი რომანის "ედემის აღმოსავლეთით" მიხედვით გადაღებული სერიალის მსოფლიოს პრემიერა - ნეტფლიქსის ამ უკვე წარმატებულად აღიარებულ სერიალში მთავარ როლს სწორედ ფლორენსი ასრულებს. ის არის პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერიც.

mv5bnmi2odmynjctzta1ms00odnhlwi3zjatmme4mde4owrjmwzlxkeyxkfqcgc-1791397162._V1_.jpg

2297118065-1791397161.webp

florence-pugh-vivienne-westwood-east-of-eden-new-york-premiere-1791397468.webp

ამბობენ, რომ 30 წლის ფლორენსი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია, არა მხოლოდ ნიჭიერებით და სამსახიობო სიღრმით, რის გამოც ბევრჯერ შეადარეს ქეით უინსლეტს. არამედ, თამამი გამოსვლებით, მკაფიო პოზიციებით და ღია საუბრებით საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე. ის საჯაროდ საუბრობს ქალების ჯანმრთელობაზე, საკუთარ დიაგნოზებზე, ნაყოფიერებასა და კვერცხუჯრედების გაყინვაზე, არ ერიდება სხეულის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების კრიტიკას და ბოლო წლებში აქტიურად გამოხატავს პოზიციას საერთაშორისო ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

სწორედ ეს კომბინაცია — ძლიერი სამსახიობო კარიერა და ეკრანის მიღმა საკუთარი პოზიციის გამოხატვის სურვილი — მას განსაკუთრებით საინტერესო საჯარო ფიგურად აქცევს.

ბავშვობა

ფლორენს როუზ პიუ 1996 წლის 3 იანვარს ოქსფორდში დაიბადა, მოცეკვავე დებორასა და რესტორატორის კლინტონ პიუების ოჯახში. მას სამი და-ძმა ჰყავს: მსახიობი და მუსიკოსი ტობი სებასტიანი, მსახიობი არაბელა გიბინსი და რაფაელა „რაფი“ პიუ.

952dae4bb85e3c1104085f01d97dc947-1791396864.jpg

florence-pugh-parents-5-f2c76a58b9ce42b487e995a76b02d540-1791396864.jpg

ბავშვობაში ტრაქეომალაცია აწუხებდა, რაც სუნთქვის პრობლემებს იწვევდა და ხშირ ჰოსპიტალიზაციას იწვევდა. როდესაც პიუ სამი წლის იყო, ოჯახი ესპანეთში, მანილვაში გადავიდა საცხოვრებლად იმ იმედით, რომ თბილი კლიმატი მის ჯანმრთელობას გააუმჯობესებდა. ისინი იქ ცხოვრობდნენ მანამ, სანამ ის ექვსი წლის არ გახდებოდა, სანამ ოქსფორდში დაბრუნდნენ.

ამ დაავადების "დამსახურებაა" დღეს ფლორენსის გამორჩეული, დაბალი და ოდნავ ხრინწიანი ხმა, რომელიც მისი სამსახიობო იდენტობის ერთ-ერთ ნაწილად იქცა.

წარმატება

ფლორენსის სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში დაიწყო და პროფესიულ კინოში 2014 წელს, ფილმით "დაცემა" გამოჩნდა. პირველი დიდი გარდატეხა კი 2016 წელს მოვიდა, როდესაც "ლედი მაკბეტში" ში მთავარი როლი შეასრულა. ფილმში პიუმ რთული, წინააღმდეგობრივი და მორალურად ბუნდოვანი ქალი განასახიერა — პერსონაჟი, რომლის მიმართაც მაყურებელს ერთდროულად თანაგრძნობაც უჩნდება და დისკომფორტიც.

მაგრამ მსოფლიომ ფლორენს პიუ განსაკუთრებით 2019 წელს აღმოაჩინა. ერთ წელიწადში მან სამი ძალიან განსხვავებული როლი შეასრულა ფილმებში — "ჩემს ოჯახთან ერთად ბრძოლა", "მიდსომარი" და "პატარა ქალები". ამ უკანასკნელში ემი მარჩის როლი ითამაშა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის კატეგორიაში "ოსკარის" ნომინაციაც მიიღო. ამ განსხვავებული და ურთულესი როლებით მალევე დაანახა ყველას, რომ თანამედროვე კინოს გამორჩეულად ნიჭიერი მსახიობი შეემატა.

5e41b968d7e23511795e0886-1791397161.webp

florence-pugh-projects-1791397161.jpg

3539-1791397161.webpeden-104-unit-01235rc-1791397161.webp

ამ პროექტებს მოჰყვა გახმაურებული, მარველის "დიუნი", ოსკაროსანი "ოპენჰაიმერი", "დიუნის" მეორე ნაწილი, რომელშიც პრინცესა ირიულანის როლი შეასრულა და კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელთაც წელს ნეტფლიქსის სერიალიც შეემატა.

ჯანმრთელობის პრობლემები

პიუს ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაკლებად ცნობილი ნაწილია მისი რეპროდუქციული ჯანმრთელობის ისტორია.2024 წელს მსახიობმა SHE MD-ის პოდკასტში პირველად ძალიან დეტალურად ისაუბრა პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომზე (PCOS) და ენდომეტრიოზზე.მისი თქმით, დიაგნოზები 27 წლის ასაკში დაუსვეს. მანამდე პიუს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ გარკვეული სიმპტომები შესაძლოა ამ მდგომარეობებთან ყოფილიყო დაკავშირებული.განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის ინფორმაცია ნაყოფიერების შესახებ. დიაგნოზების შემდეგ მან გადაწყვიტა კვერცხუჯრედების გაყინვა.პიუმ აღნიშნა, რომ მის ოჯახში ბევრი ქალი შედარებით გვიან ასაკშიც აჩენდა შვილებს და თავადაც ბავშვობიდან სურდა დედობა, ამიტომ 27 წლის ასაკში მიღებულმა ინფორმაციამ მისთვის ბევრი რამ შეცვალა.

2urrzb95t3ky6plrokny3enmabp-1791397450.webp

florence-pugh-at-the-2024-toronto-international-film-festival-13-cropped-2-color-adjusted-1791397450.jpg

მისი ისტორია მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ ის რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე მხოლოდ მაშინ არ საუბრობს, როდესაც ეს ჰოლივუდის ყურადღების ცენტრში ხვდება. მან ხაზგასმით ისაუბრა ქალების ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის, ადრეული გამოკვლევებისა და საკუთარი სიმპტომების მიმართ ყურადღების მნიშვნელობაზეც.

ასევე ხმამაღლა ისაუბრა მან ბავშვობის პრობლემაზე -ტრაქეომალაციაზე, რომელმაც, როგორც უკვე აღინიშნა, ჩამოაყალიბა ის უჩვეულო ხმის ტემბრი, რაც მას ახლა აქვს.

florence-pugh-valentino-beauty-lipstick-2023-1791397451.jpg

მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა სხეულის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაა.2022 წელს მსახიობმა Valentino-ს გამჭვირვალე ვარდისფერი კაბით გამოჩენის შემდეგ ინტერნეტში უამრავი კომენტარი და კრიტიკა მიიღო. მისი პასუხი საკმაოდ მკაფიო იყო: ქალის სხეული არ უნდა გახდეს საზოგადოების კონტროლისა და სექსუალიზებული კომენტარების ობიექტი მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი კონკრეტულ სამოსს ატარებს.

florence-pugh-valentino-dress-3-1791397615.webp

პიუმ ამ თემაზე თქვა, რომ არ სურს, საზოგადოებრივმა წესებმა და სხეულის მიმართ დაწესებულმა მოლოდინებმა განსაზღვროს, რა ჩაიცვას.ა

მისთვის საკუთარი სხეულის მიმართ თავისუფალი დამოკიდებულება და ქალის უფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორ გამოჩნდება საზოგადოებაში, უფრო ფართო თემასთან — ქალის ავტონომიასთან — არის დაკავშირებული.

florence-pugh-a-good-person-press-day-photo-shoot-march-2023-0-1791397451.jpg

2026 წელს პიუ კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც საჯაროდ გამოეხმაურა Cornell-ის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ სექსუალური ძალადობის საქმეს.საქმე ეხებოდა სტუდენტის მიერ წარდგენილ ბრალდებებს, ხოლო გამოძიების განახლებამ მსახიობის მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. პიუმ სოციალურ ქსელში ქალების უსაფრთხოებაზე, შიშზე და იმაზე დაწერა, რომ სექსუალური ძალადობის თემაზე საზოგადოებას უფრო აქტიურად საუბარი სჭირდება.

მისი პოზიცია ამ შემთხვევაში პირდაპირ უკავშირდება იმ თემასაც, რომელიც მის ახალ პროექტში — "ედემის აღმოსავლეთით" — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზია: ძალადობას, ძალაუფლებას, ქალების მოწყვლადობასა და საზოგადოების პასუხისმგებლობას.

პოლიტიკური და სოციალური პოზიციები

ბოლო წლებში ფლორენსმა არაერთხელ გამოიყენა საკუთარი უზარმაზარი აუდიტორია სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე აზრის დასაფიქსირებლად.2023 წელს ის მონაწილეობდა SAG-AFTRA-ს გაფიცვასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში და მსახიობების სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მხარდაჭერა ღიად გამოხატა.

თუმცა მისი ყველაზე ხმამაღალი სოციალური პოზიცია ბოლო წლებში პალესტინასა და ღაზას უკავშირდება.პიუ საჯაროდ აზიარებდა ჰუმანიტარული დახმარების კამპანიებს და 2025 წელს ლონდონში გამართულ Together for Palestine-ის საქველმოქმედო ღონისძიებაზეც მოულოდნელად გამოჩნდა.ღონისძიებაზე მან სიტყვითაც მიმართა აუდიტორიას და ისაუბრა იმაზე, რომ ადამიანური ტანჯვის ფონზე დუმილს ნეიტრალიტეტად არ მიიჩნევს.2026 წლის ინტერვიუში პიუმ თქვა, რომ პალესტინის მხარდაჭერის გამო სოციალურ ქსელებში ასიათასობით გამომწერი დაკარგა. თუმცა მისივე თქმით, ამ თემაზე საჯაროდ საუბრის შეწყვეტა არ სურდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ამას პროფესიული და პირადი რეაქციები მოჰყვებოდა.

პირადი ცხოვრება

პიუ არ ცდილობს საკუთარი ცხოვრების ყველა დეტალი საზოგადოებას მიაწოდოს. პირადი ცხოვრების მიმართ საკმაოდ მკაფიო საზღვრები აქვს დაწესებული და ინტერვიუებში ხშირად ცდილობს ყურადღება ისევ სამუშაოსა და იმ საკითხებზე გადაიტანოს, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია.

თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მისი პარტნიორი დიდხანს იყო მსახიობი და რეჟისორი ზაკ ბრაფი, შემდეგ კი ბრიტანელ მსახიობ ფინ კოლს ხვდებოდა.

newfile-1791397928.jpg

florence20finn-1791397928.webp

დაქორწინებას ჯერ არ ჩქარობს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი აქვს, რთული როლი და გამოწვევა. მან უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც ნიჭიერმა მსახიობმა და ძლიერმა ქალმა. ის მხოლოდ ეკრანზე არ ქმნის ძლიერ ქალებს, საკუთარი საჯარო ცხოვრებითაც ცდილობს აჩვენოს, რომ პოპულარობასთან ერთად საკუთარი ხმის შენარჩუნებაც შესაძლებელია.

florence-pugh-attends-96th-annual-78123276-1791397451.webp

თანამედროვე კინოს ახალი სექსსიმბოლო თეო ჯეიმსი, რომელზეც მილიონობით ქალია შეყვარებული - ბრიტანელი ბერძნული ფესვებით და სამაგალითო მეოჯახე
რობერტ პატინსონი — მორცხვი ბიჭი ლონდონიდან, რომელიც ვამპირის ჩრდილიდან გამოვიდა და ჰოლივუდის მეგავარსკვლავად იქცა
ჰოლივუდში ერთად გაზრდილი ორი და, ორი ვარსკვლავი და ორი საუკეთესო მეგობარი - დაკოტა და ელ ფენინგები